კონსტანტინეობა — სახალხო დღესასწაული აბაშის მუნიციპალიტეტში.

აღინიშნება 1989 წლიდან, ყოველი წლის 15 მაისს, ქართველი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეს . სახალხო ზეიმი იმართება კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში.

ზეიმზე ჩადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. განსაკუთრებით მწერლები და პოეტები, საზოგადო მოღვაწეები თბილისიდან. იმართება პოეზიის საღამო, მარულა და სახალხო სეირნობა.