სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

მხარე საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე)

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამეგრელოს და ზემო სვანეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SZ.

ადმინისტრაციული ერთეული
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ზუგდიდი
შიდა დაყოფა ფოთი, აბაშის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ხობის მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°30′29″ ჩ. გ. 41°52′21″ ა. გ. / 42.50806° ჩ. გ. 41.87250° ა. გ. / 42.50806; 41.87250
სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია
ფართობი 7441 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 330 761 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 44,45 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,37 %
რუსები 0,35 %
უკრაინელები 0,09 %
სომხები 0,04 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,58 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://szs.gov.ge/

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

რუკა მუნიციპალიტეტები
 
ქალაქი ფოთი
აბაშის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტი
სენაკის მუნიციპალიტეტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ხობის მუნიციპალიტეტი

ზოგადი ცნობები

რედაქტირება
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის დასახლებული პუნქტები

მხარის ფართობი შეადგენს 7441 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — 330 761 კაცს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 44,45 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი. მხარეში 500 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

გეოგრაფია

რედაქტირება

სამეგრელო–ზემო სვანეთი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. რეგიონის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის 10,6 %-ია, რაც შეადგენს 7441 კვ.კმ-ს, ამ მონაცემით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მეორე ადგილი უკავია საქართველოს რეგიონებს შორის, ხოლო ტყეებს უკავიათ 3,01 ათასი კვ.კმ. ანუ რეგიონის მთლიანი ფართობის 40,7 %.

დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით — აფხაზეთი, რომელთანაც საზღვარი მდინარე ენგურზე და კოდორის ქედზე გადის, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაციის სუბიექტები: ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი არიან გამოყოფილი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით — რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე, რომელთანაც სვანეთის და ეგრისის ქედებზე და ასხის მასივზე გადის საზღვარი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — იმერეთი და სამხრეთით — გურია.

ზემო სვანეთი საქართველოს ჰიფსომეტრიულ „ჭერად“ ითვლება. მისი ტერიტორიის 96 % ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, ხოლო 65,8 % 2000 მეტრზე მაღლა არის განლაგებული. ზომიერი კლიმატი, ბუნებრივი სილამაზე და დაცული ფაუნა ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

მმართველობა

რედაქტირება
 
მარც. მიხეილ სააკაშვილი, მარჯ. გუბერნატორი ზაზა გოროზია (მე–2 საჯარო სკოლის გახსნა ზუგდიდში)

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: 1 თვითმმართველი ქალაქი და 7 მუნიციპალიტეტი. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:

მოსახლეობა

რედაქტირება
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[3] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
სამეგრელო და ზემო სვანეთი 374,633  412,190  422,957  425,473  429,200  466,100  330,761  328,400  324,200  320,800
ქ. ფოთი 48,117 45,979 48,508 50,922 51,100 47,149 41,465 41,800 41,700 41,700
აბაშის 30,286 30,416 29,246 28,219 28,600 28,707 22,341 21,700 21,200 20,800
ზუგდიდის 96,643 112,241 120,217 125,444 126,800 167,760 105,509 105,700 104,200 103,300
მარტვილის 47,777 49,167 47,797 46,009 46,100 44,627 33,463 33,100 32,800 32,600
მესტიის 16,311 17,801 17,442 14,776 14,800 14,248 9,316 9,500 9,500 9,500
სენაკის 47,553 50,336 50,774 52,681 52,600 52,112 39,652 38,500 37,700 36,900
ჩხოროწყუს 27,647 30,784 31,404 29,840 30,600 30,124 22,309 22,200 22,100 21,900
წალენჯიხის 29,019 37,813 39,477 38,643 39,200 40,133 26,158 25,700 25,200 24,800
ხობის 31,280 37,653 38,092 38,939 39,400 41,240 30,548 30,100 29,007 29,200
 
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ზუგდიდში

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს დაიდო კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის თანახმად სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ხუთი ეპარქია:

  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ანაკლია, ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები) — გერასიმე. კათედრა ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
  • მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (დ. მესტია და მესტიის მუნიციპალიტეტი) — ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.
  • სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქ. სენაკი, დ. ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს და სენაკის მუნიციპალიტეტები) — მიტროპოლოტი შიო (მუჯირი). კათედრა და რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში.
  • ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის მუნიციპალიტეტი) — მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.
  • ჭყონდიდის ეპარქია (ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტები) — მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილში, აბაშაში.

ეკონომიკა

რედაქტირება

ეკონომიკური განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება ზღვისპირა (ფოთი, ხობი), ცენტრალურ და მაღალმთიან ზონებში (მესტია). ფოთი საქართველოს გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი ჭიშკარია, რომელზეც მოდის ქვეყნის სავაჭრო ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი წილი. რეგიონის ეკონომიკური გაჯანსაღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აფხაზეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებაზე.

ფოლკლორი

რედაქტირება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე ფოლკლორული მასალა კუთხის ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეგრული და სვანური ფოლკლორი გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით, დინამიურობითა და თავისთავადობით. ფოლკლორული მასალა მოიცავს — მუსიკას, ქორეოგრაფიას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ეთნოგრაფიულ მახასიათებლებს, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების დათვალიერებასა და გაცნობას, რომელთა დათვალიერება და მოძიება ტურისტს (მომხმარებელს) შეუძლია, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლების (ხუროთმოძღვრება, მუზეუმები) დათვალიერებით, აგრეთვე შესაბამისი სახის სამეცნიერო თუ გასართობი დაწესებულებების მონახულებით.

 
სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა ზუგდიდში

მეგრულ ფოლკლორში აირეკლება ბარისათვის დამახასიათებელი (ცეკვა და სიმღერა) კულტურა, მისი ისტორია ჩამოყალიბებიდან დღემდე. ხოლო სვანურ სიმღერებსა და ცეკვებში მთის კულტურა, მისი განვითარებისა და თვითმყოფადობის ყველა იერსახე საინტერესოდაა შემონახული.

ხალხური ხელოვნების გადარჩენასა და აუთენტურობის დაცვას, ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას, მისი ძირძველი კერების აღორძინებას ემსახურება პროგრამები, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად.

საპრეზიდენტო ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის საფუძველზე 2006 და 2007 წ.წ. ეროვნული სამოსით რეგიონში შეიმოსა 27 ფოლკლორული ანსამბლი. მათ შორის არიან უხუცესები, მოზარდები, მოზრდილები, აგრეთვე ოჯახური და სოფლის ანსამბლები. მათთვის შეძენილ იქნა აგრეთვე ეროვნული საკრავები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს, როგორც ხალხური შემოქმედებითი კოლექტივების საკონცერტო იერსახის შექმნას, ასევე კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ხალხური ხელოვნების ცოცხალი მატარებლების მოძიების ხელშეწყობას.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების ერთობლივად განხორციელებული პროექტების ფარგლებში იმართება აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური თვითშემოქმედების ანსამბლების გაცვლითი კონცერტები ყოველ მეორე წელს ხობში იმართება მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მუსიკოს-შემსრულებლები. 2009 წლის სექტემბერში, ხობი რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალს უმასპინძლებს.

ზუგდიდში ჩამოყალიბებულია სალოტბარო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილი უხუცესი ლოტბარი, ანსამბლ „ოდოიას“ ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა. რეგიონში მოღვაწეობენ ფოლკლორის ცნობილი მოღვაწეები — იროდი ტიკარაძე (ფოთი) და მურთაზ ციმინტია (წალენჯიხა), ისლამ ფილფანი, კანდიდ მერლანი (მესტია).

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიაზე ასეულობით ხუროთმოძღვრული ძეგლია აგებული: საკულტო შენობები, ეკლესია-მონასტრები, სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები. ხოლო შუასაუკუნეობრივი აღმშენებლობა უმთავრესად საეკლესიო ნაგებობითაა წარმოდგენილი.

უძველეს მონასტერთა შორის აღსანიშანავია მარტვილ-ჭყონდიდის მონასტერი, რომელიც X საუკუნეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, ხოლო ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. ქართლის ცხოვრების ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

აბაშის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება

მარტვილის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება
  • მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო ანსამბლი
  • წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია
  • თამაკონის ციხე
  • აბედათის ციხე-დარბაზი
  • ნოღის ციხე
  • მარტვილის მონასტერი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XII ს.
  • ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XII ს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
  • ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
  • სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
  • სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIII ს. ბილიკი მთაში.
  • ჟუჟღი - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
  • ონიორე - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
  • ტობის მღვიმე (ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
  • სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
  • მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
  • წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა, მთის ბილიკები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

რედაქტირება
  • წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი
  • გამაჯისციხის ნანგრევები
  • ციხე კაცხარა
  • სამიქაოს გამოქვაბული
  • საეპისკოპოსო ეკლესია
  • ჯაღირის ციხე
  • წმინდა ბარბარეს ეკლესია
  • ულურიის ციხე
  • მამუკიას კოშკი
  • დილაქირსეს ციხე-სიმაგრე
  • სქურის ციხის ნანგრევები
  • ლესალეს ციხის ნანგრევები
  • ჯგალის კონუსისებრის კოშკი
  • ჯგალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
  • ქ. ჯვარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია
  • ობუჯის, ჯგალის (ლეხარჩილეს), საჩინოს მშენებარე ეკლესიები.
  • ციხე-კოშკი ომუნე
  • ციხე-კოშკი მუმანა
  • ლექარდეს ციხე-კოშკი
  • ლეშამგეს ეკლესია
  • სათოფურიანი ციხის ნანგრევები
  • მაღალგორის ციხე
  • დობერას ციხე
  • ნაოხვამუ საეკლესიო კათედრა
  • ჯიხა თავდაცვითი ხასიათის
  • ჯვარის ეკლესია
  • ქვაცანცალა
  • წმინდა გიორგის სახელიობის ეკლესია (ნანგრევები) XI ს.
  • ნოჯიხევი ციხის ნანგრევები
  • ჯიხა ციხის ნანგრევები (ჩქვალერი)
  • ჯიხა ციხის ნანგრევები (საჩინო)
  • წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მუჟავა)
  • ნოჯიხური XI—XV ს.

მუზეუმები

რედაქტირება

განათლება და მეცნიერება

რედაქტირება
 
ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის მე–2 საჯარო სკოლა

განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტულობა სამეგრელოს და ზემო სვანეთის საზოგადოების ისტორიული მემკვიდრეობაა. რასაც ადასტურებს ძველი კოლხეთის სამეფოს, აგრეთვე ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების პერიოდის საგანმანათლებლო და მეცნიერული წყაროები.

ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებში თავიდანვე ჩაერთო რეგიონის ყველა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაცია.

საშუალო ზოგად-საგანმანათლებლო და უმაღლესი განათლების სისტემის ხელმძღვანელობას კანონის თანახმად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებენ: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

2008 წლის სექტემბრის მონაცემებით რეგიონში ფუნქციონირებს – 256 საჯარო და 21 კერძო ზოგადსაგნამანათლებლო სკოლა, 3 ობოლ და მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა დაწესებულება, რომელთა დაფინანსება ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად ვაუჩერიზაციის მიხედვით. ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რიცხვი რეგიონში შეადგენს 187-ს, მათ დაფინანსებას კანონის შესაბამისად ახდენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. კერძო სკოლამდელ დაწესებულებათა რიცხვი 15.

ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში რეფორმების მიმდინარეობის მეთოდურ და ზოგად სასწავლო დახმარებას ახდენენ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები მუნიციპალური ტერიტორიული დაყოფის მიხედვით.

რეგიონული დღესასწაულები

რედაქტირება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს 9 კომპლექსური და 3 მარტივი ტიპის სასპორტო სკოლა.

სპორტულ სკოლებში ფუნქციონირებს სექციები შემდეგ სახეობებში:

რეგიონში ჩამოყალიბებულია ფედერაციები, რომლებიც კოორდინაციას უწევენ კლუბებს სახეობების მიხედვით. ზუგდიდში რეკონსტრუქცია გაუკეთდა ცენტრალურ სტადიონს.

რეგიონში არის ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბებული საფეხბურთო კლუბები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ საქართველოს ჩემპიონატში:

ფეხბურთის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში მხარეში მოქმედებს 73 მარტივი ტიპის სტანდარტული, 43 მინი ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი და 16 კომპლექსური მოედანი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონს.

ქ. აბაშაში ჩამოყალიბებულია ცხენოსან სპორტსმენთა კლუბი, რომელმაც საქართველოს 2008 წ. გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს 5 საჭადრაკო სკოლა და 2 საჭადრაკო სექცია, სადაც აღზრდილა არაერთი წარმატებული მოჭადრაკე:

ტურნირებზე წარჩინებით ასპარეზობენ ნორჩი მოჭადრაკეები: ქ. ფოთის ნ. ალექსანდრიას სახ. საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა 2008 წელს მოიპოვეს მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ტიტული 10 წლის გოგონათა შორის, ხოლო 12 წლის გოგონათა შორის პირველობაზე მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.

რეგიონი გამოირჩევა სპორტული წარმატებებით ძალოსნობაში. საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები:

ირაკლი ცანავადავით გოგიაგიორგი საჯაიაილიკო ჯალაღონიათემურ ჩხეიძეზაალ კვიციანითემურ პერტაიააგული გეგელია

აღნიშვნის ღირსია ზუგდიდელი მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, სხვადასხვა შეჯიბრებების გრან-პრის მფლობელი, პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის ლიცენზიანტი.

ზუგდიდში 2008 წელს აშენდა თანამედროვე ტიპის ყინულის სახლი, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდობას სთავაზობს გართობას, ვარჯიშსა და დასვენებას.

საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად იმართება მოსწავლეთა შორის პირველობა - „მხიარული სტარტები“, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.

ზუგდიდი:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება