ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა)

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა (აზერ. Naxçıvan Muxtar Respublikası) — ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავი. ფართობი მოიცავს 5 502 კმ²,[2] მოსახლეობა შეადგენს 459 600 კაცს.[3] ესაზღვრება აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთით და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ).

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა
Naxçıvan Muxtar Respublikası
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის
დროშა გერბი
ჰიმნი: აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი
ნახიჩევანის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ნახიჩევანი
40°22′ ჩ. გ. 49°53′ ა. გ. / 40.367° ჩ. გ. 49.883° ა. გ. / 40.367; 49.883
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული
სხვა ენები რუსული
ეთნოქორონიმი ნახიჩევანელი
მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკა
 -  პარლამენტის თავმჯდომარე (მ/შ) აზერ ზაინალოვი
 -  პრემიერ-მინისტრი საბუჰი მამადოვი
საკანონმდებლო ორგანო უმაღლესი მეჯლისი
დაარსება
 -  ნახიჩევანის ასსრ დაფუძნება 9 თებერვალი 1924 
 -  ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა 17 ნოემბერი 1990 
ფართობი
 -  სულ 5,500 კმ2 
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2015 შეფასება 439,800
 -  სიმჭიდროვე 77 კაცი/კმ2 
აგი (2014)0.772[1]
მაღალი
ვალუტა აზერბაიჯანული მანათი (₼) (AZN)
სასაათო სარტყელი AZT (UTC+4)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +994 36
ISO 3166 კოდი AZ
ინტერნეტ-დომენი .az

XVI საუკუნეში, ნახიჩევანის ტერიტორია გახდა სეფიანთა იმპერიის ნაწილი. 1828 წელს, ბოლო რუსეთ-სპარსეთის ომის და თურქმენჩაის ზავის შემდეგ, ნახიჩევანის სახანო გადავიდა ირანისგან რუსეთის იმპერიის მფლობელობაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ნახიჩევანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის მმართველობის ქვეშ და შემდგომში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1918 წელს, როდესაც ადფრ დაიშალა, ნახიჩევანის, მთიანი ყარაბაღის, ზანგეზურის (დღეს სომხეთის პროვინცია სიუნიქი) და ყაზახის ტერიტორია გახდა სადავო ახლადშექმნილ სახელმწიფოთა, სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. 1918 წლის ივნისში, ოსმალეთის იმპერიამ რეგიონის ოკუპაცია მოახდინა. მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, ოსმალეთმა დათანხმდა გაეყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები კავკასიიდან, რომ შემდეგ ბრიტანეთს მოეხდინა რეგიონის ოკუპაცია, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს. 1920 წლის ივლისში, ბოლშევიკებმა რეგიონის ოკუპაცია მოახდინეს და 28 ივლისს გამოაცხადეს ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ-თან „მჭიდრო კავშირში“. 1990 წლის იანვარში, ნახიჩევანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა სსრკ-სგან, აზერბაიჯანში ნაციონალური მოძრაობის ჩახშობის საპასუხოდ და გახდა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, ხოლო ერთი წლის შემდეგ შევიდა ახლადშექმნილი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის ავტონომიური ტერიტორიაა, რომელიც იმართება საკუთარი არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ. რეგიონი განიცდის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის შედეგებს, ხოლო მისი ექსკლავი — ქარქი დღემდე სომხეთის ოკუპაციის ქვეშაა. ადმინისტრაციული დედაქალაქია – ქალაქი ნახიჩევანი. 1995 წლიდან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერია ვასიფ თალიბოვი.[4]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ნახიჩევანის სახელების ვერსიებია: ნახიჩევანი,[5] ნახჯივან,[6] ნახჩივან,[7] ნაჩიდშეუან,[8] ნახიჭევანი,[9] ნახჩაწანი,[10] ნახითჩევანი,[11] ნახჭავანი[12] და ნახდჭევანი.[13] XIX საუკუნის, ენათმეცნიერის იოჰან ჰენრიხ ჰიუბშმანის თქმით, სახელი „ნახიჩევანი“ სომხურ ლიტერატურაში სიტყვასიტყვით ნიშნავს „წარმოშობის ადგილს“, ნოეს კიდობანის არარატის მიმდებარედ ჩამოსვლის შესახებ, ბიბლიურ მითითებას. პირველ საუკუნეში, ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, წერდა ნახჭევანის შესახებ და მოიხსენიებდა, როგორც „Αποβατηριον“ ან „წარმოშობის ადგილს“.[14] ჰიუბსჩმანი აღნიშნავს, რომ ქალაქი არ იყო ცნობილი ამ სახელით ანტიკურ ხანაში. ამის ნაცვლად, იგი აცხადებს, რომ დღევანდელი სახელი „ნახიჩევანი“ წარმოიშვა საწყისი „Naxčawan“-დან (ნახგაჭან). პრეფიქსი „Naxč“ მომდინარეობს Naxič ან Naxuč (ალბათ პიროვნების სახელი) და „awan“ (ჰიუბსჩმანის თანამედროვე ტრანსკრიპციით „ავანი“) სომხურად ნიშნავს „ადგილს, ქალაქს“.[15] ნახიჩევანი ასევე ნახსენებია პტოლემეს გეოგრაფიაში და სხვა კლასიკური მწერლების ნაშრომებში, როგორც „Naxuana“.[16][17]

ადრეული ისტორია

რედაქტირება
 
თანამედროვე მავზოლეუმი ნახიჩევანში, ტრადიციულად ითვლება ნოეს განსვენების ადგილად.

სომხური ტრადიციის მიხედვით, ნახიჩევანი დაარსდა ნოეს მიერ.[18] უძველესი მატერიალური კულტურის ნიმუშები, ნაპოვნი რეგიონში, თარიღდება ნეოლითის ხანით. რეგიონი, ურარტუს და მოგვიანებით მიდიის ნაწილი იყო.[19] ჩვენს წელთაღრიცხვამდე 521 წელს, ნახიჩევანი სომხეთის სატრაპო გახდა, აქემენიანთა იმპერიის ქვეშ. ძვ. წ. 323 წელს, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, სხვადასხვა მაკედონიელი გენერლი, როგორიცაა ნეოპტოლემეუსი, ცდილობდა რეგიონის აღება, მაგრამ ვერ მოახერხეს, ხოლო მშობლიური სომხური ერვანდუნების დინასტია აყვავდა მანამ, სანამ სომხეთი არ დაიპყრო ანტიოქე III დიდმა (მართავდა ძვ. წ. 222-187).[20]

 
ნახიჩევანის რეგიონი (ღია ვარდისფერი) სომხეთის სამეფოს ვასპურაკანის დროს (908-1021).

ძვ. წ. 189 წელს, ნახიჩევანი დიდი სომხეთის ნაწილი გახდა, რომელიც დაფუძნდა არტაშეს I-ის მიერ.[21] სამეფოს შიგნით, დღევანდელი ნახიჩევანის რეგიონი აირარატია, ვასპურაკანის და სიუნიქის პროვინციის ნაწილი იყო.[22] ადრეული შუა საუკუნეების სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის თქმით, III და II საუკუნეებში, რეგიონი ეკუთვნოდა ნახარარ მურაციანების ოჯახს, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დავის შემდეგ, მეფე არტავაზდ პირველმა გაანადგურა ოჯახი და ჩამორთმეული მიწები ფორმალურად შეუერთა სამეფოს.[23] რეგიონის სტატუსმა, როგორც ძირითადი სავაჭრო ცენტრი, ხელი შეუწყო მის აყვავებას, ხოლო ამის შედეგად, ბევრი უცხოელი მმართველი მის დაპყრობას ნატრობდა.[10]

სომეხი ისტორიკოსის ფავსტოს ბუზანდის (V საუკუნე) ცნობით, როდესაც სასანიანების სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი, სასანიანების მეფე შაპურ II-მ (310-380) გააძევა 2 000 სომეხი და 16 000 ებრაელი ოჯახი, 360-370 წლებში.[24] 428 წელს, სომხეთის არშაკუნიანების მონარქია გაუქმდა და სასანიდურმა სპარსეთმა ნახიჩევანის ანექსირება მოახდინა. 623 წელს, რეგიონი გადავიდა ბიზანტიის იმპერიის ხელში.[19]

ნახიჩევანი, მესროპ მაშტოცის მოსწავლის კორიუნ ვარდაპეტის თქმით, ადგილი იყო, სადაც სომეხმა მეცნიერმა და თეოლოგმა დაასრულა სომხური ანბანის შექმნა და გაიხსნა პირველი სომხური სკოლები. ეს მოხდა პროვინცია გოხატანში, რომელიც შეესაბამება ნახიჩევანის თანამედროვე ორდუბადის რაიონს.[25][26]

640 წელს, არაბები შეიჭრნენ ნახიჩევანის ტერიტორიაზე და წამოიწყეს ბევრი კამპანია, გაანადგურეს ყველა მოწინააღმდეგე და თავსდაესხნენ სომხურ დიდებულებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ბიზანტიელებთან. 705 წელს, მას შემდეგ, რაც მუჰამედ იბნ მურვანმა აღკვეთა სომეხთა აჯანყება, მურვანმა გადაწყვიტა აღმოეფხვრა სომეხი თავადაზნაურობა.[27] ნახიჩევანში, რამდენიმე ასეული სომეხი თავადი გამოკეტეს ეკლესიაში და დამწვეს, ხოლო დანარჩენები ჯვარცმულ იქნენ.[11][27]

ძალადობამ გამოიწვია ბევრი სომეხი მთავრების გაქცევა მეზობელ საქართველოს სამეფოში ან ბიზანტიის იმპერიაში.[27] იმავდროულად, ნახიჩევანის ტერიტორია გახდა დამოუკიდებელი სომხეთის სამთავროს ნაწილი არაბთა კონტროლი ქვეშ.[28] VIII საუკუნეში, ნახიჩევანი გახდა არაბთა წინააღმდეგ აჯანყების სცენის ადგილი,[19] რომელსაც სპარსი[29][30][31] რევოლუციონერი ბაბექ ხურამიტი ხელმძღვანელობდა.[32] ნახიჩევანი საბოლოოდ გაათავისუფლა არაბთა ბატონობისგან X საუკუნეში ანისის მეფემ სმბატ I-მა და გადასცა სიუნიკის მთავრებს.[21] ეს რეგიონი ასევე გადავიდა საჯიდების ხელში 895 წელს და 909-929 წლებს შორის, სალარიდების ხელში 942-971 შორის და შედადიანების ხელში 971-1045 შორის.

დაახლოებით 1055 წელს, თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს რეგიონი.[19] XII საუკუნეში, ქალაქი ნახიჩევანი გახდა აზერბაიჯანის საათაბაგოს, აგრეთვე ცნობილი როგორც ილდეღიზიდების სახელმწიფო, დედაქალაქი, რომელშიც ირანის აზერბაიჯანის და სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი შედიოდა.[33] XII საუკუნის მომინე ხათუნის ბრწყინვალე მავზოლეუმი, რომელიც იყო ილდეღიზიდების მმართველის, დიდი ათაბაგის ჯაჰან ფეჰლევანის მეუღლე, თანამედროვე ნახიჩევანის ღირსშესანიშნაობაა.[34] ილდეღიზიდების მმართველობის აყვავების დროს, ნახიჩევანი და სამხრეთ კავკასიის სხვა სფეროები იყო სადავო საქართველოსთან. XIII საუკუნის ადრეულ წლებში, როდესაც ილდეღიზიდების სახელმწიფო უკვე დასუსტებული იყო, მხარგრძელები ხშირად აოხრებდნენ რეგიონს. მას შემდეგ რეგიონი, 1220 წელს მონღოლებმა და 1225 წელს ხორეზმელებმა გაანადგურეს, ხოლო 1236 წელს მონღოლთა იმპერიის ნაწილი გახდა, როდესაც კავკასიაში ჩორმაქანი შემოიჭრა.[19] XIII საუკუნეში, მონღოლთა ურდოს მმართველის გუიუკ ხანის მეფობის დროს, ქრისტიანებს მიეცათ უფლება აშენებინად ეკლესიები, მუსლიმურ ქალაქ ნახიჩევანში, თუმცა, ყაზან ხანის მიერ ისლამის მიღების შემდეგ, ეს აიკრძალა. XIV საუკუნეში, ნახიჩევანში გაიზარდა სომხური კათოლიკური ეკლესიის გავლენა,[10] თუმცა, XV საუკუნეში ნახიჩევანის ტერიტორია ჯერ ყარა-ყოიუნლუს და შემდეგ აყ-ყოიუნლუს ნაწილი გახდა.[19]

 
მინიატურა, რომელიც ასახავს ოსმალეთის სულთანის სულეიმან I-ის ნახიჩევანში შესვლას.

ირანის მმართველობა

რედაქტირება

XVI საუკუნეში, ნახიჩევანის კონტროლი გადავიდა სეფიანთა იმპერიის ხელში. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, XVI-XVIII საუკუნეებში, ნახიჩევანი ხშირად განიცდიდა ომებს სეფიანთა და ოსმალეთის იმპერიას შორის. თურქმა ისტორიკოსმა იბრაჰიმ ფეჩევიმ, ასე აღწერა ოსმალეთის ჯარის გადასვლა არარატის დაბლობიდან ნახიჩევანში:

ოცდამეშვიდე დღეს ისინი მიაღწიეს ნახიჩევანის დაბლობს. გამარჯვებული არმიის შიშით, ხალხმა მიატოვა ქალაქები, სოფლები, სახლები და საცხოვრებელი ადგილები, რომლებიც ისე გაპარტახებული იყო, რომ ბუებმა და ყვავებმა დაიკავეს, ხოლო ამის მაყურებელი ტერორის მსხვერპლს ჰგავდა. უფრო მეტიც, ოსმალებმა დაანგრიეს და გააპარტახეს ყველა სოფელი, ქალაქი და შენობა, რაც გზის გასწვრივ, ოთხი ან ხუთი დღის მანძილზე იყო, ისე, რომ არ იყო ნიშანი ნებისმიერი შენობების ან ცხოვრების.[21]

1604 წელს, შაჰ აბას I შეშფოთებული იყო იმით, რომ ნახიჩევანის გამოცდილი ხალხი, მისი ბუნებრივი რესურსები და მისი მიმდებარე ტერიტორიები შეიძლება საფრთხის ქვეშ მოექცეს, მისი ოსმალეთ-სპარსული ფრონტის ხაზთან შედარებით ახლოს მდებარეობის გამო, ამით შაჰ აბასმა ჩამოაყალიბა გადამწვარი მიწის პოლიტიკა. შაჰ აბასმა აიძულა ასობით ათასი ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მუსლიმები, ებრაელები და სომხები, თანაბარწილად დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და გადასულიყვნენ არაქსის სამხრეთით პროვინციებში.[35][36][37]

გადასახლებულების უმეტესობა დასახლდა ისპაანის გარეუბანში, რომელსაც ეწოდა ახალი ჯულფა, რადგანაც გადასახლებულები წარმოშობით ჯულფიდან იყვნენ. მოგვიანებით, თურქულენოვანი კანგარლის ტომს აბას II-მ (1642-1666) ნებადართო დასხლებილიყვნენ თავისი სამეფოს სასაზღვრო რეგიონში.[38] XVII საუკუნეში, ნახიჩევანში დაიწყო გლეხთა ამბოხი, ქოროღლის ხელმძღვანელობით, რომელიც მიმართული იყო უცხოელი დამპყრობლების და „ადგილობრივი მჩაგვრელების“ წინააღმდეგ.[19] 1747 წელს, ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, რეგიონში წარმოიშვა ნახიჩევანის სახანო.[19]

გადასვლა რუსეთის იმპერიის მმართველობაში

რედაქტირება

რუსეთ-ირანის ომისა და თურქმენჩაის ზავის შემდეგ, 1828 წელს, ნახიჩევანის სახანო შევიდა რუსეთის მფლობელობაში, როდესაც ირანი იძულებული იყო დაეთმო რეგიონი ომისა და ხელშეკრულების შედეგად.[39] რუსული მმართველობის დაწყებისთანავე, მეფის ხელისუფლებამ, დაიწყო სომხების გადმოსახლება სპარსეთიდან და ოსმალეთის იმპერიიდან, ნახიჩევანსა და კავკასიაში. ამ პროცესს ნებადართო, თურქმენჩაისა და ადრიანოპოლის ხელშეკრულების სპეციალური დებულებები.[40] ალექსანდრე გრიბოედოვის ცნობით, რომელიც რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო სპარსეთში, როდესაც ნახიჩევანი გადავიდა რუსეთის მმართველობაში, აქ იყო 290 მკვიდრი სომხური ოჯახი, გარდა ქალაქ ნახიჩევანისა, 1 632 მაჰმადიანი ოჯახი და 943 სომხური იმიგრანტი ოჯახი. ხოლო ქალაქ ნახიჩევანში ეს მონაცემი გამოიყურებოდა ასე: 114 392 და 285 შესაბამისად. სომეხი ემიგრანტების ასეთი დრამატული შემოდინების საპასუხოდ, გრიბოედოვმა აღნიშნა წარმოქმნილი უთანხმოება სომხურ და მუსლიმურ მოსახლეობას შორის. ამის გამო, მან რუსეთის არმიის მეთაურისგან, გრაფ ივანე პასკევიჩისგან, მოითხოვა გაეცა ბრძანებება ზოგიერთი ჩამოსული ადამიანების გადასახლება მოეხდინა დარალაიაზის რეგიონში, დაძაბულობის განმუხტვის მიზეზით.[41]

1828 წელს ნახიჩევანის სახანო დაიშალა და იმავე წელს შევიდა რუსეთის მფლობელობაში, ხოლო მისი ტერიტორია შეირწყა ერევნის სახანოს ტერიტორიასთან და გახდა ნახიჩევანის მაზრა ახალი სომხეთის ოლქის შემადგენლობაში, რომელიც მოგვიანებით 1849 წელს გახდა ერევნის გუბერნია. რუსეთის იმპერიის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, XX საუკუნისთვის მაზრის მოსახლეობის 57% აზერბაიჯანელები შეადგენდნენ, ხოლო სომხები 42%.[16] ამავე დროს, შარურ-დარალაგიოზის მაზრის ტერიტორიაზე, რომელიც ქმნის თანამედროვე ნახიჩევანის ჩრდილოეთ ნაწილს, მოსახლეობის 70.5% აზერბაიჯანელები წარმოადგენდა, ხოლო სომხები 27.5%.[42] 1905 წლის რუსეთის რევოლუციის დროს, დაიწყო კონფლიქტი ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანლებს შორის, რომლის კულმინაცია გახდა სომხურ-თათრული ხოცვა-ჟლეტა, რომელიც იმავე წლის მაისში ნახიჩევანშიც წარიმართა.[43]

ომი და რევოლუცია

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას, ნახიჩევანი გახდა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის უფრო მეტი სისხლღვრის ადგილი, სადაც ორივე პრეტენზიას ავლენდა ტერიტორიაზე. 1914 წლისთვის, სომხური მოსახლეობა ოდნავ შემცირდა 40%-მდე, ხოლო აზერბაიჯანელი მოსახლეობა გაიზარდა დაახლოებით 60%-მდე.[44] თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რეგიონი იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის სპეციალური კომიტეტის მმართველობის ქვეშ და შემდგომში ხანმოკლე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1918 წელს, როდესაც ადფრ დაიშალა, ნახიჩევანის, მთიანი ყარაბაღის, ზანგეზურის (დღეს სომხეთის პროვინცია სიუნიქი) და ყაზახის ტერიტორია გახდა სადავო ახლადშექმნილ სახელმწიფოთა სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. 1918 წლის ივნისში, რეგიონი გადავიდა ოსმალეთის მმართველობაში.[19] მუდროსის დროებითი ზავის მიხედვით, ოსმალეთმა დათანხმდა გაეყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები კავკასიიდან, რომ შემდეგ ბრიტანეთს მოეხდინა რეგიონის ოკუპაცია.[45]

ბრიტანული ოკუპაციის ქვეშ, სერ ოლივერ უორდროპმა, ინგლისის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, შეთავაზა საზღვრების გავლა, კონფლიქტის მოგვარების მიზნით. უორდროპის თქმით, სომხეთის პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, არ უნდა გასცდეს ყოფილი ერევნის გუბერნიის (რომელიც ადრე, რუსეთის იმპერიის დაყოფით, მოიცავდა ნახიჩევანსაც) ადმინისტრაციულ საზღვრებს, ხოლო აზერბაიჯანი უნდა დაკმაყოფილდეს ბაქოსა და ელიზავეტოპოლის გუბერნიით. ეს წინადადება უარყოფილი იყო, როგორც სომხების მიერ (რომლებსაც არ სურდა უკან წაეღოთ თავიანთი მოთხოვნები ყაზახიზე, ზანგეზურისა და ყარაბაღზე), ისევე აზერბაიჯანელების მიერ (მათვის მიუღებელი იყო ნახიჩევანის დაკარგვა). იმის გამო, რომ დავები ორ ქვეყანას შორის გრძელდებოდა, მალე ნათელი გახდა, რომ მყიფე მშვიდობა ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ არ გაგრძელდება.[46]

1918 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანის მუსავათის პარტიის მხარდაჭერით, ჯაფარგული-ხან ნახიჩევანსკიმ გამოაცხადა ახალი არაქსის რესპუბლიკა, რომელიც მოიცავდა ნახიჩევანის მაზრას, ყოფილ ერევნის გუბერნიას.[19] სომხეთის მთავრობამ არ აღიარა ახალი სახელმწიფო და გაგზავნა თავისი ჯარები რეგიონის ასაღებად. კონფლიქტმა მალე ძალადობრივ არაქსის ომში გადაიზარდა.[46] ასე აღწერა ბრიტანელმა ჟურნალისტმა, კარლ ბეკჰოფერმა, 1920 წლის აპრილის სიტუაცია:

თქვენ ვერ შეძლებთ დაარწმუნოთ ნაციონალისტების პარტია იმაში, რომ ორი შავისგან არ მიიღება თეთრი; შესაბამისად, არ იყო ისეთი დღე, რომელიც დამთავრდებოდა საჩივრების კატალოგის გარეშე, სადაც ორივე მხარე, სომხებიც და თათრებიც [აზერბაიჯანელები] ჩიოდნენ, არაპროვოცირებულ თავდასხმებზე, მკვლელობებზე, სოფლების დაწვასა და ასე შემდეგ. კერძოდ, სიტუაცია იყო მანკიერი ციკლების სერია.[47]

1919 წლის, ივნისის შუა რიცხვებში, სომხეთმა წარმატებით დაამყარა კონტროლი ნახიჩევანსა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. არაქსის რესპუბლიკის დაცემამ, გამოიწვია აზერბაიჯანის რეგულარული არმიის შემოჭრა ივლისის ბოლოს, ხოლო სომხური ჯარი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი ნახიჩევანი აზერბაიჯანელებს.[46] რაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ძალადობა, რის გამოც რამდენიმე ათიათასი სომეხი მოკვდა და ორმოცდახუთი სომხური სოფელი განადგურდა.[10] იმავდროულად, სიტუაციის უიმედობის შეგრძნებით და ტერიტორიაზე კონტროლის შეუნარჩუნებლობით, 1919 წლის შუა რიცხვებში, ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაეტოვა რეგიონი.[48] მიუხედავად ამისა, საბრძოლო მოქმედებები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის გაგრძელდება და შეტაკებათა სერიის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნახიჩევანის რაიონში, დაიოდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდა მხოლოდ მცირე ხნით, ხოლო 1920 წლის მარტში, უფრო ძლიერი ბრძოლები გაჩაღდა მთიანი ყარაბაღში, ყარაბაღელ სომხებსა და აზერბაიჯანის რეგულარულ არმიას შორის. ეს გამოიწვია კონფლიქტი იმ ტერიტორიებზეც, სადაც მოსახლეობა შერეულია, მათ შორის, ნახიჩევანშიც.

გასაბჭოება

რედაქტირება

1920 წლის ივლისში მე-11 საბჭოთა წითელი არმიამ შეიჭრა რეგიონში და მოახდინა მისი ოკუპაცია, ხოლო 28 ივლისს გამოაცხადა ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აზერბაიჯანის სსრ-თან „მჭიდრო კავშირში“. ნოემბერში, სომხეთის აღების ზღვარზე, ბოლშევიკები საზოგადოების მხარდაჭერის მოსაზიდად, სომხეთს დაპირდნენ, რომ ნახიჩევანს, ყარაბაღსა და ზანგეზურთან ერთად, გადასცემდნენ სომხეთს. ეს მაშინ შესრულდა, როდესაც ნარიმან ნარიმანოვმა, აზერბაიჯანის ბოლშევიკების ლიდერმა, გამოსცა საზეიმო გამარჯვების განცხადება „სომხეთის საბჭოთა ხელისუფლების“ მიმართ, სადაც განაცხადა, რომ ნახიჩევანი და ზანგეზური უნდა მიენიჭოს სომხეთს, აზერბაიჯანელი ხალხის მიერ სომეხი ხალხის მხარდაჭერისთვის, რომლებიც სომხეთის ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ:[49]

დღეისთვის, ძველი საზღვრები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცხადდება არარსებულად. მთიანი ყარაბახი, ზანგეზური და ნახიჩევანი ცხადდება, როგორც სომხეთის სსრ-ს განუყოფელი ნაწილი.[50][51]

ვლადიმერ ლენინი მიესალმა ამ „დიდი საბჭოთა ძმობის“ აქტს, სადაც „საბჭოთა ხალხების ოჯახს შორის, საზღვრებს არ ჰქონდა მნიშვნელობა“, თუმცა არ დაეთანხმა ამას და ნახიჩევანის მოსახლეობას რეფერენდუმი შესთავაზა. ამ რეფერენდუმის ოფიციალური მოღვაწეების განცხადებით, რომელიც 1921 წლის დასაწყისში ჩატარდა, ნახიჩევანის მოსახლეობის 90% სურდა რეგიონი ჩართული იყო აზერბაიჯანის სსრ-ს შემადგენლობაში, „ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით“.[50] გადაწყვეტილება იმისა, რომ ნახიჩევანი გახდეს ნაწილი თანამედროვე აზერბაიჯანისა, გაამყარა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებამ, რომელსაც ხელი მოაწერეს მოსკოვში ერთის მხრივ, საბჭოთა რუსეთმა და მეორე მხრივ, ახლად დაარსებულმა თურქეთის რესპუბლიკამ.[52] შეთანხმებამ, საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, ასევე მოუწოდებდა შარურ-დარალაგეზის მაზრა (რომლის მოსახლეობის უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენდნენ), შევიდეს ნახიჩევანის შემადგენლობაში, რითაც თურქეთს საშუალება ექნებოდა ესაზღვროს აზერბაიჯანის სსრ-ს. ეს გარიგება კიდევ ერთხელ დაადასტურა, 13 ოქტომბერის ყარსის ხელშეკრულებამ. ხელშეკრულების V მუხლში წერია:

თურქეთის მთავრობა და სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ნახიჩევანის რეგიონი განსაზღვრული იყოს III-ე დანართში მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე ნახიჩევანის ავტონომიური ტერიტორია შევიდეს აზერბაიჯანის დაცვის ქვეშ.[53]

ამით, 1924 წლის 9 თებერვალს, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად დააფუძნა ნახჭევანის ასსრ. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს 1926 წლის 18 აპრილს.[19]

ნახიჩევანი საბჭოთა კავშირში

რედაქტირება

როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი, ნახიჩევანის ეთნიკურ შემადგენლობას შორის დაძაბულობამ იკლო, ისევე როგორც, ტერიტორიულმა პრეტენზიებმაც. ამის ნაცვლად, იგი გადაიქცა მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ზონად, განსაკუთრებით სამთო მინერალების მოპოვების სფეროში, როგორიცაა მარილის მოპოვებაში. საბჭოთა მმართველობის დროს, რეგიონის ტერიტორიაზე გადიოდა ძირითადი სარკინოიგზო ხაზები, როგორიცაა მოსკოვი-თეირანისა[54] და ბაქო-ერევანის რკინიგზის ხაზი.[19] რეგიონი, ასევე იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორია ცივი ომის დროს, ესაზღვრებოდა თურქეთსა (ნატო-ს წევრი) და ირანს (დასავლეთის ახლო მოკავშირე, 1979 წლის რევოლუციამდე).

 
ნახიჩევანის ასსრ-ს რუკა სსრკ-ს შემადგენლობაში.

საბჭოთა კავშირის დროს გაუმჯობესდა კეთილდღეობა. განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს განსაკუთრებული ცვლილებები შეეხო. 1913 წელს, ნახიჩევანში მხოლოდ ორი საავადმყოფო ფუნქციონირებდა, სულ 20 საწოლიანი. რეგიონში ხშირად იყო გავრცელებული ტრახომის და ტიფის დაავადებები. მალარიამ, რომელის ძირითადი მიზეზი მიმდებარე არაქსი იყო, რეგიონს სერიოზული ზიანი მიაყენა. ნებისმიერ დროს, 70%-დან 85%-მდე ნახიჩევანის მოსახლეობა ინფიცირებული იყო მალარიით, ასევე ნორაშენის მოსახლეობის (დღევანდელი შარური) თითქმის 100% დაავადებული იყო. სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა საბჭოთა პერიოდში. მალარიის შემთხვევა მკვეთრად შემცირდა, ხოლო ტრახომა და ტიფი მთლიანად აღმოიფხვრა.[19]

საბჭოთა პერიოდში, ნიხიჩევანის დემოგრაფიული სიტუაციაც გაუმჯობესდა. ამ დროს, სომხური მოსახლეობა თანდათან შემცირდა, რადგან ბევრი გადავიდა სომხეთის სსრ-ში. 1926 წელს, რეგიონის მოსახლეობის 15% ეთნიკურად სომხები იყვნენ, ხოლო 1979 წლისთვის ეს ციფრი 1,4%-მდე შემცირდა.[55] იმავდროულად, აზერბაიჯანელი მოსახლეობის რიცხვმა საგრძნობლად გაიზარდა, ძირითადად მაღალი შობადობის და სომხეთიდან იმიგრაციის გამო (1926 წელს 85%-დან, 1979 წელს 96%-მდე[55]).

მთიან ყარაბაღშიც აღნიშნა სომხების მსგავსი შემცირება, მაგრამ უფრო ნელი დემოგრაფიული ტენდენციებით, მათ ეშინოდათ ტერიტორიის საბოლოო „დე-არმენიზაციისა“.[52] როდესაც დაძაბულობა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის განახლდა 1980-იან წლებში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა მოახერხა ზეწოლა მოეხდინა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც შემოიღო ნაწილობრივი სარკინიგზო და საჰაერო ბლოკადა სომხეთის მიმართ, ხოლო მეორე მიზეზი სარკინიგზო მომსახურების ჩამონგრევის გახდა ის, რომ სომხური ძალები აწყობდნენ თავდასხმებს მატარებლებს, რომლებიც შედიოდნენ სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან, რის შედეგადაც რკინიგზის პერსონალმა უარი განაცხადა სომხეთში შესვლაზე.[56][57] ამ მოვლენამ ურყოფითი ეფექტი მოახდინა სომხეთის ეკონომიკაზე, რადგან ქვეყნის საქონლის 85% სატვირთო და სარკინიგზო მიმოსვლაზე იყო დამოკიდებული. ამის საპასუხოდ, სომხეთმა დახურა სარკინიგზო მიმოსვლა ნახიჩევანთან, რითაც დაკეთა ექსკლავის ერთადერთი გზა დანარჩენ საბჭოთა კავშირთან.

1989 წლის დეკემბერი, ნახიჩევანში გაჩაღდა არეულობა, როდესაც რეგიონის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ დაიწყო ირანთან საზღვრის დემონტაჟი, რეგიონის ტერიტორიის დატოვების და მათი ეთნიკური აზერბაიჯანელი ბიძაშვილების ნახვის მიზნით, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ირანში (ისტორიული სამხრეთი აზერბაიჯანი). ამ ქმედებამ გააბრაზა საბჭოთა ხელმძღვანელობა, ხოლო საბჭოთა მედიამ აზერბაიჯანელები „ისლამური ფუნდამენტალიზმის გაჩაღებაში“ დაადანაშაულა.[58] 1990 წლის იანვარში, ნახიჩევანის ასსრ-ს უზენაესმა საბჭომ გამოსცა განკარგულება, სადაც ნათქვამია ნახიჩევანის განზრახვაზე გამოეყოს სსრკ-ს, მისი ქმედებების პროტესტის ნიშნად, ბაქოს შავი იანვრის მოვლენების გამო. ამით ნახიჩევანი გახდა პირველი საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომელიც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამით გადაუსწრო რამდენიმე კვირით ლიტვასაც.

ნახიჩევანი პოსტ-საბჭოთა ეპოქაში

რედაქტირება

ჰეიდარ ალიევი, აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი, 1990 წელს დაბრუნდა თავის სამშობლოში, ნახიჩევანში, მას შემდეგ, რაც 1987 წელს მიხეილ გორბაჩოვმა გამოაძევა იგი მისი პოლიტბიუროს პოზიციიდან. დაბრუნებიდან მალევე, აბსოლუტური უმრავლესობით, ალიევი აირჩიეს ნახიჩევანის უზენაეს საბჭოში. ალიევი შემდგომში დატოვა სკკპ და გორბაჩოვის წინააღმდეგ, 1991 წლის აგვისტოს წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, მან მოუწოდა აზერბაიჯანის სრული დამოუკიდებლობისკენ, ასევე დაგმო აიაზ მუტალიბოვი გადატრიალების მხარდაჭერისთვის. 1991 წლის ბოლოს, ალიევმა გაამყარა თავისი ძალაუფლება, როგორც ნახიჩევანის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ასევე გამოაცხადა ნახიჩევანის სრული დამოუკიდებლობა ბაქოსგან.[59]

ნახიჩევანი, ყარაბაღის ომის დროს, გადაიქცა კონფლიქტურ არენად. 1992 წლის 4 მაისს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სადარაქის რაიონს.[60][61][62] სომხებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა იყო საპასუხოდ, ნახიჩევანის აზერბაიჯანული ძალების მიერ, საზღვრისპირა ცეცხლის გახსნაზე, სომხური სოფლების მიმართულებით.[63][64] დავით ზადოიანის, 42 წლის სომეხი ფიზიკოსისა და რეგიონის მერის განცხადებით, სომხებმა მოთმინება დაკარგეს აზერბაიჯანელების მხრიდან, ერთთვიანი სროლების შემდეგ.[65] ნახიჩევანის მთავრობამ უარყო ეს ბრალდება და ნაცვლად ამტკიცებდა, რომ სომხეთის თავდასხმა იყო პროვოცირებული და კონკრეტულად მიზნობრივ ხასიათს ატარებდა, კერძოდ თურქეთსა და ნახიჩევანს შორის ხიდის დაბლოკვის.[64] „სომხები არ რეაგირებენ დიპლომატიურ ზეწოლაზე“ – განუცხადა იტარ-ტასს ნახიჩევანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რზა იბადოვმა და განაგრძო: „ამიტომ მნიშვნელოვანია ესაუბრო იმ ენაზე, რომელიც მათ ესმით.“ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სააგენტოსთან, იბადოვმა აღნიშნა, რომ სომხეთის მიზანია რეგიონში, ხელში ჩაიგდოს კონტროლი ნახიჩევანზე.[66] Human Rights Watch-ის ინფორმაციით, საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც სამი ადამიანი დაიღუპა, როდესაც სომხურმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს რეგიონის მიმართულებით.[67]

მძიმე საბრძოლო მოქმედებებს ადგილი ჰქონდა 18 მაისს, როდესაც სომხებმა ნახიჩევანის ანკალავის, კერძოდ ქარქის ოკუპაცია მოახდინეს. ქარქი პატარა ტერიტორიაა, რომელზეც სომხეთის ძირითადი ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილი გადის. ანკლავი ამჟამად რჩება სომხების ოკუპაციის ქვეშ.[68] ქალაქ შუშის დაცემის შემდეგ, მუტალიბოვის ხელისუფლებამ დაადანაშაულა სომხეთის მთავრობა, ნახიჩევანის ოკუპაციის მცდელობაში (რომელსაც უარყოფს სომხეთის მთავრობის თანამდებობის პირები). თუმცა, 23 მაისს ჰეიდარ ალიევმა, ცალმხვრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა და ცდილობდა დადოს სეპარატისტული სამშვიდობო ზავი სომხეთთან. სომხეთის პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას ნახიჩევანთან, რათა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები. შემდგომში ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმებული იყო.[67]

კონფლიქტმა რეგიონში, გამოიწვია თურქეთის მწვავე რეაქცია. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, თანსუ ჩილერმა განაცხადა, რომ ნებისმიერ სომხური საბრძოლო მოქმედება, ნახიჩევანის ძირითად ტერიტორიაზე, გამოიწვევს ომის გამოცხადებას სომხეთის მიმართ. რუსი სამხედრო ლიდერების მოსაზრებით: „რომელიმე მესამე მხარის ჩარევა კონფლიქტში, შეიძლება გამოიწვიოს მესამე მსოფლიო ომი“. სექტემბრის დასაწყისში, ათასობით თურქი ჯარისკაცი გაიგზავნა თურქეთ-სომხეთის საზღვარზე. საპასუხოდ, რისეთის სამხედრო ძალებმა სომხეთში, გაზარდეს სამხედროების რაოდენობა სომხურ-თურქული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ და განამტკიცეს თავდაცვა დაძაბულ პერიოდში, როდესაც ომი გარდაუვალი ჩანდა.[69] დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როდესაც თურქეთის მძიმე არტილერიამ, ორი საათის განმავლობაში, ისროდა ნახიჩევანის მხარეს, ნახიჩევანი-სომხეთის საზღვარზე. ირანმაც, სომხეთის თავდასხმებზე საპასუხოდ, ნახიჩევანის საზღვრის გასწვრივ, ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები, როგორც გაფრთხილება სომხეთისთვის.[70] თუმცა, სომხეთმა ნებისმიერი სხვა შემდგომი თავდასხმები ნახიჩევანზე არ განახორციელა, ხოლო რუსი სამხედროების ყოფნა იყო საპასუხოდ იმისა, რომ თურქეთს შეუძლია ითამაშოს სამხედრო როლი ამ კონფლიქტში.[69] პოლიტიკურ არასტაბილურობის პერიოდის შემდეგ, 1993 წელს, აზერბაიჯანის პარლამენტმა, ნახიჩევანიდან ჰეიდარ ალიევი მოიწვია.

დღეს, ნახიჩევანი ინარჩუნებს ავტონომიას, როგორც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა და არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი, რომელიც რეგულირდება თავისი საკუთარი არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი.[71] ნახიჩევანის ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა 1995 წლის 12 ნოემბრის რეფერენდუმზე. კონსტიტუცია, რესპუბლიკის ასამბლეამ 1998 წლის 28 აპრილს მიიღო და ძალაში შევიდა 1999 წლის 8 იანვარს.[72] თუმცა, რესპუბლიკა რჩება იზოლირებული, არა მხოლოდ დანარჩენი აზერბაიჯანშისგან, არამედ პრაქტიკულად მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისგან. ვასიფ თალიბოვი, რომელიც დაქორწინებულია აზერბაიჯანის მმართველი ოჯახის (ალიევი) ნათესავზე, არის რესპუბლიკის მიმდინარე საპარლამენტო თავმჯდომარე.[73] რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა უყურებს თურქულ არხებს.

ეკონომიკური სირთულეები და ენერგიის დეფიციტი (რომელიც სომხეთის მუდმივი ბლოკადის, საპასუხოდ აზერბაიჯანელი და თურქული ბლოკადისა, მიზეზია) რეგიონის პრობლემაა. ამის გამო, შრომითი მიგრანტები სამუშაოდ მეზობელ თურქეთში გადადიან. ერთ-ერთმა თურქმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ „მიგრაცია ისეთი დიდია, რომ სტამბოლის ბესლერის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას ნახიჩევანელები წარმოადგენენ“.[73] ნახიჩევანის მერმა, ველი შახვერდიევმა, ბრიტანელ მწერალთან, თომას დე ვაალთან საუბრისას, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას მიემხრო და ასევე ისაუბრა სომხურ-აზერბაიჯანულ თბილ ურთიერთობებზე, საბჭოთა კავშირის დროს. მან განაცხადა: „მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სომხებთან ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა, ისინი შესანიშნავები იყვნენ. როდესაც მივდიოდი მოსკოვში, უნივერსიტეტში, მე არც ერთხელ წავსულვარ ბაქოს გავლით. მე ჩავჯექი ავტობუსში, რომელიც ერთ საათში ერევანში იყო, შემდეგ თვითმფრინავით მოსკოვში გადავფრინდი და იმავე გზით უკან დავბრუნდი.“[54] ცოტა ხნის წინ ნახიჩევანმა ხელშეკრულება გააფორმა ირანთან, მეტი გაზის ექსპორტისთვის, ასევე, 2007 წლის ოქტომბერში, ორ ქვეყანას შორის, მდინარე არაქსზე ახალი ხიდი გაიხსნა; გახსნას დაესწრო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფარვიზ დავუდი.[74][75]

2008 წელს, აზერბაიჯანის ეროვნულმა ბანკმა, ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაფუძნებიდან 85 წლისთავზე, მოჭრა წყვილი ოქროსა და ვერცხლის სამახსოვრო მონეტა.[76]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
ნახიჩევანის რაიონები

ნახიჩევანი დაყოფილია რვა ადმინისტრაციულ ერთეულად: აქედან შვიდი რაიონია და ერთი, ნახიჩევანი, თვითმმართველი ქალაქია.

რუკაზე რაიონი/ქალაქი ადმ. ცენტრი ტიპი ფართობი (კმ2) მოსახლეობა (1 აგვისტო 2011)[77] შენიშვნა
1 ბაბექის რაიონი (Babək) ბაბექი რაიონი 749 81[77] 66 200[77] ადრე ცნობილი, როგორც ნახიჩევანი; 1991 ეწოდა ბაბექის პატივსაცემად.
2 ჯულფის რაიონი (Culfa) ჯულფა რაიონი 1012 75[77] 43 000[77]
3 კანგარლის რაიონი (Kəngərli) ქივრაქი რაიონი 711 86[77] 28 900[77] გამოეყო ბაბექის რაიონიდან 2004 წლის მარტში.
4 ნახიჩევანი (Naxçıvan) ქალაქი 191 82[77] 85 700[77] გამოეყო ბაბექის რაიონიდან 1991 წელს.
5 ორდუბადის რაიონი ორდუბადი რაიონი 994 88[77] 46 500[77] გამოეყო ჯულფასგან გასაბჭოების დროს.[10]
6 სადარაქის რაიონი (Sədərək) ჰეიდარაბადი რაიონი 153 49[77] 14 500[77] 1990 წელს, ყარაბაღის ომის დროს, რაიონის ქარქის ანკლავი გადავიდა სომხეთის კონტროლის ქვეშ.
7 შაჰბუზის რაიონი (Şahbuz) შაჰბუზი რაიონი 838 04[77] 23 400[77] გამოეყო ბაბექის რაიონიდან გასაბჭოების დროს.[10]
8 შარურის რაიონი (Şərur) შარური რაიონი 847 35[77] 106 600[77] 1990 წლამდე იყო ცნობილი, როგორც „ბაშ-ნორაშენი“.[10]
ჯამში 5 500[77] 414 900[77]

დემოგრაფია

რედაქტირება
ნახიჩევანის ეთნიკური ჯგუფები
წელი აზერბაიჯანელები % სომხები % სხვა 1 % ჯამში
1828[78] 2,0242 55.3 1,6323 44.7 3,656
1831[79]   17,1382 56.1   13,3424 43.7 27 1.2 30,507
1896[80]   49,425 56.9   36,671 42.2   583 0.7 86,878
18975[81]   64,151 63.7   34,672 34.4   1,948 1.9 100,771
1917[82][83]   81,1002 60   53,900 40 135,000
1926[84]   88,433 84.3   11,276 10.8   4,947 4.7 104,656
1939[85]   108,529 85.7   13,350 10.5   4,817 126,696
1959[85]   127,508 90.2   9,519 6.7   4,334 3.1 141,361
1970[85]   189,679 93.8   5,828 2.9   6,680 3.3 202,187
1979[85]   229,968 95.6   3,406 1.4   7,085 2.9 240,459
1989[85]   281,807 95.9   1,858 0.6   10,210 3.5 293,875
1999[86]   350,806 99.6   17 0   3,249 0.9 354,072
2009[87]   396,709 99.6   6 0   1,608 0.4 398,323
1 რუსები, ქურთები, თურქები, უკრაინელები, ქართველები, სპარსელები და ა.შ.
2 აზერბაიჯანელები სხვა მუსლიმებთან ერთად.
3 აქედან 404 (11.1%) ადგილობრივია და 1 228 (33.6%) ახლად ჩასახლებული.
4აქედან 2 690 (8.7%) ადგილობრივი და 10 652 (34.9%) ახლად ჩასახლებული.
5 დედა ენის შესაბამისად.

2014 წლის 30 ივნისისთვის, ნახიჩევანის მოსახლეობა შეადგენდა 435 400 კაცს.[88] მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანელებია, რომლებიც 1999 წლისთვის, მოსახლეობის 99% წარმოადგენდნენ, ხოლო ეთნიკური რუსები (0.15%) და ქურთების უმცირესობა (0.6%) შეადგენდა დარჩენილ მოსახლეობას.[89]

1990-იან და 2000-იან წლებში, რეგიონიდან აზერბაიჯანული მოსახლეობის დიდი გადინება მოხდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ეკონომიკური გაჭირვების გამო, ასევე ნახიჩევანის დანარჩენი აზერბაიჯანიდან გეოგრაფიული დაშორების გამო.

ქურთები ნახიჩევანში ძირითადად ცხოვრობენ სადარაქის რაიონსა და თეივაზში.[90] რეგიონიდან დარჩენილი სომხები გამოაძევეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს, როგორც მოსახლეობის ძალისმიერი გაცვლის ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. 1932 წლის საბჭოთა შეფასებით, ტერიტორიის 85% იყო სოფელი, ხოლო 15% იყო საქალაქო. ქალაქის პროცენტული მაჩვენებელი 1939 წელს 18%-მდე და 1959 წელს 27%-მდე გაიზარდა.[10] 2011 წლისთვის, ნახიჩევანის საერთო მოსახლეობის 435 400-დან, 127 200 ადამიანი ცხოვრობს ქალაქად, რაც 2014 წელს, ქალაქის პროცენტულობა 29.2%-მდე გაზარდა.[91]

ნახიჩევანი გამოირჩევა მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსით; მისი სოციალურ-ეკონომიკური ძალა ბევრად აღემატება მეზობელ ქვეყნებს, ისევე, როგორც თავად აზერბაიჯანსაც. 2014 წლის 30 ივნისის, ნახიჩევანის ა.რ. სტატისტიკის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, 2013 წლის ბოლოსთვის, ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური მონაცემები, მათ შორის შემდეგი, გამოაქვეყნა:

ცვალებადი შეფასება
მოსახლეობა 435 400[91]
მეშ (მუპ) ერთ სულ მოსახლეზე $15 300[92]
სიცოცხლის ხანგრძლივობა 76.1 წელი[93]
საშუალო სასწავლო წელი 11.2 წელი[94]
მოსალოდნელი სასწავლო წელი 11.8 წელი[94]

ადამიანის განვითარების ინდექსის გამოთვლით, 2014 წლის ახალი UNHD მეთოდის გამოყენებით,[95] ზემო მონაცემებში ცვლილება შევიდა:

ცვალებადი შეფასება
შემოსავლის ინდექსი 0.7599
სიცოცხლის ხანგრძლივობის ინდექსი 0.8630
განათლების ინდექსი 0.7011

გარდა ამისა, ადამიანის განვითარების ინდექსი შეადგენს  

ნახიჩევანი სახელმწიფო რომ ყოფილიყო, განთავსდებოდა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მალაიზიასა (62-ე)[95] და მავრიკის (63-ე)[95] შორის. გარდა ამისა, ირანის 0.749 (75-ე), თურქეთის 0.759 (69-ე), ან აზერბაიჯანის 0.747 (76-ე) აგი-სთან შედარებით.[95]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ნახიჩევანის რუკა ქალაქებით. (ინგლისური)

ნახიჩევანი არის ნახევრად უდაბნოს რეგიონი, რომელიც გამოეყოფა აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს სომხეთის მიერ. ზანგეზურის მთები აყალიბებს საზღვარს სომხეთთან, ხოლო მდინარე არაქსი განსაზღვრავს საზღვარს ირანთან. არაქსის წყალსაცავი მდებარეობს ამავე მდინარეზე და გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებსა და ჰიდროელექტროსადგურისთვის, რომლის დენი მიეწოდება აზერბაიჯანსა და ირანს.

ნახიჩევანის ძალიან მშრალი და მაღალმთიანია. რეგიონის უმაღლესი მწვერვალია მთა გაფიჯიღი (3904 მ) და ყველაზე გამორჩეულია Ilandag (გველის მთა) (2415 მ), რომელიც ჩანს ქალაქ ნახიჩევანიდან. ლეგენდის მიხედვით, მწვერვალის ნაპრალში გაჩერდა ნოეს კიდობანი, როდესაც წყალდიდობა ჩადგა.[96] Qazangödağ (ყაზანგიოდაღი 3829 მ) კიდევ ერთი მწვერვალია.

ეკონომიკა

რედაქტირება

მრეწველობა

რედაქტირება

ნახიჩევანის მრეწველობა მოიცავს სამთო მინერალების მოპოვებას, როგორიცაა მარილი, მოლიბდენი და ტყვია. სოფლის მეურნეობა, რომელიც შემუშავდა და განვითარდა საბჭოთა წლებში სპეციალურად მშრალი კლიმატისთვის, მისცა საშუალება რეგიონს გაზარდოს ხორბალი (ძირითადად გაშენებულია არაქსის ვაკეზე), ქერი, ბამბა, თამბაქო, ხილის ბაღი, თუთა და ყურძენი, ღვინის დასამზადებლად. მრეწველობის სხვა დარგები მოიცავს ბამბის დამუშავებას/გაწმენდას, აბრეშუმის დამუშავებას, ხილის კონსერვაციას, ხორცის შეფუთვასა და მეცხვარეობას.

სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება, მარილი, რადიო ინჟინერია, აბრეშუმის პროდუქტების დამზადება, ხორცისა და რძის პროდუქტები, მინერალური წყალების ჩამოსხმა, ტანსაცმლის, ავეჯის დამზადება არის ნახიჩევანის ინდუსტრიის ძირითადი დარგები.

ყარაბაღის ომის გამო, 1988 წელს, რეგიონის ეკონომიკამ განიცადა მძიმე დარტყმა, როდესაც დაკარგა ხელმისაწვდომობა ნედლეულზეც და ბაზრებზეც. მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა ახალი ბაზრები, ირანისა და თურქეთის სახით, დღეს ეს იზოლაცია კვლავ რჩება, რომელიც ზიანს აყენებს განვითარებას. ნახიჩევანის ეკონომიკა დაფუძნებულია სოფლის მეურნეობაზე, სამთო და გადამამუშავებელ მრეწველობაზე, თუმცა რესპუბლიკის ბიუჯეტის 75% მიეწოდება ბაქოდან, ცენტრალური ხელისუფლებისგან. რეგიონს დახმარებას, ასევე, თურქეთი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს.

რესპუბლიკა მდიდარია მინერალებით. ნახიჩევანში მდებარეობს მარმარილოს, კირქვის და თაბაშირის საბადოები. ამავე დროს, ქვის მარილის დეპოზიტები ამოწურულია ნეჰრამში, ნახიჩევანისა და სუსტინში. მოლიბდენის მნიშვნელოვანი საბადოები ამჟამად დახურულია, როგორც ანკლავის იზოლაციის შედეგი. არსებობს ბევრი მინერალური წყლების წყარო, როგორიცაა ბადამლი, სირაბი, ნაგაჯირი, ყიზილჯირი, სადაც წყალი დარიშხანს შეიცავს.

სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 90% კერძო მფლობელობაშია. თუმცა, სოფლის მეურნეობა ცუდად განვითარებულია. წარმოება მკვეთრად შემცირდა და მასშტაბური კომერციული სოფლის მეურნეობაც შემცირდა.

რეგიონის ტერიტორიის ორ მესამედს კლდოვან ფერდობებს და უდაბნოს უკავია, ამიტომ სახნავ-სათესი მიწების ფართობი საკმაოდ შეზღუდულია. ძირითადი მოსავალია ბამბა და თამბაქო, რომელიც გაშენებულია „PriAraz“-ის ვაკეზე, ქალაქ შარურთან და ნახიჩევანთან ახლოს. მარცვლეუის წარმოების სამი მეოთხედი მოდის ხორბალზე, განსაკუთრებით ზამთარის ხორბლლზე, რომელიც კონცენტრირებულია შარურის ვაკის სარწყავ მიწებსა და მდინარე ნახიჩევანის აუზზე.

მევენახეობას ნახიჩევანში გააჩნია უძველესი ტრადიცია, განსაკუთრებით არაქსის ხეობასა და მთისწინეთში. ძალიან ცხელი ზაფხულის და ხანგრძლივი თბილი შემოდგომის წყალობით, შესაძლებელია გაიზარდოს ისეთი უაღრესად ტკბილი ყურძენის ჯიშები, როგორიცაა ბაიან-შირაზი, თებრიზი, შირაზი. ღვინოები, როგორიცაა „ნახიჩევანი“, „შაჰბუზი“, „აბრაგუნისი“, „აზნაბურქი“ არის მისაღები ხარისხის და ძალიან პოპულარული. ხილის წარმოება საკმაოდ მნიშვნელოვანია, ძირითადად ესენია კომში, მსხალი, ატამი, გარგარი, ლეღვი, ნუში და ბროწეული.

მესაქონლეობა ნახიჩევანისთვის ტრადიციული მეურნეობაა. იმის გამო, რომ რეგიონს ახასიათებს მშრალი კლიმატი, საძოვრები ნახიჩევანში არაპროდუქტიულია, ამიტომ მეცხვარეობა სჭარბობს სხვა პირუტყვის წარმოებასთან შედარებით. ზამთრის საძოვრები განლაგებულია „PriAraz“-ის ვაკეზე, ზღვის დონიდან 1200 მ. მაგრამ ზაფხულის საძოვრები განლაგებულია მაღალ მთებში, ზღვის დონიდან 2300-3200 მ. ყველაზე გავრცელებული ცხვრის ჯიშია „ბალბასი“. ცხვრის ეს ჯიში გამოირჩევა პროდუქტიულობით და თოვლისავით თეთრი აბრეშუმისებრი მატყლი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ხალიჩების წარმოებაში. მსხვილი და პატარა რქოსანი პირუტყვი გაშენებულია ყველგან, განსაკუთრებით შარურისა და ნახიჩევანის შემოგარენში. ასევე გაშენებულია დომბაც.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა ხელი შეუწყოს ტურიზმს, ის მაინც ჩასახვის სტადიაზეა. 1997 წლამდე, ტურისტებს ესაჭიროებოდათ ჩასვლის სპეციალური ნებართვა, რომელიც უკვე გააუქმდა, რაც ამსუბუქებს მგზავრობას. მომსახურების თვალსაზრისით, ნახიჩევანი გთავაზობთ დასვენების ძირითად საშუალებებს, მაგრამ ზამთარში გათბობის ნაკლებობაა, რაც გამოწვეულია საწვავის უკმარისობით.[19]

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარება

რედაქტირება

1990-იანი წლების ბოლოს, ნახიჩევანის უზენაესმა ასამბლეამ აღიარა თვითგამოცხადებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (TRNC) სუვერენიტეტი და მოუწოდა აზერბაიჯანსაც ამის გაკეთებისკენ. მიუხედავად აზერბაიჯანის დიდი სიმპატიებისა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მიმართ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არ მიბაძა ნახიჩევანს, რადგან, ეს შეიძლება უბიძგოს კვიპროსის რესპუბლიკას აღიაროს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა. მჭიდრო ურთიერთობები ნახიჩევანსა და თურქეთს შორის, ალბათ გამოწვეულია ამ აღიარებით.[97][98]

სომხური ხაჩქარების საქმე

რედაქტირება
 
სომხური ხაჩქარის მაგალითი ჯულფიდან.

აზერბაიჯანს ედება ბრალად, ისტორიული სომხური ძეგლების განადგურება ნახიჩევანში, როგორც ნაწილი პოლიტიკური განზრახვის, რომ წაშალოს სომხური კულტურის კვალი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

სომხური ეკლესიების რიცხვი, როგორც ცნობილია, ნახიჩევანის რეგიონში შეადგენს 280-ზე მეტს. 1648 წელს, ფრანგი მოგზაურის ალექსანდრე დეროდის ცნობით, ჯულფაში 10 ათასზე მეტი სომხური საფლავის ქვა არსებობდა, გაკეთებული მარმარილოთი.[99] 1980 წლისთვის, საეკლესიო ძეგლების რიცხვი, სავარაუდოდ 59 და 100 შორის იყო. მწერალი და ჟურნალისტი სილვიან ბესონი მიიჩნევს, რომ ეს ძეგლები შემდგომში განადგურდა, როგორც აზერბაიჯანის მთავრობის კამპანიის ნაწილი, მიმართული სომხური კულტურის კვალის წასაშლელად თავის მიწაზე.[100]

XIV საუკუნის, აბრაგუნისის წმინდა სტეფანეს ეკლესიის 2005 წელს ვიზიტისას, შვეიცარია-სომხეთის ასოციაციის (SAA) წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცოტა ხნის წინ ეკლესია განადგურდა, მხოლოდ რამდენიმე აგური მოჩანდა შიშველ მიწაზე. მსგავსი სურათი დახვთად შურუდშიც, სადაც XVI საუკუნის წმინდა ჰაკოპ-ჰაირაპეტის ეკლესია სრულად განადგურებულია. სომხური ეკლესიები, რომლებიც 1980-იან წლებში იდგნენ ნორაშენში, კირნაში და გალში, ასევე გაქრა.[101][102][103]

ყველაზე ცნობილი საქმეა, შუა საუკუნეების საფლავის ქვების მასობრივი განადგურება ჯულფის სასაფლაოზე, ამის მტკიცებულებაა ფოტოგრაფიული, ვიდეო და სატელიტური კადრები.[104][105][106] 2006 წლის აპრილში, ბრიტანული The Times მასზე შემდეგს წერდა:

შუასაუკუნეების სასაფლაო, რომელიც კავკასიის ერთ-ერთი საოცრებაა უკვე განადგურებულია, ეს არის კულტურული ვანდალიზმის აქტი, რომლის შედარება შეგვიძლია თალიბანის მიერ ბამიან ბუდას აფეთქებასთან, 2001 წელს ავღანეთში. ჯუგასსასაფლაოზე ინახებოდა რამდენიმე ათასი მოჩუქურთმებული ქვის ჯვრების უნიკალური კოლექცია, აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვარზე ირანთან. მაგრამ 18 წლის კონფლიქტის შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანსა მის დასავლელ მეზობელს, სომხეთს შორის არის, უკვე დაადასტურდა, რომ სასაფლაო გაქრა.[107]

სომხებმა, დიდი ხანია ატეხეს განგაში, რომ აზერბაიჯანელები აპირებენ აღმოფხვრან ყველა მტკიცებულება იმისა, რომ სომხები ცხოვრობდნენ ნახიჩევანში და ამ მიზნით, უკვე ახორციელებენ მასიურ და შეუქცევად, სომხური კულტურული კვალის განადგურებას. „ირონია ის არის, რომ ეს ფაქტი მოხდა არა ომის დროს, არამედ მშვიდობიან დროს“ – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა.[107] აზერბაიჯანი გამუდმებით უარყოფს ამ ბრალდებებს. მაგალითად, აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში, ჰაფიზ ფაშაევმა, ამ ვიდეო და ფოტომასალაზე ასე გამოეხმაურა: „ნაჩვენებია უცნობი ადამიანები, რომლებიც ანგრევენ საშუალო ზომის ქვებს“ და „არ არის ნათელი, თუ რა ეროვნების ადამიანებია ისინი“, ასევე თქვა, რომ ეს ანგარიშები სომხების პროპაგანდაა, რომლებიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას და განაცხადა, რომ „ეს არის სომხეთის სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი, რომლებიც ანადგურებენ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.[108]

აზერბაიჯანის უარყოფის საპირისპიროდ, რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურეს სასაფლაოს სრული განადგურება. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა, 2006 წლის 19 აპრილს განაცხადა, რომ „არ არსებობს არაფერი ჯუგას ცნობილი ქვის ჯვრებისგან“.[109] ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (იკომოსი) ცნობით, 1998 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფომ 800 ხაჩქარი გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ განადგურება დროებით შეჩერდა იუნესკოს პრეტესტის შემდეგ, ოთხი წლის თავიდან განახლდა. იკომოსის ცნობით, 2003 წლის იანვარისთვის „1500 წლის სასაფლაო სრულიად გასწორდა მიწასთან“.[110][111] 2010 წლის 8 დეკემბერს, მეცნიერების ხელშეწყობის ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „სატელიტური სურათები გვიჩვენებენ გაუჩინარებულ სომხურ ძეგლებს აზერბაიჯანში“.[112]

ევროპარლამენტმა ოფიციალურად მოუწოდა აზერბაიჯანს შეაჩეროს დანგრევის პროცესი, როგორც დარმღვევი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციისა.[113] ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ეხება სამხრეთ კავკასიის კულტურულ ძეგლებს, წერია: „ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ჯულფის სასაფლაოს განადგურებას, ისევე, როგორც ყველა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების განადგურებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა სომხეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და გმობს ნებისმიერ ამგვარ ქმედებას, რომელიც ცდილობს გაანადგუროს კულტურული მემკვიდრეობა“.[114] 2006 წელს, აზერბაიჯანმა არ დაუშვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ეუთო) მისიის წევრები უძველესი სამარხების შესამოწმებლად, რომელიც შემდეგში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მიიღებდა მხოლოდ იმ დელეგაციას, რომელიც ასევე სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსაც მოინახულებდა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოვლისმომცველი მიდგომა მიღებულუ იქნება პრობლემის მიმართ, რომელიც დასმულია“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თაჰირ თაღიზადემ, „შესაძლებელი იქნება ქრისტიანული ძეგლების შესწავლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მათ შორის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეც“.[115]

განახლებული მცდელობა იყო დაგეგმილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინსპექტორების მიერ, 2007 წლის 29 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, ბრიტანელი დეპუტატის, ედუარდ ოჰარას ხელმძღვანელობით. ნახიჩევანის გარდა, დელეგაციამ უნდა ესტუმრა ბაქოს, ერევანს, თბილისსა და მთიან ყარაბაღს.[116] ინსპექტორები გეგმავდნენ მთიან ყარაბაღში შესულივნენ სომხეთის გავლით, თუმცა, 28 აგვისტოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა მოითხოვა, რომ ინსპექტორები შესულიყვნენ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გავლით. 29 აგვისტოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მატეო სორინასმა განაცხადა, რომ ვიზიტი გაუქმდა, რადგან გაჩნდა მთიან ყარაბაღში წვდომის სირთულეები, აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული მარშრუტის გამოყენებით. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ვიზიტი შეწყვიტა „მხოლოდ იმის გამო, რომ შენიღბონ სომხური ძეგლების დანგრევა ნახიჩევანში“.[117]

 
ჰუსეინ ჯავიდის მავზოლეუმი ნახიჩევანში

ნახიჩევანი აზერბაიჯანის ერთ-ერთი კულტურული ცენტრია. 1923 წელს, სახელმწიფო დრამატულ თეატრში (1962 წელს მას ეწოდა მამედგულუზადეს მუსიკისა და დრამის თეატრი) შეიქმნა მუსიკალური ქვეჯგუფი. არაქსის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი (დაარსდა 1959 წელს) კიდევ ერთი ცნობილი ჯგუფია. ნახიჩევანში, XIX საუკუნეში დაიდგა დრამატული სპექტაკლები მოყვარული დასის მიერ. თეატრალურმა ხელოვნებამ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა ნახიჩევანის კულტურაში. ისეთი მოღვაწეების შემოქმედებამ, როგორიცაა ჯალილ მამედგულიზადე, ჰუსეინ ჯავიდი, მ.ს. გულუბეკოვი და ჰუსეინ არაბლინსკი (პირველი აზერბაიჯანული თეატრის დირექტორი), გაამდიდრეს ნახიჩევანის კულტურული მემკვიდრეობა.[19] რეგიონი, ასევე ცნობილი სომეხი მხატვრების და მსახიობების სამშობლოა, როგორიცაა საბჭოთა კავშირის მსახიობი ჰასმიკ აკოპიანი. ნახიჩევანი, ასევე ნახსენებია ლიტერატურ ნაშრომებში. ნიზამი, რომელიც სპარსელი პოეტია, წერდა:

:که تا جایگه یافتی نخچوان

ოჰ ნახიჩევანო, შენ მიაღწიე პატივისცემას,
بدین شاه شد بخت پیرت جوان
ამ მეფის წყალობით, შენ დარჩები სულ ასეთი.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება
 
ჰეიდარ ალიევი, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი და ეროვნული ლიდერი, დაიბადა ნახიჩევანში.

პოლიტიკური ლიდერები

რედაქტირება

პოეტები და მწერლები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Xəlilzadə,elgunkh, Elgun Xelilzade, Elgun Khalilzadeh, Elgün. Naxçıvan Muxtar Respublikası Dövlət Statistika Komitəsi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  2. Official portal of Nakhchivan Autonomous Republic :Nakhchivan Autonomous Republic დაარქივებული December 9, 2012, საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  3. Population of Azerbaijan. State Statistics Committee. ციტირების თარიღი: February 22, 2021
  4. Hans-Joachim Hoppe: Nachitschewan – Vorposten Aserbaidschans (Nakhchivan – outpost of Azerbaijan), in "Eurasisches Magazin" (in German), August 2, 2011 დაარქივებული August 10, 2011, საიტზე Wayback Machine.
  5. Naxcivan - republic, Azerbaijan. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  6. "[1]." Merriam-Webster's Collegiate Dictionary, 11th ed. 2003. (ISBN 0-87779-809-5) New York: Merriam-Webster, Inc.
  7. Azerbaijan - history - geography. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  8. Jewish Flood Legends. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  9. Plant Genetic Resources in Central Asia and Caucasus: History of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-28. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 Hewsen, Robert H (2001). Armenia: A Historical Atlas. Chicago: University of Chicago Press, გვ. 266. ISBN 0-226-33228-4. 
  11. 11.0 11.1 Elisabeth Bauer, Armenia: Past and Present, p.99 (ISBN B0006EXQ9C).
  12. Kazemzadeh, Firuz. The Struggle For Transcaucasia: 1917–1921. p. 255 (ISBN 0-8305-0076-6).
  13. Ibid. p.267.
  14. Chapter 3. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  15. Noah's Ark: Its Final Berth დაარქივებული 2008-03-12 საიტზე Wayback Machine. by Bill Crouse
  16. 16.0 16.1 (რუსული) "Nakhichevan" დაარქივებული 2013-07-03 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links in the Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary, St. Petersburg, Russia: 1890–1907.
  17. "Nakhichevan" დაარქივებული 2015-04-26 საიტზე Wayback Machine. in the 1911 Encyclopædia Britannica, vol.19, p.156.
  18. Coene, Frederik (2009). The Caucasus: an introduction. Routedge, გვ. 35. ISBN 978-0-415-48660-6. 
  19. 19.00 19.01 19.02 19.03 19.04 19.05 19.06 19.07 19.08 19.09 19.10 19.11 19.12 19.13 19.14 (რუსული) Great Soviet Encyclopedia. Nakhichevan Autonomous Soviet Socialist Republic დაარქივებული 2016-04-10 საიტზე Wayback Machine.
  20. Early Indo-European Online: Introduction to the Language Lessons. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  21. 21.0 21.1 21.2 Ayvazyan, Argam. The Historical Monuments Of Nakhichevan, pp. 10-12. ISBN 0-8143-1896-7
  22. Hewsen. Armenia: A Historical Atlas, p. 100.
  23. (სომხური) Aram Ter-Ghevondyan. «Մուրացյան» (Muratsyan). Soviet Armenian Encyclopedia. vol. viii. Yerevan, Armenian SSR: Armenian Academy of Sciences, 1982, p. 98.
  24. ARMENIA - JewishEncyclopedia.com. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  25. Կորյուն, Վարք Մաշտոցի, աշխարհաբար թարգմանությունը, ներածական ուսումնասիրությամբ, առաջաբանով և ծանոթագրություններով՝ Մ. Աբեղյանի, Եր., 1962, էջ 98։
  26. Koryun: Life of Mashtots Koryun, The Life of Mashtots
  27. 27.0 27.1 27.2 David Marshall Lang, Armenia: Cradle of Civilization, p. 178 ISBN 0-04-956009-3.
  28. Mark Whittow. The Making of Byzantium, 600-1025. Berkeley: University of California Press, 1996, p. 210. ISBN 0-520-20497-2
  29. M. Whittow, "The Making of Byzantium: 600-1025", pp. 195, 203, 215: Excerpts:[Iranian] Azerbaijan was the scene of frequent anti-Califhate and anti-Arab revolts during the 8th and 9th centuries, and Byzantine sources talk of Persian warriors seeking refuge in the 830s from the caliph's armies by taking service under the Byzantine emperor Theophilos. [...] Azerbaijan had a Persian population and was a traditional centre of the Zoroastrian religion. [...] The Khurramites were a [...] Persian sect, influenced by Shiite doctrines, but with their roots in a pre-Islamic Persian religious movement.
  30. Armenian historian Vardan Areveltsi, c. 1198 – 1271 notes: In these days, a man of the PERSIAN race, named Bab, who had went from Baltat killed many of the race of Ismayil (what Armenians called Arabs) by sword and took many slaves and thought himself to be immortal. ..Ma'mun for 7 years was battling in the Greek territories and ..came back to Mesopotamia. See: La domination arabe en Armènie, extrait de l’ histoire universelle de Vardan, traduit de l’armènian et annotè, J. Muyldermans, Louvain et Paris, 1927, pg 119: En ces jours-lá, un homme de la race PERSE, nomm é Bab, sortant de Baltat, faiser passer par le fil de l’épée beaucoup de la race d’Ismayēl tandis qu’il.. Original Grabar: Havoursn haynosig ayr mi hazkes Barsitz Pap anoun yelyal i Baghdada, arganer zpazoums i sour suseri hazken Ismayeli, zpazoums kerelov. yev anser zinkn anmah. yev i mium nvaki sadager yeresoun hazar i baderazmeln youroum ent Ismayeli
  31. Ibn Hazm (994-1064), the Arab historian mentions the different Iranian revolts against the Caliphate in his book Al-fasl fil al-Milal wal-Nihal. He writes: The Persians had the great land expanse and were greater than all other people and thought of themselves as better... after their defeated by Arabs, they rose up to fight against Islam, but God did not give them victory. Among their leaders were Sanbadh, Muqanna', Ostadsis and Babak and others. Full original Arabic:
    «أن الفرس كانوا من سعة الملك وعلو اليد على جميع الأمم وجلالة الخطير في أنفسهم حتى أنهم كانوا يسمون أنفسهم الأحرار والأبناء وكانوا يعدون سائر الناس عبيداً لهم فلما امتحنوا بزوال الدولة عنهم على أيدي العرب وكانت العرب أقل الأمم عند الفرس خطراً تعاظمهم الأمر وتضاعفت لديهم المصيبة وراموا كيد الإسلام بالمحاربة في أوقات شتى ففي كل ذلك يظهر الله سبحانه وتعالى الحق وكان من قائمتهم سنبادة واستاسيس والمقنع وبابك وغيرهم ». See: al-Faṣl fī al-milal wa-al-ahwāʾ wa-al-niḥal / taʾlīf Abī Muḥammad ʻAlī ibn Aḥmad al-maʻrūf bi-Ibn Ḥazm al-Ẓāhirī ; taḥqīq Muḥammad Ibrāhīm Naṣr, ʻAbd al-Raḥmān ʻUmayrah. Jiddah : Sharikat Maktabāt ʻUkāẓ, 1982.
  32. "Babak." Encyclopædia Britannica. 2007. Encyclopædia Britannica Online. 7 June 2007 <http://www.britannica.com/eb/article-9002797>.
  33. Encyclopedia Iranica, "Atabakan-e Adarbayjan" დაარქივებული 2007-10-16 საიტზე Wayback Machine. , Saljuq rulers of Azerbaijan, 12th–13th, Luther, K. pp. 890-894.
  34. Centre, UNESCO World Heritage. The mausoleum of Nakhichevan (#) - UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  35. The Status of Religious Minorities in Safavid Iran 1617-61, Vera B. Moreen, Journal of Near Eastern Studies Vol. 40, No. 2 (April , 1981), pp.128-129
  36. The history and conquests of the Saracens, 6 lectures, Edward Augustus Freeman, Macmillan (1876) p. 229
  37. Lang. Armenia: Cradle of Civilization, pp. 210-1.
  38. Encyclopedia Iranica. Kangarlu დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. .
  39. Timothy C. Dowling Russia at War: From the Mongol Conquest to Afghanistan, Chechnya, and Beyond pp 728 ABC-CLIO, 2 dec. 2014 ISBN 1598849484
  40. (რუსული) Great Soviet Encyclopedia. Treaty of Turkmanchai. დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
  41. (რუსული) A.S. Griboyedov. Letter to Count I.F.Paskevich.
  42. (რუსული) Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary. "Sharur-Daralagyoz uyezd". St. Petersburg, Russia, 1890–1907
  43. Michael P. Croissant. The Armenia-Azerbaijan Conflict: Causes and Implications, p. 9. ISBN 0-275-96241-5
  44. Ian Bremmer and Ray Taras. New States, New Politics: Building Post-Soviet Nations, p. 484. ISBN 0-521-57799-3
  45. Croissant. Armenia-Azerbaijan Conflict, p. 15.
  46. 46.0 46.1 46.2 Dr. Andrew Andersen, Ph. D. Atlas of Conflicts: Armenia: Nation Building and Territorial Disputes: 1918-1920
  47. თომას დე ვაალი. შავი ბაღი: სომხეთი და აზერბაიჯანი ომსა და მშვიდობას შორის. New York: New York University Press, pp. 128-129. ISBN 0-8147-1945-7
  48. Croissant. Armenia-Azerbaijan Conflict, p. 16.
  49. De Waal. Black Garden, p. 129.
  50. 50.0 50.1 Tim Potier. Conflict in Nagorno-Karabakh, Abkhazia, and South Ossetia: A Legal Appraisal, p. 4. ISBN 90-411-1477-7
  51. Croissant. Armenia-Azerbaijan Conflict, p. 18.
  52. 52.0 52.1 Ian Bremmer and Ray Taras. New States, New Politics: Building Post-Soviet Nations, p. 444. ISBN 0-521-57799-3
  53. ANN/Groong -- Treaty of Berlin - 07/13/1878. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  54. 54.0 54.1 De Waal. Black Garden, p. 271.
  55. 55.0 55.1 Armenia: A Country Study: The New Nationalism, The Library of Congress
  56. Thomas Ambrosio. Irredentism: Ethnic Conflict and International Politics. ISBN 0-275-97260-7
  57. Stuart J. Kaufman. Modern Hatreds: The Symbolic Politics of Ethnic War. ISBN 0-8014-8736-6
  58. De Waal, Black Garden, p. 88-89.
  59. Azerbaijan: A Country Study: Aliyev and the Presidential Election of October 1993, The Library of Congress
  60. Contested Borders in the Caucasus: Chapter VII: Iran's Role as Mediator in the Nagorno-Karabakh Crisis დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine. by Abdollah Ramezanzadeh
  61. Russia Plans Leaner, More Open Military. The Washington Post. May 23, 1992
  62. Background Paper on the Nagorno-Karabakh Conflict. Council of Europe.
  63. The Toronto Star. May 20, 1992
  64. 64.0 64.1 US Department of State Daily Briefing #78: Tuesday, 5/19/92. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-08. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  65. Armenian Siege of Azeri Town Threatens Turkey, Russia, Iran. The Baltimore Sun. June 3, 1992
  66. Reuters News Agency დაარქივებული 2007-01-12 საიტზე Wayback Machine. , wire carried by the Globe and Mail (Canada) on May 20, 1992. pg. A.10
  67. 67.0 67.1 Overview of Areas of Armed Conflict in the former Soviet Union, Human Rights Watch, Helsinki Report
  68. Azerbaijan: Seven Years Of Conflict In Nagorno-Karabakh, Human Rights Watch, Helsinki Report
  69. 69.0 69.1 Turkey Orders Armenians to Leave Azerbaijan, Moves Troops to the Border. The Salt Lake Tribune. September 4, 1993. pg. A1.
  70. Azerbaijan: A Country Study: Efforts to Resolve the Nagorno-Karabakh Crisis, 1993, The Library of Congress
  71. Richard Plunkett and Tom Masters. Lonely Planet: Georgia, Armenia, and Azerbaijan, p. 243. ISBN 1-74059-138-0
  72. State Structure of Nakhchivan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-17. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  73. 73.0 73.1 „Nakhichevan: Disappointment and Secrecy“. Institute for War and Peace Reporting. 2004-05-19. ციტირების თარიღი: 2004-05-19.
  74. „New bridge links Iran to Nakhichevan“. Press TV. 2007-10-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2008-01-03.
  75. „Azerbaijani President attends opening of bridge uniting Iran with Azerbaijan“. Azeri Press Agency. 2007-10-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: 2008-01-03.
  76. Central Bank of Azerbaijan დაარქივებული 2010-03-14 საიტზე Wayback Machine. . Commemorative coins. Coins produced within 1992-2010 დაარქივებული 2010-01-19 საიტზე Wayback Machine. : Commemorative coins dedicated to 85th anniversary of Nakhchivan Autonomy Republic. – Retrieved on 25 February 2010.
  77. 77.00 77.01 77.02 77.03 77.04 77.05 77.06 77.07 77.08 77.09 77.10 77.11 77.12 77.13 77.14 77.15 77.16 77.17 77.18 Official portal of Nakhchivan Autonomous Republic :Cities and regions დაარქივებული 2014-05-19 საიტზე Wayback Machine.
  78. Alexander Griboyedov (1828). {{{title}}} (Russian). Moscow: А.С.Грибоедов. Сочинения. Москва, Художественная литература, 1988 г., сс. 611-614. 
  79. Ivan Shopen (1852). {{{title}}} (Russian). Saint Petersburg: Имп. Академия наук (Imperial Academy of Sciences). 
  80. (რუსული) Нахичевань. Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary
  81. (რუსული) Демокоп Weekly Нахичеванский уезд
  82. (რუსული) «Кавказский календарь на 1917 г.», с. 214-221
  83. Christopher J. Walker, ed., Armenia and Karabakh, op. cit., pp. 64-65
  84. (რუსული) НАХИЧЕВАНСКАЯ ССР (1926 г.)
  85. 85.0 85.1 85.2 85.3 85.4 (რუსული) Население Азербайджана
  86. The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan – Regions of Azerbaijan- Nakchivan economic district – Ethnic Structure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  87. Ethnic composition of Azerbaijan 2009. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  88. Naxçıvanda əhalinin sayı 2 faiz artıb (2 May 2012). ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  89. The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan: Nakhchivan Economic Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  90. Kurdish people - Kurds in Azerbaijan - Azerb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-19. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  91. 91.0 91.1 Naxçıvan Muxtar Respublikası üzrə əhalinin sayı və cins üzrə bölgüsü 1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2014-12-05.
  92. Makroiqtisadi göstəricilər. statistika.nmr.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-01. ციტირების თარიღი: 2014-12-05.
  93. Naxçıvan Muxtar Respublikası üzrə cins bölgüsündə doğulanda gözlənilən ömür uzunluğu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-10. ციტირების თარიღი: 2014-12-05.
  94. 94.0 94.1 Naxçıvan Muxtar Respublikası üzrə təhsilin əsas göstəriciləri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2014-12-05.
  95. 95.0 95.1 95.2 95.3 Technical notes: Calculating the human development indices – graphical presentation (24 June 2014). ციტირების თარიღი: 2014-12-05.
  96. Plunkett and Masters. Lonely Planet, p. 246.
  97. iExplore.com - Cyprus Overview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-15. ციტირების თარიღი: 2016-12-18.
  98. „Europe, the US, Turkey and Azerbaijan recognize the "unrecognized" Turkish Republic of Northern Cyprus“. REGNUM News Agency. 2006-09-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-13. ციტირების თარიღი: 2006-09-22.
  99. Alexande de Rhodes, Divers Voyages et Missions du P. A. de Rhodes en la Chine, &AutresRoyaumes avec son Retour en Europe par la Perse et I’Armenie (Paris: Sebastian Cramoisy, 1653), Part 3, 63. Second edition (Paris: 1854), 416. "Out of the walls of this city [Julfa] which now is only a desert, I saw a beautiful monument to the ancient piety of the Armenians. It is a vast site, where there are at the very least ten thousand tombstones of marble, all marvelously well carved."
  100. Sylvain Besson, "L'Azerbaidjian Face au Desastre Culturel", Le Temps (Switzerland), November 4, 2006.
  101. Switzerland-Armenia Parliamentary Group (ed.) "The destruction of Jugha and the Entire Armenian Cultural Heritage in Nakhchivan", Bern, 2006. p73-77.
  102. Monumental Effort: Scotsman wants to prove Azeri policy of cultural destruction in Nakhijevan, Gayane Mkrtchyan, ArmeniaNow, 2 September 2005. http://www.armenianow.com/features/5782/monumental_effort_scotsman_wants_t დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. Quote: "But a special state policy of destruction is being implemented in Azerbaijan. In Turkey, after 90 years of staying empty, there are still standing churches today, meanwhile in Nakhijevan, all have been destroyed within just 10 years."
  103. The Switzerland-Armenia Association (SAA), for consideration at the 49th session of the Committee on Economic, Social and Cultural Rights (Pre-Sessional Working Group, 21-25 May 2012)
  104. „World Watches In Silence As Azerbaijan Wipes Out Armenian Culture“. The Art Newspaper. 2006-05-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-11. ციტირების თარიღი: 2006-05-25.
  105. „Tragedy on the Araxes“. Archaeology. 2006-06-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-21. ციტირების თარიღი: 2006-06-30.
  106. Armenica: Destruction of Armenian Khatchkars in Old Jougha (Nakhichevan). ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  107. 107.0 107.1 Historic graveyard is victim of war - The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  108. „Will the arrested minister become new leader of opposition? Azerbaijani press digest“. REGNUM News Agency. 2006-01-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-18. ციტირების თარიღი: 2006-01-20.
  109. „Azerbaijan: Famous Medieval Cemetery Vanishes“. Institute for War and Peace Reporting. 2006-04-19. ციტირების თარიღი: 2006-04-19.
  110. ICOMOS World Report 2006/2007 on Monuments and Sites in Danger
  111. Azerbaijan 'flattened' sacred Armenian site (29 May 2006). ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  112. Satellite Images Show Disappearance of Armenian Artifacts in Azerbaijan (8 December 2010). ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  113. European Parliament Resolution on the European Neighbourhood Policy - January 2006. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  114. Texts adopted - Thursday, 16 February 2006 - Cultural heritage in Azerbaijan - P6_TA(2006)0069. ციტირების თარიღი: 12 June 2016.
  115. Castle, Stephen (2006-05-30). „Azerbaijan 'Flattened' Sacred Armenian Site“. London: The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-06-15. ციტირების თარიღი: 2006-05-30.
  116. "Pace Mission to Monitor Cultural Monuments", S. Agayeva, Trend News Agency, Azerbaijan, August 22, 2007.
  117. Ministry of Foreign Affairs of the Republic of Armenia, Press Release 29-08-2007.