არაქსის წყალსაცავი

არაქსის წყალსაცავი (აზერ. Araz su anbarı) — წყალსაცავი აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ირანის დასავლეთ აზერბაიჯანში. იგი ჩამოყალიბდა მდინარე არაქსზე 1971 წელს, ქალაქ ნახიჩევანთან არაქსის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას, საბჭოთა კავშირისა და ირანის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების შესაბამისად.

არაქსის წყალსაცავი
Araz su anbarı
ქვეყანა

აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

ირანის დროშა ირანი
ზღვის დონიდან 777,5
ფართობი 145 კმ²
მოცულობა 1,254 კმ³

წყლის მოცულობა 1,254 კმ³. ზედაპირის ფართობია 145 კმ². სიმაღლე ზღვის დონიდან - 777,5 მ[1].

გახსნის დღიდან წყალსაცავი უზრუნველყოფდა სარწყავი წყლით 400,000 ჰა სახნავ-სათესი მიწებს აზერბაიჯანსა და ირანში[2].

წყალსაცავის ფაუნა  წარმოდგენილია 5 ტიპით, 9 კლასით, 18 რიგით, 34 ოჯახით, 77 გვარით და ბენთოზური ორგანიზმების 105 სახეობითა და ქვესახეობით[3].

არაქსის წყალსაცავის იქთიოფაუნა მოიცავს თევზის 29 სახეობას და ქვესახეობას.

  1. Водохранилища
  2. SU ANBARLARI
  3. Байрамов А. Б. Зообентос Нахчыванского водохранилища: Автореф. дисс. <…> канд. биол. наук, Баку, 2008, 22 с.