გულეიკარის წმინდა გიორგის ეკლესია

გულეიკარის წმინდა გიორგის ეკლესიაწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია საქართველოში, სოფელ გულეიკარში. XX საუკუნის დასაწყისში ის შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა.

ეკლესია აშენებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე. ეკლესია უგუმბათოა, აშენებულია მოზრდილი, თლილი ქვით. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესია დახურული იყო ყავრით. საკურთხევლის ნაწილი შიგნით და გარეთ მომრგვალებულია, კარები აქვს სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლებში. ფანჯრები პატარაა, აღმოსავლეთის მხრით სამი და დანარჩენ მხარეს თითო–თითო. ეკლესია დგას დიდ ეზოში, რომელშიც გაშენებულია ჭადრისა და ცაცხვის ხეები.

ეკლესიაში ინახებოდა წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სასწაულმოქმედ თვისებებს მიაწერდა. ეკლესიაში აგრეთვე დაცული იყო ძველი დიდი ხმალი, არაბულ–სპარსული ხელობისა, რომელსაც მურვან–ყრუს ხმალს ეძახდნენ და ლეგენდის მიხედვით ხმალი მურვან–ყრუს სოფელში წმინდა გიორგის ხატმა სასწაულებრივად დაატოვებინა. წმინდა გიორგის ხატი XX საუკუნის დასაწყისში განაახლეს, თუმცა ამ განახლებამ შელახა ხატის ავთენტურობა, დაზიანდა მასზე არსებული ხუცური წარწერა. ასევე დაზიანდა ხატის მხატვრობა. გარდა ამ ხატისა, ეკლესიაში კიდევ დაცული იყო წმინდა გიორგის ორი დასაკეცი ხატი, ორივე ვერცხლისა, მდარე ხელობით შესრულებული.

ლიტერატურა

რედაქტირება