სომხურ-თათრული ხოცვა-ჟლეტა (1905-1906)

1905-1906 წლების სომხურ-თათრული ხოცვა-ჟლეტა — სისხლიანი შეტაკებები ამიერკავკასიაში 1905 წლის რევოლუციის დროს ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რომლებსაც რუსეთში იმ დროს უწოდებდნენ ამიერკავკასიის თათრებს[1] ყველაზე ძალადობრივი შეტაკება მოხდა 1905 წლის თებერვალში ბაქოში, მაისში ნახიჩევანში, აგვისტოში შუშაში და ნოემბერში განჯაში. შედარებით მცირე მასშტაბის დაპირისპირება მოხდა თბილისში. ამერიკელი თურქოლოგ-აზერბაიჯანმცოდნის, ტადეუშ სვენტოჰოვსკის თქმით, 1905 წლის შეტაკების დროს, განადგურდა 158 აზერბაიჯანული და 128 სომხური სოფელი და სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 3-დან 10 ათასამდე ადამიანი.[2]მიუხედავად ერთი მხრივ, ქრისტიანული სომხური და, მეორე მხრივ, ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო ლიდერების მცდელობებისა, რომ ბოლო მოღებოდა სისხლისღვრას, მეფის მთავრობა პრაქტიკულად არავითარ ძალისხმევას არ ახორციელებდა წესრიგის აღდგენისთვის.[3]

კაზაკთა პატრული ბაქოს დამწვარ ნავთობსაბადოებთან ახლოს. 1905 წლის ფოტო.
  1. Энциклопедия «Народы России» Издательство «Большая Российская энциклопедия» Москва 1994. статья азербайджанцы стр. 79
  2. Tadeusz Swietochowski. Russia and Azerbaijan: A Borderland in Transition. Columbia University Press, 1995. ISBN 0-231-07068-3, 9780231070683. p. 40.
  3. Mark Malkasian. «Gha-Ra-Bagh»: The Emergence of the National Democratic Movement in Armenia. Wayne State University Press, 1996, p.14.