მთავარი მენიუს გახსნა

ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

ნოქალაქევის მუზეუმი.jpg

პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი — მუზეუმ-ნაკრძალი საქართველოში. დაფუძნდა 1979 წელს, მოიცავს ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს — ნოქალაქევი (ციხე-გოჯი, არქეოპოლისი).

ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით. მათ შორისაა: სხვადასხვა ცხოველთა (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, ძვ. წ. VI-IV საუკუნეების ფენებიდან გამოვლენილი როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი (ამფორები), ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I სს.) ორმოსამარხები და ქვევრსამარხები მდიდრული სამარხეული ინვენტარით:ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია აგრეთვე საერო არქიტექტურის ნიმუშები (სასახლეები, აბანოები), წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XVI-XVIII სს-ის მცირე ზომის სასახლე, ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც. მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში დაცულია 3450 ექსპონატი. ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მდებარეობს სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი ორმოცი წმინდა მოწამის სახელობის ეკლესია - VI საუკუნის პირველი ნახევარი.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10-დან 18 საათამდე.

ფოტოგალერეარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება