რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე

მხარე საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი)

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-RL. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ადმინისტრაციული ერთეული
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ამბროლაური
შიდა დაყოფა ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი და ცაგერის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°38′00″ ჩ. გ. 43°08′00″ ა. გ. / 42.63333° ჩ. გ. 43.13333° ა. გ. / 42.63333; 43.13333
სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე
დაარსდა 1995
ფართობი 4690 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 32 089 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 6,48 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,65 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,16 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://rls.gov.ge/

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
რუკა მუნიციპალიტეტები
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ონის მუნიციპალიტეტი
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ზოგადი ცნობები

რედაქტირება

მხარის ფართობი შეადგენს 4954 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 32 089 ადამიანს (2014), მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 6,48 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მხარეში 256 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

რედაქტირება

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - სახელმწიფო რწმუნებული. სახელმწიფო რწმუნებული, საქართველოს მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობას იღებს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში, საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობას იღებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერია) ორგანოების მიერ. მხარის შემადგებლობაში შედის 4 თვითმმართველო ერთეული-მუნიციპალიტეტი: ამბროლაური, ლენტეხი, ონი და ცაგერი.

მხარეში, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა ნიშნავს სახელმწიფო რწმუნებულს. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:

  • თედო ისაკაძე (1995-1999)
  • ოთარ სირაძე (2004-2008)
  • დავით გაგოშიძე (2008-2014)
  • პარმენ მარგველიძე (2014-2017)
  • არჩილ ჯაფარიძე (2017-2020)
  • პარმენ მარგველიძე (2021-დღემდე)

მოსახლეობა

რედაქტირება
  • მოსახლეობის რიცხოვნობა — 32 089 კაცი (2014)
    • მათ შორის: ქალაქის — 6023 კაცი; სოფლის — 26 066 კაცი;
  • მოსახლეობის სიმჭიდროვე — 6,48 კვ.კმ-ზე;

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა (2014):

  • ქართველი — 99,7 %,
  • რუსი — 0,1 %,
  • ოსი — 0,1 %,
  • სხვა — 0,1 %.

მოსახლეობის რიცხოვნობა მსხვილ დასახლებებში (2014):

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[4] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 90 405 79 979 69 834 57 776 55 700 50 969 32 089 31 500 30 800 30 200
ამბროლაურის 26 667 24 128 20 916 17 065 16 800 16 079 11 186 11 100 10 800 10 700
ლენტეხის 14 692 13 479 12 963 11 227 9800 8991 4386 4400 4300 4200
ონის 21 784 19 016 15 493 12 318 12 400 9277 6130 6100 6000 5900
ცაგერის 27 262 23 356 20 462 17 166 16 700 16 622 10 387 10 000 9700 9400

ეკონომიკა

რედაქტირება

მხარის უდიდესი ნაწილი მაღალმთიანია და ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ემყარება. რეგიონში განვითარებულია მემცენარეობა (ძირითადად მევენახეობა, მეკარტოფილეობა) და მეცხოველეობა.

  • მთლიანი რეგიონული პროდუქტი: 107 121.5 ათ. ლარი

აქედან:

  • მრეწველობა — 12 999.5 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 12 %;
  • მშენებლობა — 10 027 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 9 %;
  • სოფლის მეურნეობა — 63 300 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 59 %.
  • მომსახურება (ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი და სხვა) — 20 795 ათ. ლარი, მთლიანი პროდუქტის 20 %.
  • ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხარის მთლიანი პროდუქტის ხვედრითი წილია 0.9 %.
  • მთლიანი რეგიონული პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით შეადგენს 2207 ლარს.[5]

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში: