იბრაჰიმ ფეჩევი
იბრაჰიმ ფეჩევი (დ. 1574, ფიუნფკირხენი, უნგრეთი — გ. 1650) — თურქული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მსახურობდა სხვადასხვა სამოხელეო და სამხედრო თანამდებობაზე. ოსმალეთის ჯართან ერთად მონაწილეობდა მრავალ ლაშქრობაში. მას ეკუთვნის ოსმალეთის ორტომიანი ისტორია, რომელიც საუკეთესო წყაროა 1520-1640 წწ. ოსმალეთისა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ისტორიის შესასწავლად. ფეჩევი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოგვცემს ცნობებს XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორიის შესახებ. თავისი დროის ფაქტების უდიდეს ნაწილს ფეჩევი აღწერს როგორც თვითმხილველი. ადრინდელი ამბები დაფუძნებულია ზეპირ და დოკუმენტურ წყაროებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ალასანია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 278.