ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისმაილ შიხლი (აზერ. İsmayıl Şıxlı; დაბადებით ისმაილ ყაჰრამან-ოღლუ შიხლი; აზერ. İsmayıl Qəhrəman oğlu Şıxlı; დ. 22 მარტი, 1919, სოფ. იქინჯი-შიხლი — გ. 26 ივნისი, 1995, ბაქო) — აზერბაიჯანელი მწერალი, სცენარისტი, ლიტერატურათმცოდნე, აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1984), აზერბაიჯანის კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1976), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1954), აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი (1986, 1990), მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ისმაილ შიხლი
İsmayıl Şıxlı
აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1986 – 1991
წინამორბედიბილ კლინტონი
მემკვიდრებარაკ ობამა

დაბადებული22 მარტი 1919
იქინჯი-შიხლი, ყაზახის მაზრა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდაცვლილი26 ივნისი, 1995 (76 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისმაილ შიხლი დაიბადა 1919 წლის 22 მარტს ელისაბედპოლის გუბერნიაში (ამჟამად აზერბაიჯანის ყაზახის რაიონი), ყაზახის მაზრის სოფელ იქინჯი-შიხლში მასწავლებლის ოჯახში. იგი შიხლინსკების ცნობილი გვარის წარმომადგენელი, გენერალ ჯავად ბეგ შიხლინსკის ძმის შვილი იყო.

1941 წელს აზერბაიჯანის პედაგოგიური უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა.[1]

1942 წლის სექტემბრიდან მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. იყო მე-19 მოტორიზებული პონტონ-ხიდების ბატალიონში პონტონიორად. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე, საზღვაო არმიაში და ბელორუსიის მე-3 ფრონტზე. მონაწილეობდა ბრძოლაში კავკასიისათვის, ყირიმის განთავისუფლებასა და აღმოსავლეთ-პრუსიის ოპერაციაში.

ომის დამთავრების შემდეგ ყაზახის რაიონის სოფელ ქოსალარში საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა. 1946–1949 წლებში იყო ასპირანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, ხოლო მოგვიანებით საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერატურის კათედრის გამგე აზერბაიჯანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1949 წლიდან იყო აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი. ბოლო ხანს იყო ჟურნალ „აზერბაიჯანის“ რედაქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი.

ავტორია რომანების: „გზები იყრება“ (1957),[2] „მშფოთვარე მტკვარი“ (1967), „ჩემი გარდაცვლილი სამყარო“ (1995).[3] არის მრავალი კინოსცენარის ავტორი. რომანი „მშფოთვარე მტკვარი“, რომელზეც ისმაილ შიხლი ათი წელი მუშაობდა მრავალი ლიტერატორის მიერ აღიარებულია, როგორც გარდამტეხი ნაწარმოები აზერბაიჯანულ პროზაში, რომელმაც ახალ მიმართულებას - ნეორეალიზმს დაუდო სათავე.[4][5] 1969 წელს რომანის მოტივებზე გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი „დაუცხრომელი მტკვარი“.

  1. Bayramov X. (азерб.)рус.. Gəncə üsyanı — 1920: sənədlər və materiallar. — Bakı: Ləman Nəşriyyat-Poliqrafiyası, 2010. — С. 172. — 290 с.
  2. Мамед Ариф Дадаш-заде. Азербайджанская литература. — М.: Высшая школа, 1979. — С. 175. — 232 с.
  3. Исмаил Шихлы. Пер. с азерб. В. Солоухина. Предисл. Ю. Суровцева. Буйная Кура. Роман. — М.: Художественная литература, 1976. — 365 с.
  4. А. С. Демин. Художественные миры древнерусской литературы. Институт мировой литературы имени А. М. Горького, 1993.
  5. А. Каŭка, Н. С. Надъярных. Способность к диалогу, часть 1. Институт мировой литературы имени А. М. Горького, 1993.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისმაილ_შიხლი“-დან