შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია
შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია (აზერ. Şamaxı Astrofizika Rəsədxanası; შაო; სრული სახელი ნასირ ალ-დინ ტუსის სახელობის შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია) — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება აზერბაიჯანში, ქალაქ შემახის ჩრდილო-დასავლეთით 22 კმ-ში. შეიქმნა 1960 წელს ასტროფიზიკის სექტორის ბაზაზე. აქვს 2 მეტრიანი რეფლექტორი, 70 სანტიმეტრიანი ფოტოელექტრული ტელესკოპი, 35 სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი, აგრეთვე სამზეო ტელესკოპები. ობსერვატორია იკვლევს კომეტებს, ასტეროიდების რგოლს, მზის აქტიურ წარმონაქმნებს, აგრეთვე კუროს T-ს ტიპის ვარსკვლავებსა და რელატივისტურ ობიექტებს. 1971 წლიდან აქვს ასტრონომიული სადგური ბათაბათის მთაზე, ზღვის დონიდან 2300 მ-ზე; აქ დადგმულია 40 სანტიმეტრიანი დაბნელებაგარეშე კორონოგრაფი. 1981 წელს ობსერვატორიას მიენიჭა ნასირ ალ-დინ ტუსის სახელი.
შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
შემახის ასტროფიზიკური ობსერვატორია | |||||||
40°46′55″ ჩ. გ. 48°35′48″ ა. გ. / 40.78194° ჩ. გ. 48.59667° ა. გ. | |||||||
ორგანიზაცია | აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია | ||||||
ქვეყანა | აზერბაიჯანი, შემახის რაიონი, სოფელი პირქულუ | ||||||
სიმაღლე ზ. დ. | 1435 მ | ||||||
დაარსდა | 1960 წ. | ||||||
ტიპი | ასტროფიზიკური ობსერვატორია | ||||||
ოფიციალური საიტი | http://www.shao.az/az/ და http://shao.az/en[1] | ||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ GRID Release 2019-02-17 — 2019-02-17 — 2019. — doi:10.6084/M9.FIGSHARE.7738979