ყაზახის მაზრა
ყაზახის მაზრა (რუს. Казахский уезд) — რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ელისაბედპოლის გუბერნიის ერთ-ერთი მაზრა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი 1868 წლიდან მდებარეობდა ქალაქ ყაზახში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, რეგიონის ეს სტატუსი 1929 წელს ოფიციალურად ჩამოერთვა.[1]
გეოგრაფია
რედაქტირებაყაზახის მაზრა მდებარეობდა ელიზავეტპოლის გუბერნიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც ესაზღვრებოდა საქართველოსა და ერევნის გუბერნიებს ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო აღმოსავლეთით კი ესაზღვრებოდა ელიზავეტპოლის მაზრა. მაზრას მთლიანი ტერიტორია იყო 6 024,2 კვადრატული ვერსი. მაზრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გავრცელებული იყო მთიანი რელიეფი, ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი კი ძირითადად დაბლობებისგან შედგებოდა. მაზრის ორი მესამედი დაფარული იყო მცირე კავკასიონის სევანის და შაჰ-დაღის მთის მწვერვალებით, რომელიც ერევვნისა და ელისაბედპოლის გუბერნიებს ჰყოფდა, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა, აქ მდებარე დაბლობზე კი მდინარე მტკვარს ხვდებოდა.[2]
ისტორია
რედაქტირებაყაზახის სასულთნო არსებობდა მე -15 საუკუნიდან, მოგვიანებით იგი საქართველოს ტერიტორიებთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. ყაზახი მაშინ წარმოადგენდა საქართველოს გუბერნიის ნაწილს 1868 წლამდე, მანამ სამამ ელისაბედპოლის გუბერნია დაარსდებოდა. ყაზახის მაზრა იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც 1918 წლის დასაწყისში დაიწყო აჯანყებები რუსული მმართველობის წინააღმდეგ.[3] 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მაზრა გააუქმა და მის მაგივრად 1930 წლის 8 აგვისტოს შეიქმნა ყაზახის რაიონი. რეგიონში მდებარეობდა მნიშვნელოვანი სარკინიგზო სადგური, რომელიც აკავშირებდა ელიზავეტპოლის გუბერნიას ერევანთან და ყარსთან ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით. [2]
დემოგრაფია
რედაქტირება1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, მაზრის მთლიანი მოსახლეობა 112 074 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 64 101 იყო აზერბაიჯანელი თურქი, 43 555 სომეხი, 3 444 - რუსი, 425 - ქართველი და სხვა უმცირესობები.[4] 1926 წლიდან საბჭოთა კავშირის მიერ აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა 121 255- ადამიანამდე იყო გაზრდილი, რომელთაგანაც 110 550 აზერბაიჯანელი თურქი იყო, 3 632 - სომეხი, 3 816 - რუსი, ხოლო 1 543 კი გერმანელი..[5] მაზრის პირველ ადგილს იკავებდა ელიზავეტპოლის გუბერნიაში, მისი მამრობითი სქესის ადამიანების რაოდენობის მიხედვით.[6] მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით, მებაღეობით და თამბაქოს მოშენებით იყო დაკავებული. მატყლის წარმოებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის ეკონომიკაში. ყაზახის მაზრაში მთლიანი გუბერნიიდან ყველაზე ნაკლები საწარმოები და ქარხნები მდებარეობდა. 1891 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აქ იყო 10 590 ცხენი, 2 700 ვირი და ჯორი, 77 826 მსხვილფეხა საქონელი, 8 107 ბუფალო, 251 000 ცხვარი, 14 100 თხა და 10 468 ღორი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chisholm, Hugh (1910) The Encyclopædia britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information. Volume 9. Leiden, the Netherlands: The Encyclopædia Britannica Company, გვ. 280. ISBN 978-90-04-17901-1. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Большой энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. Казах. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
- ↑ Mints, Isaac Israilevich (1971) Победа советской власти в Закавказье. Moscow: Metsniereba, გვ. 423. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
- ↑ Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и уездам Российской Империи кроме губерний Европейской России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-19. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
- ↑ КАЗАХСКИЙ УЕЗД (1926 г.). ციტირების თარიღი: 2011-08-04.
- ↑ Agnamaliyeva, Sevil; Kozlov, V.I. (1989) Долгожительство в Азербайджане: сборник научных трудов. Moscow: Institute of Ethnography named after Miklukha Maklay. Nauka, გვ. 84.