საჭადრაკო ოლიმპიადა 2014
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 2014}} |
41-ე საჭადრაკო ოლიმპიადა — ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ტრომსეში ჩატარდა 2014 წლის 1 - 14 აგვისტოს.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა, ფიდე-ს იმდროინდელ რეიტინგში მყოფმა ათიდან ცხრა წამყვანმა მოჭადრაკემ და ოთხმა ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი იყო პირველი ათეულის ერთადერთი მოჭადრაკე, რომელმაც ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიიღო.
ოლიმპიადაზე შესანიშნავად იასპარეზეს ჩინელმა მოჭადრაკე ვაჟებმა, მათ გაიმარჯვეს 8 შეხვედრაში და 3 მატჩი ფრედ დაამთავრეს (რუსებთან, ნიდერლანდელებთან და უკრაინელებთან) და პირველად გახდნენ ოლიმპიადის ვაჟთა ტურნირის გამარჯვებულები. უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა მეორე-მესამე ადგილებისათვის და მასში სულ ცოტა ათი გუნდი მაინც მონაწილეობდა. ოლიმპიადის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე ყველაზე კარგი შანსი ოქროს მედლების მოსაპოვებლად ჰქონდა უკრაინის ნაკრებს, მაგრამ უკრაინელებმა ბოლო სამ ტურში სამივე მატჩი ფრედ დაამთავრეს, ჯერ ჩინელებთან, მერე აზერბაიჯანელებთან და ბოლო ტურში უნგრელებთან, რის შედეგადაც მათ ვერანაირი სინჯის მედალი ვერ მოიპოვეს და საბოლოოდ მეექვსე ადგილი დაიკავეს. 17 ქულა ერთბაშათ ოთხმა გუნდმა დაიკავა და კოეფიციენტების გათვალისწინებით ვერცხლის მედლები გადაეცა უნგრეთის ნაკრებს, ხოლო ბრინჯაოს დაეუფლა ინდოეთის ნაკრები.
კვლავ ცუდად ითამაშა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა. 11 ტურში ქართველმა მოჭადრაკე ვაჟებმა მხოლოდ 5 მატჩში გაიმარჯვეს, 3 მატჩი ფრედ დაამთავრეს და 3 წააგეს, რის შედეგადაც მათ 44-ე ადგილი დაიკავეს.
ტექნიკური შედეგები
რედაქტირებამონაწილეობდა 172 ქვეყნის 177 ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.
- 1 ჩინეთი - 19
- 2 უნგრეთი - 17
- 3 ინდოეთი - 17
- 4 რუსეთი - 17
- 5 აზერბაიჯანი - 17
- 6 უკრაინა - 16
- 7 კუბა - 16
- 8 სომხეთი - 16
- 9 ისრაელი - 16
- 10 ესპანეთი - 16
- 16 ქულა
11. ბელარუსი,
- 15 ქულა
12. ნიდერლანდები, 13. საფრანგეთი, 14. აშშ, 15. პოლონეთი, 16. სერბეთი, 17. უზბეკეთი, 18. არგენტინა, 19. პერუ, 20. რუმინეთი, 21. თურქეთი, 22. ბრაზილია, 23. ეგვიპტე,
- 14 ქულა
24. ხორვატია, 25. ბულგარეთი, 26. ჩეხეთი, 27. ვიეტნამი, 28. ინგლისი, 29. ნორვეგია-1, 30. გერმანია, 31. ავსტრალია, 32. ფინეთი, 33. შვედეთი, 34. ყირგიზეთი,
- 13 ქულა
35. ლატვია, 36. საბერძნეთი, 37. სლოვაკეთი, 38. სლოვენია, 39. ისლანდია, 40. ბოსნია და ჰერცეგოვინა, 41. კოლუმბია, 42. ყაზახეთი, 43. ინდონეზია, 44. საქართველო, 45. კატარი, 46. ფილიპინები, 47. ვენესუელა, 48. ირანი, 49. ლიეტუვა, 50. მექსიკა, 51. შვეიცარია, 52. იტალია, 53. მოლდოვა, 54. კანადა, 55. პარაგვაი, 56. ტაჯიკეთი, 57. სინგაპური, 58. პორტუგალია, 59. ჩრდილოეთი მაკედონია, 60. ალბანეთი,
- 12 ქულა
61. დანია, 62. ავსტრია, 63. ნორვეგია-2, 64. ბანგლადეში, 65. ჩილე, 66. ირლანდია, 67. ბელგია, 68. მონტენეგრო, 69. მონღოლეთი, 70.ICSC, 71. ეკვადორი, 72. მალაიზია, 73. იაპონია, 74. შრი-ლანკა, 75. ლიბანი, 76. ტუნისი, 77. ბოლივია, 78.IBCA,
- 11 ქულა
79. ესტონეთი, 80. იემენი, 81. ფარერის კუნძულები, 82. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 83. შოტლანდია, 84. არაბთა გაერთიანებული საამიროები, 85. იორდანია, 86. სირია, 87. კვიპროსი, 88. კოსტა-რიკა, 89. იამაიკა, 90. ბოტსვანა, 91. პანამა, 92. პაკისტანი, 93. ანდორა, 94. ზამბია, 95. უგანდა, 96. გვატემალა,
- 10 ქულა
97. ნიკარაგუა, 98. ახალი ზელანდია, 99. დომინიკანელთა რესპუბლიკა, 100. ლუქსემბურგი, 101. ნორვეგია-3, 102. სალვადორი, 103. ანგოლა, 104. ზიმბაბვე, 105. უელსი, 106. ლიბია, 107.IPCA, 108. ურუგვაი, 109. ერაყი, 110. სუდანი, 111. ტაილანდი, 112. ეთიოპია, 113. მალავი, 114. ნეპალი, 115. ნიდერლანდების ანტილის კუნძულები, 116. მადაგასკარი, 117. ნიგერია, 118. ბაჰამის კუნძულები, 119. ლიხტენშტაინი, 120. ბრუნეი,
- 9 ქულა
121. მაროკო, 122. ალჟირი, 123. მონაკო, 124. სამხრეთი კორეა, 125. პალესტინა, 126. მოზამბიკი, 127. ბარბადოსი, 128. პუერტო-რიკო, 129. სან-მარინო, 130. მავრიკი, 131. ნამიბია, 132. ტრინიდადი და ტობაგო, 133. ავღანეთი, 134. ჯერზი,
- 8 ქულა
135. ჩინეთის ტაიბეი, 136. ჰონდურასი, 137. გერნსი, 138. კოტ-დ’ივუარი, 139. ჰონგ-კონგი, 140. სურინამი. 141. ომანი, 142. ქუვეითი, 143. განა, 144. ჰაიტი, 145. კამერუნი, 146. არუბა, 147. სან-ტომე და პრინსიპი, 148. სენეგალი,
- 7 ქულა
149. კენია. 150. სეიშელის კუნძულები, 151. მაკაო, 152. მალტა. 153. ფიჯი, 154. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, 155. მავრიტანია, 156. ლესოთო, 157. საუდის არაბეთი, 158. ბერმუდის კუნძულები, 159. რუანდა, 160. გაიანა, 161. პაპუა-ახალი გვინეა,
- 6 ქულა
162. გუამი, 163. მალდივი, 164. ტოგო, 165. გამბია, 166. ბურუნდი,
- 5 ქულა
167. ტანზანია,
- 4 ქულა
168. პალაუ, 169. ესვატინი, 170. ბჰუტანი,
- 2 ქულა
171. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, 172. სოლომონის კუნძულები,
- 0 ქულა
173. თურქმენეთი, 174. მალი, 175. კონგოს რესპუბლიკა, 176. აღმოსავლეთი ტიმორი.
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებაიუე ვანგი 4 (+0=8-1), ლირენ დინგი 7,5 (+5=5-0), იანგი იუ 9,5 (+8=3-0), ჰუა ნი 6,5 (+4=5-0), იი ვეი 4 (+3=2-0).
პეტერ ლეკო 5 (+1=8-1), შაბა ბალოგი 7 (+6=2-1), ზოლტან ალმასი 7 (+5=4-1), რიჩარტ რაპორტი 5,5 (+4=3-2), იუდიტ პოლგარი 4,5 (+4=1-1).
პარიმარჯან ნეგი 6 (+4=4-2), პანაიაპან სეთურამანი 7 (+4=6-0), კრიშნან სასიკირანი 6 (+4=4-1), ბასკარან ადჰიბანი 5,5 (+4=3-1), ლალით ბაბუ 5 (+4=2-1).
საქართველოს ნაკრების შედეგები
რედაქტირებაბაადურ ჯობავა 6 (+4=4-2), მიხეილ მჭედლიშვილი 4 (+1=6-2), ლევან ფანცულაია 6,5 (+5=3-1), გაიოზ ნიგალიძე 5 (+4=2-3), კონსტანტინე შანავა 3 (+2=2-3).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ვესელინ ტოპალოვი | ბულგარეთი | 2872 |
მაიკლ ადამსი | ინგლისი | 2839 |
ანიშ გირი | ნიდერლანდები | 2836 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ნგუენ ნგოკი | ვიეტნამი | 2843 |
შაბა ბალოგი | უნგრეთი | 2839 |
ლირენ დინგი | ჩინეთი | 2831 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
იანგი იუ | ჩინეთი | 2912 |
კრიშნან სასიკირანი | ინდოეთი | 2753 |
პაველ ელიანოვი | უკრაინა | 2745 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ნიკოლა სედლაკი | სერბეთი | 2773 |
ისან რეინალდო ორტის სუარესი | კუბა | 2766 |
ჰუა ნი | ჩინეთი | 2723 |
სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
სამუელ შანკლანდი | აშშ | 2831 |
ალექსანდრ მოისეენკო | უკრაინა | 2714 |
იან ნეპომნიაში | რუსეთი | 2650 |