მამედ არაზი ( აზერ. Məmməd Araz, ფსევდონიმი; სრული სახელი Mammad Infil ogly Ibrahimov ( Məmməd İnfil oğlu İbrahimov ); დ. 14 ოქტომბერი, 1933, ნურსუ, შაჰბუზის რაიონი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა — გ. 1 დეკემბერი, 2004, ბაქო ) — აზერბაიჯანელი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, აზერბაიჯანის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე ( 30 ივლისი, 1979 ) აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1984), აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (1991).[1][2]

მამედ ინფილ ოღლი იბრაგიმოვი
აზერ. Məmməd İnfil oğlu İbrahimov
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1933
დაბადების ადგილი ნურსუ, შაჰბუზის რაიონი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი, 2004 (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ

აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია, პუბლიცისტიკა
ჯილდოები დამოუკიდებლობის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, People’s Poet of Azerbaijan და Honored Culture Worker of the Azerbaijan SSR
შვილ(ებ)ი Q12849128?
საიტი memmedaraz.az

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამედ არაზი დაიბადა 1933 წლის 14 ოქტომბერს შაჰბუზის რაიონის სოფელ ნურსუში. 1949 წელს დაამთავრა შაჰბუზქენდის საშუალო სკოლა. 1950 წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე. 1951 წელს აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას ი.შიხლის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ წრეში. 1952 წელს დაიბეჭდა მამედ არაზის პირველი ლექსი ჟურნალში „ რევოლუცია და კულტურა " (" Ингилаб вэ медениййэт "). 1954 წელს, ინსტიტუტის დამთავრების საზეიმო წვეულებაზე, მან წაიკითხა ლექსი " Айрылыг " ("განშორება").

1955-1956 წლებში მუშაობდა პედაგოგად შაჰბუზის რაიონის სოფელ ნურსუში. 1957 წელს აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებული პრესის მთავარ განყოფილებაში იყო უფლებამოსილი წარმომადგენლი. იმავე წელს გამოიცა მ.არაზის ლექსი " Уч огул анасы " („სამი ვაჟის დედა"). 1957 წელს გახდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი. 1959 წელს გამომცემლობა „აზერნაშრმა" გამოსცა მ.არაზის ლექსების პირველი წიგნი სახელწოდებით " Севги нягмяси " („სიყვარულის სიმღერა"). 1959-1961 წლებში სწავლობდა მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობა გამომცემლობა „მაარიფის" რედაქტორად. 1963 წელს დაინიშნა აზერბაიჯანის სახელმწიფო გამომცემლობის მხატვრული ლიტერატურის რედაქციის დირექტორად. იმავე წელს გამოიცა მ.არაზის წიგნი " Мян сяни тапарам " ("მე გიპოვნი"). 1964 წელს გამოსცა ლექსების კრებული სახელწოდებით " Араз ахыр " („მიედინება არაზი"). 1967 წელს აირჩიეს ჟურნალის „ ულდუზის " („ვარსკვლავი") აღმასრულებელ მდივნად. იმავე წელს გამომცემლობა „აზერნეშრმა“ გამოსცა მ.არაზის წიგნი „ Омрюн карваны “ („სიცოცხლის ქარავანი“). 1970 წელს მუშაობდა გაზეთ " Эдэбиййат вэ инджэсэнэт " („ლიტერატურა და ხელოვნება") მთავარი რედაქტორის მოადგილედ.

 
მემორიალური დაფა ბაქოში სახლის კედელზე, სადაც ცხოვრობდა მამედ არაზი

1971-1981 წლებში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის პოეზიის განყოფილებას, ხელს უწყობდა ეროვნული პოეზიის განვითარებას და ლიტერატურული ახალგაზრდობის ჩამოყალიბებას. 1972 წელს გაათავისუფლეს რედაქტორის მოადგილის თანამდებობიდან ნაციონალიზმის ბრალდებით გაზეთ " Эдебиййат вэ инджэсэнэт " („ლიტერატურა და ხელოვნება") სპეციალურ ნომერში გამოქვეყნებული მასალებისთვის, რომელიც ეძღვნებოდა ნარიმან ნარიმანოვის დაბადებიდან 100 წლისთავს. . 1973 წელს გამოიცა მ.არაზის წიგნი " Ганадлы гаялар " („სისხლიანი კლდეები"). 1973 წელს მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო გამომცემლობის უფროსის მოადგილედ. 1974 წელს გამომცემლობა " Гянджлик "- მა გამოსცა წიგნი " Атамын китабы " („მამაჩემის წიგნი"). იმავე წელს დაინიშნა ახლად დაარსებული ჟურნალ „აზერბაიჯანის ბუნების" მთავარ რედაქტორად. ამ თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. 1974 წელს მ.არაზმა გამოაქვეყნა პუბლიცისტური წიგნი " Хяйатын вэ созюн рянгляри " („ცხოვრების ფერები და სიტყვები"). 1975 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.[3]

1978 წელს გამომცემლობა " Гянджлик "-მა გამოსცა მ.არაზის წიგნი " Охучуя мяктуб " („წერილი მკითხველს"). იმავე წელს მიენიჭა კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება. 1984 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ საპატიო დიპლომი. მამედ არაზს 1984 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1986 წელს გამომცემლობაm " Язычы " გამოსცა მ.არაზის წიგნი " Сечилмиш эсэрляр " („რჩეული ნაწარმოებები"). 1988 წელს მას მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემია ჟურნალებში " ლიტერატურული აზერბაიჯანი " და " Улдуз " გამოქვეყნებული ლექსებისთვის.[4]

7 დეკემბერს მიენიჭა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდება. 1992 წელს გამოიცა მ.არაზის წიგნები " Даш харайы " და " Дюнйа дюзялмир ", 1994 წელს — " Гаялара язылан сяс ". 1995 წელს მიენიჭა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო — დამოუკიდებლობის ორდენი.

მამედ იბრაგიმოვი გარდაიცვალა 2004 წლის 1 დეკემბერს ბაქოში.[5][6]

უცხო ენებზე გამოცემული წიგნები

რედაქტირება

თარგმანები

რედაქტირება