შაჰბუზი
შაჰბუზი (აზერ. Şahbuz) — ქალაქი აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის შაჰბუზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ნახიჩევანჩაიზე, ნახიჩევანის რკინიგზის სადგურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ-ში.
ქალაქი | |
---|---|
შაჰბუზი აზერ. Şahbuz | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რაიონი | შაჰბუზი |
კოორდინატები | 39°24′26″ ჩ. გ. 45°34′23″ ა. გ. / 39.4073287694° ჩ. გ. 45.5732670806° ა. გ. |
მოსახლეობა |
3 127 (2008), 2 283 (1989), 3 200 (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
1989 წლის სრულიად საკავშირო აღწერის მიხედვით, შაჰბუზში 2283 ადამიანი ცხოვრობდა.[1] 2007 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი.[2]
ქალაქში მოქმედებს მანქანის შემკეთებელი ქარხნები, მარნები; ბადამლის მინერალური წყლების ქარხანა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Демоскоп Weekly - Приложение. Справочник статистических показателей.. ციტირების თარიღი: 2010-02-11
- ↑ Рамиль Мамедли (2007-12-28). „Нахчыванский поселок Шахбуз получил статус города“ (რუსული). Day.Az.