კეთილარისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კეთილარი, გაღმა კოდორი, გულეიკარი).[1] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 15 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, ჯაპანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6,5 კილომეტრით.

სოფელი
კეთილარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი აბაშის მუნიციპალიტეტი
თემი კეთილარი
კოორდინატები 42°08′24″ ჩ. გ. 42°10′18″ ა. გ. / 42.14000° ჩ. გ. 42.17167° ა. გ. / 42.14000; 42.17167
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 377[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კეთილარი — საქართველო
კეთილარი
კეთილარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
კეთილარი

სოფელში შემორჩენილია ძველი წელთაღრიცხვით VIII–VII საუკუნეების „ნამარნუს“ ნაქალაქარი. XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 377 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 485 236 249
2014[1]   377 189 188

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. გაუწყინარის ისტორია და თანამედროვეობა
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.