ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ― გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება. მიიღეს 1966 წლის 16 დეკემბრის 2200A(XXI) რეზოლუციით და ძალაშია 1976 წლის 3 იანვრიდან.[1] პაქტი მხარეებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვას ავალდებულებს, მათ შორის, შორმის უფლებების, ჯანმრთელობის უფლების და განათლების უფლების. 2020 წლის ივლისისთვის, პაქტის წევრია 171 მხარე.[3] ოთხ სახელმწიფოს პაქტზე ხელი აქვს მოწერილი, მაგრამ რატიფიცირებული არ აქვს.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
| |
---|---|
ტიპი | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია |
მომზადდა | 1954 |
ხელი მოეწერა | 16 დეკემბერი, 1966[1] |
ადგილი | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინა, ნიუ-იორკი |
ძალაში შევიდა | 3 იანვარი, 1976[1] |
ხელი მოაწერეს | 71 |
მხარეები | 171 |
მეანაბრე | გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი |
ენები | ფრანგული, ინგლისური, ჩინური, ესპანური, არაბული, ესპანური[2] |
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ფაკულტატურ ოქმთან ერთად) ადამიანის უფლებების საერთაშორისო ბილის ნაწილია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტთან ერთად.[4]
პაქტის მონიტორინგს გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი ახორციელებს.
გენეზისი
რედაქტირებაეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიღების ისტორია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთანაა გადაჯაჭვული.[5] „ადამიანთა სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი უფლებების დეკლარაცია“ 1945 წლის სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე შეიმუშვეს, რის შემდეგაც გაერო ჩამოყალიბდა და მონახაზის შექმნა ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს დაევალა. პროცესის ადრეულ ეტაპზე დოკუმენტი დაიყო დეკლარაციად, რომელიც ადამიანის უფლებების ზოგად პრინციპებს შეიცავდა და კონვენციად ან პაქტად, რომელიც იურიდიულ ვალდებულებებს ასახავდა. პირველი ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციად გარდაიქმნა, რომელიც 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღეს.[4]
კონვენციაზე მუშაობა გაგრძელდა, მაგრამ გაეროს წევრ სახელმწიფოებს სხავდასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ უარყოფით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლეათა და დადებით ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შედარებით მნიშვნელობასთან დაკავშირებით.[6] შედეგად, კონვენცია ორ დამოუკიდებელ პაქტად გაიყო: ერთი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მოიცავს, ხოლო მეორე ― ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს.[7] ორივე პაქტი რაც შეიძლება მეტ მსგავს დაშვებას შეიცავდა და ხელმოსაწერად მალევე გაიხსნა.[7] ორივე მათგანი შეიცავდა პარაგრაფს ყოველი ადამიანის თვითგამორკვევის უფლებების შესახებ.[8]
პირველი დოკუმენტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტად გარდაიქმნა, ხოლო მეორე ― ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტად. მონახაზები 1954 წლის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინეს განსახილველად და 1966 წელს მიიღეს.[9]
მიმოხილვა
რედაქტირებაპაქტი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის სტრუქტურის მსგავსია, პრეამბულასა და 21 მუხლს მოიცავს და 5 ნაწილად იყოფა.[10]
ნაწილი I (1-ელი მუხლი) აღიარებს ერთა თვითგამორკვევის უფლებას, მათ შორის, პოლიტიკური სტატუსის თავისუფლად განსაზღვრის,[11] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისკენ სწრაფვის, საკუთარი რესურსებისა და სიმდიდრის განკარგვის უფლებებს. ასევე, აღიარებს ხალხთა უფლებას,[12] არ ჩამოერთვათ საარსებო საშუალებები და მონაწილე, მათ შორის, არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვის პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოებს, თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას ავალდებულებს.[13]
ნაწილი II (მუხლები 2-5) ამკვიდრებს „პროგრესული რეალიზაციის“ პრინციპს. პაქტში ჩამოთვლილი უფლებები განხორციელებული უნდა იყოს „ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით“.[14] მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ პაქტში მოცემული უფლებები მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს დაუქვემდებარონ იმდენად, რამდენადაც ეს უფლებების ბუნებასთან შეთავსებადია და დემოკრატიულ საზოგადოებაში კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება.[15]
ნაწილი III (მუხლები6-15) მოიცავს უფლებათა ჩამონათვალს:
- შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების უფლება,[16] მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაწევრიანების უფლება (მუხლები 6, 7, 8)
- სოციალური უსაფრთხოება, მათ შორის, სოციალური დაზღვევა (მხული 9)
- ოჯახის უფლება, მათ შორის, ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვთა დაცვა (მუხლი 10)
- ცხოვრების სათანადო დონის, შესაფერისი კვების, ტანისამოსისა და საცხოვრებლის, განუწყვეტლივ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების უფლება (მუხლი 11)
- ჯანდაცვის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტების უფლება (მუხლი 12)
- განათლების მიღების უფლება, მათ შორის, დაწყებითი განათლების ყველასათვის სავალდებულო და უფასო ხელმისაწვდომობის, საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმით მიღებისა და უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება. პაქტის თანახმად, „განათლება მიმართულ [უნდა] იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ“.(მუხლები 13, 14)[17]
- კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება (მუხლი 15)
ნაწილი IV (მუხლები 16-25) ითვალისწინებს მხარეების მეთვალყურეობისა და ზედამხედველობის პირობებს. სახელმწიფოების მოხსენებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს წარედგინება, რომელიც ასლებს ეკონომიკურ დ ასოციალურ საბჭოს უგზავნის.
ნაწილი V (მუხლები 26-31) ასახავს რატიფიკაციის, ძალაში შესვლისა და დამატებების მიღების პირობებს.
დებულებები
რედაქტირებაპროგრესული რეალიზაციის პრინციპი
რედაქტირებაპაქტის მეორე მუხლის მიხედვით, თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, „ეკონომიკურ დ ტექნიკურ სფეროში, მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მიიღოს ზომები ამ პაქტით აღიარებული უფლებების პროგრესულად სრული რეალიზაციისათვის ყველა სათანადო საშუალებებით, საკანონმდებლო ზომების მიღების ჩათვლით“.[18] აღნიშნული პრინციპი განსხვავდება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში მოცემული პრინციპისაგან.[19] წესებაში მოცემული „მიიღოს ზომები“ უფლებების რეალიზაციისკენ მუშაობის უწყვეტ ვალდებულებაზე მიუთითებს.[20] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის განმარტებით, პრინციპი ყოველი უფლების განხორციელების მინიმალურ დონეს უზუნველყოფს.[21]
შრომის უფლებები
რედაქტირებაპაქტის მე-6 მუხლში აღიარებულია შრომის უფლება, რომელიც „...მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად“.[22] ამ უფლებების დასაცავად, მხარეები იღებენ „შესაბამის ზომებს“, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლების ან წვრთნის პროგრამებს, რათა მიღწეულ იქნას მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული დასაქმება. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ დასაქმებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და მშრომელთა დაცვა უსამართლო მოპყრობისგან. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა აღკვეთონ დისკრიმნაციის ნებისმიეირ ფორმა სამუშაო ადგილებზე.[23] სამუშაოს არჩევის თავისუფლება მიუთითებს, რომ მხარეები კრძალავენ იძულებით და ბავშვების შრომას.[24]
მე-7 მუხლში მოცემულია თითოეული ადამიანის შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების ქონის უფლებას. მუხლის მიხედვით, ტოლფასოვანი შრომისთვის დასაქმებულები თანაბარი ანაზღაურებით, ისინი და მათი ოჯახების წევრები ღირსეული არსებობის შესაძლებლობებით, უსაფრთხო და ჯანსაღი შრომის პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილი. მოცემულ მუხლში დასვენების, თავისუფალი დროის ქონის, პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების უფლებებიცაა მოცემული.
მე-8 მუხლში პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაწევრიანების უფლებაა გათვალისწინებული. აღიარებულია გაფიცვის უფლება. აღნიშნულ მუხლში მოცემული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის შემადგენლობაში მყოფი პირებისთვის.[3]
სოციალური დაცვის უფლება
რედაქტირებაპაქტის მე-9 მუხლი აღიარებს სოციალური უზრუნველყოფის უფლებას, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.[25] პაქტი მონაწილე მხარეებს სოციალური უზრუნველყოფის სქემის შემუშავებას ავალდებულებს ადამიანების დაავადებების, დარღვევების, მშობიარობის, სამუშაოს შესრულებისას დაშავებების, უმუშევრობისა და ხანდაზმულობის რისკებისგან დასაცავად. მსგავსი სქემებიდან მიღებული სარგებელი შესაბამისი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისგან დაცული უნდა იყოს.[26] პაქტი სქემების ფორმას არ ზღუდავს.[27]
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შენიშნავს, რომ ამ უფლების განხორციელებისას მუდმივად იჩენს თავს პრობლემები, ხელმისაწვდომობის დაბალი დონის გამო.[28]
ზოგიერთი მხარე, მათ შორის საფრანგეთსა და მონაკოს, დამატებითი დებულებები აქვთ მიღებული და სოციალური უზრუნველყოფის შეღავათების მისაღებად ბინადრობის მოთხოვნები აქვთ დაწესებული. კომიტეტი მსგავსი შეზღუდვების დაწესების ნებას იძლევა, როცა ისინი გონივრული და პროპორციულია.[29]
ოჯახის უფლება
რედაქტირებამე-10 მუხლის თანახმად, ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი ერთეულია და მონაწილე მხარეები ვალდებული არიან, შეძლებისდაგვარად ფართოდ დაიცვან და დაეხმარონ მას.[30] მხარეებმა უნდა უზრუნველჰყონ მოქალაქეების მიერ ოჯახების თავისუფლად შექმნა და თავისუფალი ქორწინებები, ძალდატანების გარეშე.[31] მომუშავე დედებს მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ დროის გონივრულ მონაკვეთში ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულების შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფა უნდა ჰქონდეთ. [32] მხარეებმა ბავშვები და მოზარდები უნდა დაიცვან ეკონომიკური ან სოციალური ექსპლუატაციისგან, მათ შორის, ასაკობრივი ზღვრის დაწესებითა და ზნეობისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობების აკრძალვით.[33]
ცხოვრების სათანადო დონის ქონის უფლება
რედაქტირებამე-11 მუხლით ცხოვრების სათანადო დონის ქონის უფლებაა აღიარებული, რაც შესაფერისი კვების, სამოსის, საცხოვრებლის ქონის, ასევე, ცხოვრების პირობების განუწყვეტელი გაუმჯობესების უფლებებს მოიცავს.[34] პაქტის კომენტარებში განსაზღვრულია შესაფერისი საკვების,[35][36][37]საცხოვრებლისა[38][38][39] და ტანისამოსის[40] ქონის უფლებები.
ჯანმრთელობის უფლება
რედაქტირებამე-12 მუხლში თითოეული ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე უფლებაა აღიარებული.[41] ჯანმრთელობა არ განისაზღრება, როგორც ჯანმრთელად ყოფნის უფლება, არამედ როგორც საკუთარი ჯანმრთელობისა და სხეულის კონტროლის უფლება.[42] მე-12 მუხლის თანახმად, სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციისთვის, მკვდრადშობილი და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებით, გარემოს ჰიგიენისა და მრეწველობაში შრომის ჰიგიენის ასპექტების გაუმჯობესებით და სხვ. აღნიშნული ჩამონათვალი მხოლოდ „ილუსტრაციული, არასრული მაგალითებია“, ვიდრე მხარეთა ვალდებულებების სრული ჩამონათვალი. housing, and through a comprehensive system of healthcare, which is available to everyone without discrimination, and economically accessible to all.[43]
ჯანმრთელობის უფლება მხარეთა მიერ ქალთა რეპროდუქციული უფლებების პატივისცემასაც გმოიცავს, რაც კონტრაცეპტივებზე თავისუფალ წვდომასა და სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის თავისუფლებას გულისხმობს.[44][45]
უფასო განათლების უფლება
რედაქტირებაპაქტის მე-13 მუხლი ყოველი ადამიანისთვის განათლების მიღების უფლებას აღიარებს დაწყებით, დაწყებით, საშუალო და უმაღლეს დონეზე, რაც ადამიანის პიროვნებისა და ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისკენ და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის განამტკიცებისკენ უნდა იყოს მიმართული.[17] განათლებამ ყველა მოქალაქეს უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა. განათლება გააზრებულია როგორც ადამიანის უფლება და „შეუცვლელი საშუალება ადამიანის სხვა უფლებათა რეალიზაციისთვის“.[46]
პაქტის მიხედვით, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ უფასო დაწყებითი განათლება, სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოს საშუალო განათლების მიღება, მათ შორის, ტექნიკური და პროფესიური საშუალო განათლება, ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადონ უმაღლესი განათლება, წაახალისონ და ინტენსიური გახადონ ძირითადი განათლება, შეიმუშაონ ყველა საფეხურის სკოლათა სისტემა, შექმნან სტიპენდიების სისტემა და განუწყვეტლივ გააუმჯობესონ საგანმანათლებლო პერსონალის მატერიალური პირობები.
პაქტი მხარეებს ავალდებულებს, პატივი სცენ მშობლებისა და კანონიერი მეურვეების თავისუფლებას, ბავშვებისთვის არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ დაარსებული, არამედ სხვა სკოლებიც აირჩიონ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დადგენილი საგანმანათლებლო მოდელის მოთხოვნების მინიმუმს შეესაბამება.[47] აღნიშნულის თანახმად, საჯარო სკოლებმა პატივი უნდა სცენ სტუდენტების რელიგიის თავისუფლებას.[48]
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი პაქტის ხელმომწერ სახელმწიფოებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აკადემიური თავისუფლების პატივისცემას ავალდებულებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესისთვის.[49]
მე-14 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებული არიან ორი წლის ვადაში შეიმუშაონ და მიიღონ დეტალური სამოქმედო გეგმა.[50]
კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება
რედაქტირებამე-15 მუხლი კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ითვალისწინებს. მოქალაქეებს მეცნიერული პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება და მორალური და მათ მიერ შექმნილი მეცნიერული, ლიტერატურული თუ მხატვრული ნაშრომებიდან მატერიალური ინტერესების დაცვით სარგებლის მიღები უფლება უნდა ჰქონდეთ. ამასთან, პაქტის მხარეები პატივს სცემენ სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის აუცილებელ თავისუფლებას.[51]
ფაკულტატური ოქმი
რედაქტირებაეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმი პაქტის დამატებითი შეთანხმებაა, რომელიც ინდივიდუალური საჩივრების მხრივ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის კომპეტენციას აღიარებს.[52]
ფაკულტატური ოქმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის 10 დეკემბერს მიიღეს.[53] ოქმი ხელმოსაწერად 2009 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა[54] და 2020 წლის იანვრისთვის 45 მხარეს ჰქონდა ხელი მოწერილი და 24-ს ― რატიფიცირებული. რატიფიკაციის მოთხოვნების ბარიერის გადალახვის შემდეგ, ოქმი 2013 წლის 5 მაისს შევიდა ძალაში.[55]
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი
რედაქტირებაეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი ადამიანის უფლებების ექსპერტებით დაკომპლექტებული ორგანოა, რომელიც პაქტის იმპლემენტაციის მონიტორინგს ახორციელებს. კომიტეტი ადამიანის უფლებათა 18 ექსპერტისგან შედგება, რომლებიც 4 წლის ვადით აირჩევიან და შემადგენლობის ნახევარი 2 წელიწადში ერთხელ იცვლება.[56]
ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, კომიტეტი არ შექმნილა იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც მეთვალყურეობს. მეტიც, კომიტეტი ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ დაფუძნდა, მონიტორინგის წინა ორი ორგანოს წარუმატებლობის შემდეგ.[31] ჩვეულებრივ კომიტეტი ყოველ მაისსა და ნოემბერში იკრიბება ჟენევაში.[57]
მხარეები
რედაქტირებაპაქტის მონაწილე მხარეები არიან:[58]
სახელმწიფო | ხელმოწერის თარიღი | რატიფიცირების, მიღების თარიღი | შენიშვნები |
---|---|---|---|
ავღანეთი | 24 იანვარი, 1983 | ||
ალბანეთი | 4 ოქტომბერი 1991 | ||
ალჟირი | 10 დეკემბერი, 1968 | 12 სექტემბერი, 1989 | |
ანგოლა | 10 იანვარი, 1992 | ||
ანტიგუა და ბარბუდა | 3 ივლისი, 2019 | ||
არგენტინა | 19 თებერვალი, 1968 | 8 აგვისტო, 1986 | |
სომხეთი | 13 სექტემბერი, 1993 | ||
ავსტრალია | 18 დეკემბერი, 1972 | 10 დეკემბერი, 1975 | |
ავსტრია | 10 დეკემბერი, 1973 | 10 დეკემბერი, 1978 | |
აზერბაიჯანი | 13 აგვისტო, 1992 | ||
ბაჰამის კუნძულები | 4 დეკემბერი, 2008 | 23 დეკემბერი, 2008 | |
ბაჰრეინი | 27 სექტემბერი, 2007 | ||
ბანგლადეში | 5 ოქტომბერი, 1998 | ||
ბარბადოსი | 5 იანვარი, 1973 | ||
ბელარუსი | 19 მარტი, 1968 | 12 ნოემბერი, 1973 | ხელმოწერილი და რატიფიცირებულია, როგორც ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ |
ბელგია | 10 დეკემბერი, 1968 | 21 აპრილი, 1983 | |
ბელიზი | 6 სექტემბერი, 2000 | 9 მარტი, 2015 | |
ბენინი | 12 მარტი, 1992 | ||
ბოლივია | 12 აგვისტო, 1982 | ||
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 1 სექტემბერი, 1993 | ყოფილმა იუგოსლავიამ პაქტს 1967 წლის 8 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო 1971 წლის 2 ივნისს რატიფიცირება მოახდინა | |
ბრაზილია | 24 იანვარი, 1992 | ||
ბულგარეთი | 8 ოქტომბერი, 1968 | 21 სექტემბერი, 1970 | |
ბურკინა-ფასო | 4 იანვარი, 1999 | ||
ბურუნდი | 9 მაისი, 1990 | ||
კამბოჯა | 17 ოქტომბერი, 1980 | 26 მაისი, 1992 | კამპუჩეამ პაქტს 1980 წლის 17 ოქტომბერს მოაწერა ხელი |
კამერუნი | 27 ივნისი, 1984 | ||
კანადა | 19 მაისი, 1976 | ||
კაბო-ვერდე | 6 აგვისტო, 1993 | ||
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 8 მაისი, 1981 | ||
ჩადი | 9 ივნისი, 1995 | ||
ჩილე | 16 სექტემბერი, 1969 | 10 თბერვალი, 1972 | |
ჩინეთი | 27 ოქტომბერი, 1997 | 27 მარტი, 2001 | ჩინეთის რესპუბლიკამ ხელშეკრულებას 1967 წლის 5 ოქტომბერს მოაწერა ხელი |
კოლუმბია | 21 დეკემბერი, 1966 | 29 ოქტომბერი, 1969 | |
კომორის კუნძულები | 25 სექტემბერი, 2008 | ||
კონგოს რესპუბლიკა | 5 ოქტომბერი, 1983 | ||
კოსტა-რიკა | 19 დეკემბერი, 1966 | 29 ნოემბერი, 1968 | |
კოტ-დ'ივუარი | 26 მარტი, 1992 | ||
ხორვატია | 12 ოქტომბერი, 1992 | ყოფილმა იუგოსლავიამ პაქტს 1967 წლის 8 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო 1971 წლის 2 ივნისს რატიფიცირება მოახდინა | |
კუბა | 28 თებერვალი, 2008 | ||
კვიპროსი | 9 იანვარი, 1967 | 2 აპრილი, 1969 | |
ჩეხეთის რესპუბლიკა | 22 თებერვალი, 1993 | ჩეხოსლოვაკიამ პაქტს 1968 წლის 7 ოქტომბერს მოაწეა ხელი, ხოლო 1975 წლის 23 დეკემბერს მისი რატიფიკაცია მოახდინა. | |
ჩრდილოეთი კორეა | 14 სექტემბერი, 1981 | ||
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 1 ნოემბერი, 1976 | ||
დანია | 20 მარტი, 1968 | 6 იანვარი, 1972 | |
ჯიბუტი | 5 ნოემბერი, 2002 | ||
დომინიკა | 17 ივნისი, 1993 | ||
დომინიკელთა რესპუბლიკა | 4 იანვარი, 1978 | ||
ეკვადორი | 29 სექტემბერი, 1967 | 6 მარტი, 1969 | |
ეგვიპტე | 4 აგვისტო, 1967 | 14 იანვარი, 1982 | |
სალვადორი | 21 სექტემბერი, 1967 | 30 ნოემბერი, 1979 | |
ეკვატორული გვინეა | 25 სექტემბერი, 1987 | ||
ერიტრეა | 17 აპრილი, 2001 | ||
ესტონეთი | 21 ოქტომბერი, 1991 | ||
ეთიოპია | 11 ივნისი, 1993 | ||
ფინეთი | 11 ოქტომბერი, 1967 | 19 აგვისტო, 1975 | |
ფიჯი | 16 აგვისტო, 2018 | ||
საფრანგეთი | 4 ნოემბერი, 1980 | ||
გაბონი | 21 იანვარი, 1983 | ||
გამბია | 29 დეკემბერი, 1978 | ||
საქართველო | 3 მაისი, 1994 | ||
გერმანია | 9 ოქტომბერი, 1968 | 17 დეკემბერი, 1973 | |
განა | 7 სექტემბერი, 2000 | 7 სექტემბერი, 2000 | |
საბერძნეთი | 16 მაისი, 1985 | ||
გრენადა | 6 სექტემბერი, 1991 | ||
გვატემალა | 19 მაისი, 1988 | ||
გვინეა | 28 თებერვალი, 1967 | 24 იანვარი, 1978 | |
გვინეა-ბისაუ | 2 ივლისი, 1992 | ||
გაიანა | 22 აგვისტო, 1968 | 15 თებერვალი, 1977 | |
ჰაიტი | 8 ოქტომბერი, 2013 | ||
ჰონდურასი | 19 დეკემბერი, 1966 | 17 თებერვალი 1981 | |
უნგრეთი | 25 მარტი, 1969 | 17 იანვარი, 1974 | |
ისლანდია | 30 დეკემბერი, 1968 | 22 აგვისტო,1979 | |
ინდოეთი | 10 აპრილი, 1979 | ||
ინდონეზია | 23 თებერვალი, 2006 | ||
ირანი | 4 აპრილი, 1968 | 24 ივნისი, 1975 | |
ერაყი | 18 თებერვალი, 1969 | 25 იანვარი, 1971 | |
ირლანდია | 1 ოქტომბერი, 1973 | 8 დეკემბერი, 1989 | |
ისრაელი | 19 დეკემბერი, 1966 | 3 ოქტომბერი, 1991 | |
იტალია | 18 იანვარი, 1967 | 15 სექტემბერი, 1978 | |
იამაიკა | 19 დეკემბერი, 1966 | 3 ოქტომბერი, 1975 | |
იაპონია | 30 მაისი, 1978 | 21 ივნისი, 1979 | |
იორდანია | 30 ივნისი, 1972 | 28 მაისი, 1975 | |
ყაზახეთი | 2 დეკემბერი, 2003 | 24 იანვარი, 2006 | |
კენია | 1 მაისი, 1972 | ||
ქუვეითი | 21 მაისი, 1996 | ||
ყირგიზეთი | 7 ოქტომბერი, 1994 | ||
ლაოსი | 7 დეკემბერი, 2000 | 13 თებერვალი, 2007 | |
ლატვია | 14 აპრილი, 1992 | ||
ლიბანი | 3 ნოემბერი,1972 | ||
ლესოთო | 9 სექტემბერი, 1992 | ||
ლიბერია | 18 აპრილი, 1967 | 22 სექტემბერი, 2004 | |
ლიბია | 15 მაისი, 1970 | ||
ლიხტენშტაინი | 10 დეკემბერი, 1998 | ||
ლიეტუვა | 20 ნოემბერი, 1991 | ||
ლუქსემბურგი | 26 ნოემბერი, 1974 | 18 აგვისტო, 1983 | |
მადაგასკარი | 14 აპრილი, 1970 | 22 სექტემბერი, 1971 | |
მალავი | 22 დეკემბერი, 1993 | ||
მალდივის კუნძულები | 19 სექტემბერი, 2006 | ||
მალი | 16 ივლისი, 1974 | ||
მალტა | 22 ოქტომბერი, 1968 | 13 სექტემბერი, 1990 | |
მარშალის კუნძულები | 12 მარტი, 2018 | ||
მავრიტანია | 17 ნოემბერი, 2004 | ||
მავრიკი | 12 დეკემბერი, 1973 | ||
მექსიკა | 23 მარტი, 1981 | ||
მონაკო | 26 ივნისი, 1997 | 28 აგვისტო, 1997 | |
მონღოლეთი | 5 ივნისი, 1968 | 18 ნოემბერი, 1974 | |
მონტენეგრო | 23 ოქტომბერი, 2006 | ||
მაროკო | 19 იანვარი, 1977 | 3 მაისი, 1979 | |
მიანმარი | 16 ივლისი, 2015 | 6 ოქტომბერი, 2017 | |
ნამიბია | 28 ნოემბერი, 1994 | ||
ნეპალი | 14 მაისი, 1991 | ||
ნიდერლანდები | 25 ივნისი, 1969 | 11 დეკემბერი, 1978 | |
ახალი ზელანდია | 12 ნოემბერი, 1968 | 28 დეკემბერი, 1978 | |
ნიკარაგუა | 12 მარტი, 1980 | ||
ნიგერი | 7 მარტი, 1986 | ||
ნიგერია | 29 ივლისი, 1993 | ||
ჩრდილოეთი მაკედონია | 18 იანვარი, 1994 | ყოფილმა იუგოსლავიამ პაქტს 1967 წლის 8 აგვისტოს მოაწერა ხელი და 1971 წლის 2 ივნისს რატიფიკაცია მოახდინა. | |
ნორვეგია | 20 მარტი, 1968 | 13 სექტემბერი, 1972 | |
პაკისტანი | 3 ნოემბერი, 2004 | 17 აპრილი, 2008 | |
პალაუ | 20 სექტემბერი, 2011 | ||
პალესტინის სახელმწიფო | 2 აპრილი, 2014 | ||
პანამა | 27 ივლისი, 1976 | 8 მარტი, 1977 | |
პაპუა-ახალი გვინეა | 21 ივლისი, 2008 | ||
პარაგვაი | 10 ივნისი, 1992 | ||
პერუ | 11 აგვისტო, 1977 | 28 აპრილი, 1978 | |
ფილიპინები | 19 დეკემბერი, 1966 | 7 ივნისი, 1974 | |
პოლონეთი | 2 მარტი, 1967 | 18 მარტი, 1977 | |
პორტუგალია | 7 ოქტომბერი, 1976 | 31 ივლისი, 1978 | |
ყატარი | 21 მაისი, 2018 | ||
კორეის რესპუბლიკა | 10 აპრილი, 1990 | ||
მოლდოვის რესპუბლიკა | 26 ივლისი, 1993 | ||
რუმინეთი | 27 ივნისი, 1968 | 9 დეკემბერი, 1974 | |
რუსეთის ფედერაცია | 18 მარტი, 1968 | 16 ოქტომბერი, 1973 | ხელმოწერილი და რატიფიცირებული საბჭოთა კავშირის სახელით. |
რუანდა | 16 აპრილი, 1975 | ||
სან-მარინო | 18 ოქტომბერი, 1985 | ||
სან-ტომე და პრინსიპი | 31 ოქტომბერი, 1995 | 10 იანვარი, 2017 | |
სენეგალი | 6 ივლისი, 1970 | 13 თებერვალი, 1978 | |
სერბეთი | 12 მარტი, 2001 | ყოფილმა იუგოსლავიამ პაქტს 1967 წლის 8 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო 1971 წლის 2 ივნისს რატიფიცირება მოახდინა | |
სეიშელის კუნძულები | 5 მაისი, 1992 | ||
სიერა-ლეონე | 23 აგვისტო, 1996 | ||
სლოვაკეთი | 28 მაისი, 1993 | ჩეხოსლოვაკიამ პაქტს 1968 წლის 7 ოქტომბერს მოაწეა ხელი, ხოლო 1975 წლის 23 დეკემბერს მისი რატიფიკაცია მოახდინა. | |
სლოვენია | 6 ივლისი, 1992 | ყოფილმა იუგოსლავიამ პაქტს 1967 წლის 8 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო 1971 წლის 2 ივნისს რატიფიცირება მოახდინა | |
სოლომონის კუნძულები | 17 მარტი, 1982 | ||
სომალი | 24 იანვარი, 1990 | ||
სამხრეთი აფრიკა | 3 ოქტომბერი, 1994 | 12 იანვარი, 2015 | |
ესპანეთი | 28 სექტემბერი, 1976 | 27 აპრილი, 1977 | |
შრი-ლანკა | 11 ივნისი, 1980 | ||
სენტ-ვინსენტი და გრენადინები | 9 ნოემბერი, 1981 | ||
სუდანი | 18 მარტი, 1986 | ||
სურინამი | 28 დეკემბერი, 1976 | ||
ესვატინი | 26 მარტი, 2004 | ||
შვედეთი | 29 სექტემბერი, 1967 | 6 დეკემბერი, 1971 | |
შვეიცარია | 18 ივნისი, 1992 | ||
სირია | 21 აპრილი, 1969 | ||
ტაჯიკეთი | 4 იანვარი, 1999 | ||
ტაილანდი | 5 სექტემბერი, 1999 | ||
აღმოსავლეთი ტიმორი | 16 აპრილი, 2003 | ||
ტოგო | 24 მაისი, 1984 | ||
ტრინიდადი და ტობაგო | 8 დეკემბერი, 1978 | ||
ტუნისი | 30 აპრილი, 1968 | 18 მარტი, 1969 | |
თურქეთი | 15 აგვისტო, 2000 | 23 სექტემბერი, 2003 | |
თურქმენეთი | 1 მაისი, 1997 | ||
უგანდა | 21 იანვარი, 1987 | ||
უკრაინა | 20 მარტი, 1968 | 12 ნოემბერი, 1973 | ხელმოწერილი და რატიფიცირებულია უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ |
გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთი ირლანდია | 16 სექტემბერი, 1968 | 20 მაისი, 1976 | |
ტანზანია | 11 ივნისი, 1976 | ||
აშშ | 5 ოქტომბერი, 1977 | ||
ურუგვაი | 21 თებერვალი, 1967 | 1 აპრილი, 1970 | |
უზბეკეთი | 28 სექტემბერი, 1995 | ||
ვენესუელა | 24 ივნისი, 1969 | 10 მაისი, 1978 | |
ვიეტნამი | 24 სექტემბერი, 1982 | ||
იემენი | 9 თებერვალი, 1987 | ძალაში შევიდა იემენის არაბული რესპუბლიკის დროს | |
ზამბია | 10 აპრილი, 1984 | ||
ზიმბაბვე | 13 მაისი, 1991 |
არაწევრი სახელმწიფოები
რედაქტირებახელმოწერილია, მაგრამ რატიფიცირებული ― არა[59]
რედაქტირებასახელმწიფო | ხელმოწერის თარიღი |
---|---|
კომორის კუნძულები | 25 სექტემბერი 2008 |
კუბა | 28 თებერვალი 2008 |
პალაუ | 20 სექტემბერი 2011 |
აშშ | 5 ოქტომბერი 1977 |
არც ხელმოწერილია, არც რატიფიცირებული
რედაქტირება- ანდორა
- ბოტსვანა
- ბჰუტანი
- ბრუნეი
- კირიბატი
- მალაიზია
- მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
- მოზამბიკი
- ნაურუ
- ომანი
- სენტ-კიტსი და ნევისი
- სამოა
- საუდის არაბეთი
- სინგაპური
- სენტ-ლუსია
- სამხრეთ სუდანი
- ტონგა
- ტუვალუ
- არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ვანუატუ
გაეროს არაწევრი სახელმწიფოები
რედაქტირება- კუკის კუნძულები
- ნიუე
- ტაივანი[60]
- ვატიკანი (წმინდა საყდარი)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- International Covenant on Economic, Social and Cultural Rights (ICESCR). Office of the United Nations High Commissioner for Human Rights. ციტირების თარიღი: 23 March 2013
- List of parties, UNTC
- Committee on Economic, Social and Cultural Rights, the convention's monitoring body
- International Network for Economic, Social and Cultural Rights
- "Rights and Value: Construing the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights as Civil Commons" დაარქივებული 15 March 2014 საიტზე Wayback Machine. by G. Baruchello & R.L. Johnstone, Studies in Social Justice, Vol 5, No 1 (2011): Special Issue: Life Value and Social Justice, 91–125
- Procedural history note and audiovisual material on the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights in the Historic Archives of the United Nations Audiovisual Library of International Law
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 International Covenant on Economic, Social and Cultural Rights. www.refworld.org.
- ↑ EISIL International Covenant on Economic, Social and Cultural Rights. www.eisil.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2022-04-21.
- ↑ 3.0 3.1 UN Treaty Collection: International Covenant on Economic, Social and Cultural Rights. UN (3 January 1976).
- ↑ 4.0 4.1 Fact Sheet No.2 (Rev.1), The International Bill of Human Rights. UN OHCHR (June 1996). ციტირების თარიღი: 2 June 2008
- ↑ International bill of human rights. lawteacher.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 23 აპრილი 2022.
- ↑ Sieghart, Paul (1983). The International Law of Human Rights. Oxford University Press, გვ. 25.
- ↑ 7.0 7.1 United Nations General Assembly Resolution 543, 5 February 1952.
- ↑ United Nations General Assembly Resolution 545, 5 February 1952.
- ↑ United Nations General Assembly Resolution 2200, 16 December 1966.
- ↑ მოცემულ სექციაში პაქტის შინაარსია მოცემული.
- ↑ ICESCR, Article 1.1
- ↑ ICESCR, Article 1.2
- ↑ ICESCR, Article 1.3
- ↑ ICESCR, Article 2.2
- ↑ ICESCR, Article 4
- ↑ ICESCR, Article 7
- ↑ 17.0 17.1 ICESCR, Article 13.1
- ↑ ICESCR, Article 2.1
- ↑ ICCPR გვ. Article 2.1. UN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 13 July 2008
- ↑ Paragraph 9, CESCR General Comment 3. UN OHCHR (14 December 1990). ციტირების თარიღი: 2 June 2008
- ↑ CESCR General Comment 3, paragraph 10.
- ↑ ICESCR, Article 6.1.
- ↑ CESCR General Comment 18: The Right to Work გვ. paragraph 31. UN Economic and Social Council (6 February 2006). ციტირების თარიღი: 2 June 2008
- ↑ CESCR General Comment 18, paragraph 23.
- ↑ ICESCR, Article 9.
- ↑ CESCR Draft General Comment 19: The right to social security. UN Economic and Social Council (4 February 2008). ციტირების თარიღი: 13 July 2008
- ↑ CESCR Draft General Comment 19, paragraph 5.
- ↑ CESCR Draft General Comment 19, paragraph 7.
- ↑ CESCR Draft General Comment 19, paragraph 37.
- ↑ ICESCR, Article 10.1.
- ↑ 31.0 31.1 Fact Sheet No.16 (Rev.1), The Committee on Economic, Social and Cultural Rights. UN OHCHR (July 1991). ციტირების თარიღი: 2 June 2008
- ↑ ICESCR, Article 10.2.
- ↑ ICESCR, Article 10.3.
- ↑ ICESCR, Article 11.1.
- ↑ CESCR General Comment 12: The right to adequate food გვ. paragraph 8. UN Economic and Social Council (12 May 1999). ციტირების თარიღი: 2 June 2008
- ↑ CESCR General Comment 12, paragraph 13.
- ↑ CESCR General Comment 15: The right to water გვ. paragraph 3. UN Economic and Social Council (20 January 2003). ციტირების თარიღი: 13 July 2008
- ↑ 38.0 38.1 CESCR General Comment 4: The right to adequate housing. UN OHCHR (13 December 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 12 Apr 2020
- ↑ CESCR General Comment 7: The right to adequate housing: forced evictions. UN OHCHR (20 May 1997). ციტირების თარიღი: 2 June 2008
- ↑ Dr Stephen James, "A Forgotten Right? The Right to Clothing in International Law" დაარქივებული 12 April 2011 საიტზე Wayback Machine.
- ↑ ICESCR, Article 12.1
- ↑ CESCR General Comment 14: The right to the highest attainable standard of health გვ. paragraph 9. UN Economic and Social Council (11 August 2000). ციტირების თარიღი: 2 June 2008
- ↑ CESCR General Comment 14, paragraphs 11–12.
- ↑ CESCR General Comment 14, paragraph 34.
- ↑ CESCR General Comment 14, paragraph 35.
- ↑ CESCR General Comment 13: The right to education გვ. paragraph 1. UN Economic and Social Council (8 December 1999). ციტირების თარიღი: 2 June 2008
- ↑ ICESCR, Article 13.3
- ↑ CESCR General Comment 13, paragraph 28.
- ↑ CESCR General Comment 13, paragraph 38.
- ↑ ICESCR, Article 14.
- ↑ ICESCR, Article 15.3
- ↑ Closing a historic gap in human rights. United Nations (10 December 2008). ციტირების თარიღი: 13 December 2008
- ↑ "Economic, social and cultural rights: legal entitlements rather than charity" say UN Human Rights Experts. United Nations (10 December 2008). ციტირების თარიღი: 13 December 2008
- ↑ UN urges States to adhere to new instrument to protect human rights. United Nations (24 September 2009). ციტირების თარიღი: 27 September 2009
- ↑ DisplayNews. Ohchr.org. Retrieved on 2013-07-12.
- ↑ Closing a historic gap in human rights. United Nations (10 December 2008). ციტირების თარიღი: 13 December 2008
- ↑ Committee on Economic, Social and Cultural Rights – Sessions. UN OHCHR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 3 June 2008
- ↑ International Covenant on Economic, Social and Cultural Rights. United Nations Treaty Collection. United Nations. ციტირების თარიღი: 2 January 2017
- ↑ - OHCHR Dashboard en. ციტირების თარიღი: 2017-11-30
- ↑ Zeldin, Wendy. (2009-04-15) Taiwan: Two International Human Rights Covenants Ratified | Global Legal Monitor. ციტირების თარიღი: 2020-08-31