შემახა
შემახა (აზერ. Şamaxı) — ქალაქი აზერბაიჯანში, შემახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ბაქო – თბილისის საავტომობილო გზაზე, რკინიგზის სადგური. ქურდამირიდან 72 კმ. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 31,704 ადამიანი.
ქალაქი | |
---|---|
შემახა აზერ. Şamaxı | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
კოორდინატები | 40°37′49″ ჩ. გ. 48°38′29″ ა. გ. / 40.63028° ჩ. გ. 48.64139° ა. გ. |
პირველი ხსენება | მე-2 საუკუნე |
ფართობი | 6 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 709 მ |
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოსახლეობა | 31,704 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 5,300 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +994 020 26 |
შემახა აზერბაიჯანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. არქეოლოგიურმა გათხრებმა აქ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში დასახლება გამოავლინა. პტოლემე შემახას „შემახიას“ სახელით იხსენიებს.[2] IX-XVI საუკუნეებში შირვანის სატახტო ქალაქი და შირვანშაჰების რეზიდენცია იყო. 1222 წელს მონღოლებმა დაარბიეს. ქალაქი აღწერილი აქვს ვენეციელ დიპლომატს იოსაფატ ბარბაროს. XVIII საუკუნის შუა წლებში შემახის სახანოს მთავარი ქალაქია. 1805 წელს შეუერთდა რუსეთს, 1840-1846 წლებში კასპიის ოლქის ცენტრია, შემდეგ — შემახის გუბერნიისა.[3]
სხვადასხვა დროს შემახაში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანული კულტურის წარმომადგენელები: ხაკანი შირვანი, იმადედინ ნასიმი, ნიშათ შირვანი, მირზა საბირი. შემახის ისეთი ძველი ნაგებობები, როგორებიცაა ჯუმა-მეჩეთი, შირვანშაჰების სასახლე და სხვა მიწისძვრამ დაანგრია, რომლებიც ცნობილია მხოლოდ აღწერითა და ცალკეული ნანგრევებით.
1820 წლიდან ქალაქს ახალი დაგეგმარება აქვს. შემორჩენილია რამდენიმე მავზოლეუმი. არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მ. საბირის სახლ-მუზეუმი. ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით 22 კმ-ში მდებარეობს შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1960 წელს ასტროფიზიკის სექტორის ბაზაზე დაარსდა. ქალაქთან არსებობს შემახის საფარი-პარკი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Джидди Г. А. Средневековый город Шемаха (IX—XVII века). — Б.: Элм, 1981. — 174 с.
- ↑ Шемаха // Географическая энциклопедия
- ↑ Шемаха // Большая советская энциклопедия