ინტერვენცია
ინტერვენცია (ლათ. interventio — ჩარევა) — ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში სამხედრო, პოლიტიკური, საინფორმაციო ან ეკონომიკური ჩარევა, რომელიც არღვევს მის სუვერენიტეტს.
ინტერვენცია შეიძლება იყოს სამხედრო (აგრესიის ერთ-ერთი ფორმა), დიპლომატიური, ინფორმაციული, ეკონომიკური. ინტერვენციის ყველა სახეობა შეუსაბამოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასთან და აკრძალულია საერთაშორისო სამართლით.