ბაბექი
ბაბექი, ფაფაქი (ნამდვილი სახელი ჰასანი; დ. დაახლოებით 789-800 — გ. იანვარი, 838) — სახალხო აჯანყების ბელადი აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში დაახლოებით 816-837 წლებში (ბაბექის აჯანყება).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ბილალაბადში (ირანის აზერბაიჯანი), წვრილი ვაჭრის ოჯახში. ბავშვობაში მწყემსობდა, მეაქლემედ დაჰყვებოდა ქარავნებს, თავრისში ხელოსნის შეგირდი იყო. მონაწილეობდა ხურამიტების მოძრაობაში. 816 წელს სათავეში ჩაუდგა ანტიარაბულ აჯანყებას. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ალბანელმა ფეოდალებმა ბაბექი არაბებს გადასცეს, რომლებმაც ხალიფის თანდასწრებით სიკვდილით დასაჯეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- История Азербайджана, Баку, 1958, с. 117-125;
- Томара М., Бабек, М., 1936;
- Ямпольский З. И., Восстание Бабека, Баку, 1941;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 118.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: