თურქეთის სავიზო პოლიტიკა

თურქეთის სავიზო პოლიტიკა განსაზღვრავს, მის ტერიტორიაზე ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით სტუმრობისას ზოგიერთი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ან ვიზის საზღვრის კვეთისას მიღებას. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ან ორმხრივი ურთიერთობის არარსებობის შემთხვევაში, ზოგიერთი ქვეყნისთვის ვიზის მიღებაზე დაწესებულია განსაკუთრებული შეზღუდვები.

თურქეთის ვიზები არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის შემდგომი დიპლომატიური მისიების საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტები, რომელთა მიზანია მიგრაციული ნაკადების რეგულირება და გამარტივება.[1][2]

თურქეთში შესვლა ID ბარათით შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: აზერბაიჯანი, ბელგია, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ კვიპროსი (ნაწილობრივ აღიარებული), პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია და უკრაინა.[3]

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მას აქვს უფრო რთული სავიზო პოლიტიკა, ვიდრე შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს.[2] თურქეთი ვიზის გარეშე არ უშვებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, კვიპროსის მოქალაქეებს. თურქეთში უვიზოდ ვერ მოხვდება ადამიანი, თუ ის ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა: ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, კანადა, დომინიკა, აღმოსავლეთი ტიმორი, გრენადა, კირიბატი, მარშალის კუნძულები, მავრიკი, მექსიკა, მიკრონეზია, პალაუ, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სამოა, სოლომონის კუნძულები, ტაივანი, ტონგა, ტუვალუ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შეერთებული შტატები და ვანუატუ.

თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2020 წლის 2 მარტიდან ვიზის გარეშე პასპორტით ქვეყანაში შესვლას შეძლებენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ირლანდია, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო.[4]

სავიზო მოთხოვნების რუკა რედაქტირება

 
თურქეთის სავიზო მოთხოვნები

შეზღუდვების გარეშე რედაქტირება

შემდეგი ქვეყნების ან ნაწილობრივ აღიარებული ტერიტორიების მოქალაქეებს აქვთ საიმიგრაციო შეზღუდვების გარეშე თურქეთში განუსაზღვრელი ვადით შესვლის, ბინადრობის, სწავლისა და მუშაობის უფლება:

უვიზო რეჟიმი რედაქტირება

ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ყოველ 180 დღეში თურქეთში 90 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება აქვთ:

დიპლომატიური და მომსახურების კატეგორიის პასპორტები რედაქტირება

ადამიანები, რომელთა სამშობლოა: ალჟირი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელგია, ბულგარეთი (30 დღე), კამბოჯა (30 დღე), ჩინეთი, კოტ-დ’ივუარი, ხორვატია, კუბა, ჯიბუტი, ეგვიპტე, გრენადა, გაიანა, ინდონეზია, ერაყი, ისრაელი, იამაიკა, კენია, ლატვია, ლიბია (მხოლოდ ტურისტული მიზნები), მალდივის კუნძულები (30 დღე), მალტა, მავრიტანია, მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია (მხოლოდ ტურისტული მიზნები), ესპანეთი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, საუდის არაბეთი (მხოლოდ ტურისტული მიზნით), სიერა-ლეონე,[11] სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (30 დღე), ესპანეთი, ტანზანია, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ვიეტნამი და იემენი (30 დღე) ავღანეთის, ბენინის, ბურკინა ფასოს, ბურუნდის, კონგოს რესპუბლიკის, ეთიოპიის, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, ინდოეთი, ლიბერია, მალი, მექსიკა, ნიგერია, ნიგერი, პალესტინა, რუსეთი, სენეგალი, ავღანეთი, ბენინი, ბურკინა-ფასო, ბურუნდი, კონგოს რესპუბლიკა, ეთიოპია, სამხრეთი სუდანი (მხოლოდ ტურისტული მიზანი), სუდანი (მხოლოდ ტურისტული მიზანი), ტოგო,[12] უგანდა და გაერთიანებული სამეფო - შეძლებენ თურქეთში მოგზაურობას პასპორტის საშუალებით 180 დღეში 90 დღის ხანგრძლივობით.

დიპლომატიური პასპორტების შესახებ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებები გაფორმდა ლაოსთან 2018 წლის ნოემბერში და ზამბიასთან 2019 წლის მაისში.[13][14][15]

ვიზა ჩასვლისას რედაქტირება

  ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ვიზა ჩამოსვლისთანავე მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში თუ ფლობენ შენგენის ზონასა და ირლანდიის, ან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლებას.[2]

ვიზიტორთა სტატისტიკა რედაქტირება

თურქეთში ჩასული ტურისტების უმრავლესობა არის შემდეგი ქვეყნებიდან:[16][17][18][19][20]

N ქვეყანა 2019 2018 2017 2016 2015
1   რუსეთი   7,017,657   5,964,631   4,715,438   866,256 3,649,003
2   გერმანია   5,027,472   4,512,360   3,584,653   3,890,074 5,580,792
3   ბულგარეთი   2,713,464   2,386,885   1,852,867   1,690,766 1,821,480
4   გაერთიანებული სამეფო   2,562,064   2,254,871   1,658,715   1,711,481 2,512,139
5   ირანი   2,102,890   2,001,744   2,501,948   1,665,160 1,700,385
6   საქართველო   1,995,254   2,069,392   2,438,730   2,206,266 1,911,832
7   უკრაინა   1,547,996   1,386,934   1,284,735   1,045,043 706,551
8   ერაყი   1,374,896   1,172,896   896,876   420,831 1,094,144
9   ნიდერლანდები   1,117,290   1,013,642   799,006   906,336 1,232,487
10   აზერბაიჯანი   901,723   858,506   765,514   606,223 602,488
11   პოლონეთი   880,839   646,365   296,120   205,701 550,779
12   საფრანგეთი   875,957   731,379   578,524   555,151 847,259
13   საბერძნეთი   836,882   686,891   623,705   593,150 755,414
14   რუმინეთი   763,320   641,484   423,868   357,473 441,097
15   აშშ   578,074   448,327   329,257   459,493 798,787
16   ისრაელი   569,368   443,732   380,415   293,988 224,568
17   საუდის არაბეთი   564,816   747,233   651,170   530,410 450,674
18   ბელგია   557,435   511,559   419,998   413,614 617,406
19   იორდანია   474,874   406,469   277,729   203,179 162,866
20   ყაზახეთი   455,724   426,916   402,830   240,188 423,744
21   შვედეთი   444,285   384,397   289,134   320,580 624,649
22   ჩინეთი   426,344   394,109   247,277   167,570 313,704
23   ავსტრია   401,475   353,628   287,746   310,946 486,044
24   იტალია   377,011   284,195   205,788   213,227 507,897
25   ლიბანი   376,721   338,837   237,476   191,642 197,552
26   ქუვეითი   374,191   298,620   255,644   179,938 174,486
27   დანია   335,877   326,278   269,026   329,618 408,841
28   ჩეხეთი   311,359   228,251   126,567   87,328 212,464
29   შვეიცარია   311,107   269,649   206,479   215,194 380,338
30   თურქმენეთი   297,706   252,911   230,881   165,762 174,330
31   ალჟირი   295,512   288,207   213,333   176,233 171,873
32   სერბეთი   282,347   225,312   146,852   110,594 178,997
33   კვიპროსი   268,341   266,859   256,059   233,181 246,245
34   ლიბია   259,243   188,312   99,395   72,014 234,762
35   ბელარუსი   258,419   245,254   229,229   113,793 204,355
36   ესპანეთი   257,342   178,018   106,757   106,582 236,063
37   უზბეკეთი   252,138   241,235   195,745   134,330 143,331
38   მაროკო   234,264   176,538   114,155   87,660 109,775
39   ინდოეთი   230,131   147,127   86,996   79,316 131,869
40   ლიეტუვა   229,704   199,371   134,264   109,749 112,654
საერთო ჯამში   51,747,198   46,112,592   37,969,824   30,906,680 41,114,069

თურქეთმა გასცა 16 199 968 ელექტრონული ვიზა 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 1 იანვრამდე. ვიზა მიიღო კანდიდატთა 87,79%-მა. საერთო ჯამში ამ პერიოდში თურქერთის ვიზა 18 452 733 ადამიანმა მოითხოვა. ყველაზე მეტი ვიზა გაიცა გაერთიანებული სამეფოს (4,6 მილიონი), ერაყის (2 მილიონი) და ნიდერლანდების (1,8 მილიონი) მოქალაქეებზე.[21]

სქოლიო რედაქტირება

  1. [1]
  2. 2.0 2.1 2.2 From Rep. of Turkey Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 3 April 2018
  3. Countries whose citizens are allowed to enter Turkey with their national ID’s / Rep. of Turkey Ministry of Foreign Affairs. Mfa.gov.tr. ციტირების თარიღი: 2016-05-04
  4. Türkiye'den 11 ülkeye vize muafiyeti. NTV (2020-03-02).
  5. https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2021/01/20210130-1.pdf
  6. Turkey Azerbaijan agree on Mutual visa exemption. Anadolu Agency (2020-06-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-03. ციტირების თარიღი: 2021-03-24.
  7. Cumhuriyet haber verir... Son dakika haberler ve doğru haberin sitesi. tr. ციტირების თარიღი: 2020-06-04
  8. Türkiye'den 11 ülkeye vize muafiyeti. NTV (2020-03-02).
  9. From Rep. of Turkey Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 3 April 2018
  10. Türkiye'den 6 Avrupa ülkesine vize muafiyeti. NTV (2020-02-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-20. ციტირების თარიღი: 2021-03-24.
  11. 200305-6.pdf (2020).
  12. https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2020/11/20201125M2-4.pdf
  13. Turkey in Ethiopia on Twitter. ციტირების თარიღი: 3 April 2018
  14. Foreign Minister Mevlüt Çavuşoğlu visited Laos, 7–8 November 2018
  15. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-08. ციტირების თარიღი: 2021-03-24.
  16. Ministry of Culture and Tourism, Republic of Turkey. Number of Arriving-Departing Foreigners and Citizens, December 2016. ციტირების თარიღი: 16 May 2017
  17. NUMBER OF ARRIVING-DEPARTING VISITORS, FOREIGNERS AND CITIZENS December 2017
  18. „DISTRIBUTION OF ARRIVING FOREIGN VISITORS - TOP 5 COUNTRIES (2016-2018) JANUARY-DECEMBER“.
  19. „Tourism Receipts-Expenditures (2003-2019)“.
  20. https://www.ktb.gov.tr/EN-249306/2019.html
  21. Turkey issued over 16 million online visas since 2013. ციტირების თარიღი: 3 April 2018