სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი — მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1966 წლის 16 დეკემბერს (ძალაშია 1976 წლიდან). პაქტი იურიდიულად სავალდებულოა სახელმწიფოებისათვის. მასში თავმოყრილია მრავალი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება და თავისუფლება. პაქტის თანახმად, შექმნილია ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს სახელმწიფოებს პაქტით გათვალისწინებულ უფლებათა დაცვაში. პაქტს დართული აქვს ორი ფაკულტატური ოქმი. პირველი ოქმის თანახმად, კომიტეტს ენიჭება უფლება, განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები სახელმწიფოს მიერ ცალკეულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ. მეორე ოქმი მიზნად ისახავს სიკვდილით დასჯის გაუქმებას. საქართველო ამ პაქტს შეუერთდა 1994 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 81-82.