სეფიეთის ტაძარი
სეფიეთი — სამნავიანი ბაზილიკა სოფელ სეფიეთში აბაშის მუნიციპალიტეტში[1]. სეფიეთის ეკლესია ერთ–ერთი უძველესია სამეგრელოში. ნაშენია ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი და ნატეხი ქვა. მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასავლეთით მიშენებული აქვს უფრო დაბალი სათავსი — ეგვტერი ან საქალებო. ეკლესიაც და მინაშენიც მოხატულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა (აბრამ აილაძის, მოხატვის მოთავის — ჭყონდიდელი ზოსიმე კოპლატაძის და სხვა) პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.
სეფიეთი | |
სეფიეთის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°15′16″ ჩ. გ. 42°13′09″ ა. გ. / 42.2546639° ჩ. გ. 42.2193278° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | სამეგრელო |
მუნიციპალიტეტი | აბაშის მუნიციპალიტეტი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 304.
- თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 33-38.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5172