გულეიკარი
გულეიკარი (ყოფილი: გულევლი, გულევლისკარი) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში.[2]
სოფელი | |
---|---|
გულეიკარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | აბაშის მუნიციპალიტეტი |
თემი | კეთილარი |
კოორდინატები | 42°07′32″ ჩ. გ. 42°11′22″ ა. გ. / 42.12556° ჩ. გ. 42.18944° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1628 |
ადრეული სახელები | გულევლი, გულევლისკარი |
ცენტრის სიმაღლე | 15 მ |
მოსახლეობა | 321[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე, აბაშიდან დაშორებულია 42 კილომეტრით., ნიგოითიდან — 2 კილომეტრით.
ისტორია
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების პატარა გორნამოსახლარი „ნაოხვამუ“.[3]“ სოფელს თავდაპირველად „გულევლი“ ერქვა, გულევლის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენების შემდეგ — გულევლისკარი. სახელწოდება ნიშნავდა გულოვანს, ანუ ახოვანს კარს. გულეიკარი წყაროებში პირველად 1628 წელს მოიხსენიება. სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში.[4]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 321 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1911[5] | 383 | ||
2002[2] | 408 | 187 | 221 |
2014[1] | 321 | 173 | 148 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 299.
- თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 19-22.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა
- ↑ გვენეტაძე ე., გაგუა გ. „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ Кавказский календарь на 1912 год