შემახის საფარი-პარკი

შემახის საფარი-პარკი — დიდი პარკი აზერბაიჯანის ქალაქ შემახიში, სადაც ვიზიტორებს შეუძლაით თვალი ადევნონ ცხოველებს ველურ ბუნებაში. ამ სიტყვას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა. ერთ-ერთია ნადირობა აფრიკის ჯუნგლებში. თუმცა, თავდაპირველად „safari“ სუაჰილის ენაზე (აღმოსავლეთ აფრიკა) ნიშნავდა მოგზაურობას. პარკი საფარი აერთიანებს ყველა ამ მნიშვნელობას. ეს პარკი ასევე დასახიჩრებულ ცხოველთა სარეაბილიტაციო ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება თვალი ადევნოთ ლანდშაფტურ პირობებში.

ცნობილია, რომ პირველი ასეთი პარკი შეიქმნა აფრიკაში. აზერბაიჯანში ველური ცხოველების ეკოლოგიური ნაკრძალი მდებარეობს შემახის რაიონში, მთიანი ტყის მასივში, რომელსაც ეწოდება პირგულუ.

ამჟამად, ეს პარკი მოიცავს 600 ჰექტარს (აქედან 400 ჰექტარი შემოღობილი ტერიტორია).

პარკში სამი სახეობის გენეტიკურად ღირებული 420 ცხოველია ლატვიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან. ესენი არიან: კეთილშობილი ირემი, მუფლონი, ირემლაღი. სელექციური და ვეტერინარული ზომების ჩატარების შედეგად ცხოველების რაოდენობა ორმაგად გაიზარდა. პარკში 790 ცხოველია, მათ შორის 260 კეთილშობილი ირემი, 250 მუფლონი და 280 ირემლაღი. ცხოველების გარეული გავლენისა და ინფექციური დაავადებებისგან დაცვის მიზნით აშენებულია 52 კილომეტრიანი ფარიკადა. გარდა ამისა, პარკში შექმნილია დიდი რაოდენობის ბუნებრივი თავშესაფრები, რათა დაცული იყოს სეზონური სიცივეებისგან, ქარისგან, ნალექებისგან.

უახლოეს მომავალში პარკის ხელმძღვანელობა გეგმავს შემოიყვანოს დომბები, რომლებიც გავრცელებულნი არიან ცენტრალურ ევროპასა და რუსეთის ევროპულ ნაწილში.

ამავდროულად პარკში აშენდა ადმინისტრაციული შენობა და სასტუმრო სახლი[1].

პარკი საფარი აზერბაიჯანში შეიქმნა ველური ცხოველების პოპულაციის ადაპტაციისთვის აზერბაიჯანის ბუნებაში. ასევე ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში.

2017 წლიდან 2020 წლამდე აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს შემახიში არსებული პარკი საფარის განვითარება[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. A “Safari Park” Will Be Open In Shamakhi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2018-05-03.
  2. Safari Park created in Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2018-05-03.