ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ. Federation Internationale Des Echecs - FIDE) — საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციებს. ეწევა ჭადრაკის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში და ატარებს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს: მსოფლიოს ჩემპიონატებს ვაჟებსა და ქალებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ვაჟთა და ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებს ანიჭებს საერთაშორისო წოდებებს, აქვეყნებს ელოს კოეფიციენტთა ცხრილს და სხვა.

ფიდე
FIDE
დევიზი Gens Una Sumus[1]
შეიქმნა 20 ივლისი, 1924
ტიპი international sport governing body და chess federation
წევრები 158 ქვეყანა
მდივანი არკადი დვორკოვიჩი (პრეზიდენტი)
ქვეყანა შვეიცარია
თავმჯდომარე არკადი დვორკოვიჩი
კავშირები Global Association of International Sports Federations და Association of IOC Recognised International Sports Federations
https://fide.com

დაარსდა 1924 წლის ივნისს პარიზში VIII ოლიმპიური თამაშების დროს, ლ. ვენსანის (საფრანგეთი), ლ. რისეს (დიდი ბრიტანეთი) და ალექსანდრ რიუბის (ნიდერლანდები) ინიციატივით. ფიდეს დამაარსებლები იყვნენ: არგენტინა, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, იუგოსლავია, კანადა, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, შვეიცარია და ნიდერლანდები. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ნიდერლანდელი ალექსანდრ რიუბი. ამჟამად აერთიანებს 163 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას. ფედერაციას აქვს საკუთარი ჰიმნი და დროშა. ფიდეს დევიზია: ,,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ’’ (ლათ: Gens una sumus). ფიდესთან კავშირშია მიმოწერითი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ICCF), უსინათლო მოჭადრაკეთა საერთაშორისო ასოციაცია (IBCA), ყრუმუნჯთა საერთაშორისო საჭადრაკო კომიტეტი (ICSC), ინვალიდ სპორტსმენთა ასოციაცია (IPCA), საჭადრაკო კომპოზიციის კომიტეტი და საჭადრაკო პრესის საერთაშორისო ასოცოაცია.

ფიდეს სამუშო ენებია: ფრანგული, რუსული (1947 წლიდან), ინგლისური, გერმანული და ესპანური ენები.

ფიდეს წევრობის უფლება აქვს ყველა ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციას, მხოლოდ არაუმეტეს ერთისა ერთი ქვეყნიდან. ფიდეს უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ასამბლეაზე ოთხი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს და ფიდეს ბიუროს. თუ ფიდეს წევრთა 1/8 მოითხოვს რიგგარეშე ასამბლეის ჩატარებას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია ოთხი თვის ვადაში მოიწვიოს იგი. ფიდეს ბიუროში შედიან: პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და 4 სხვა წევრი. ბიუროს ექსტრემალურ სიტუაციებში ენიჭება ასამბლეის უფლებები.

ფიდეს ერთ-ერთი მთავარი ორგანოა ცენტრალური კომიტეტი. მის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, რეგიონალური ზონების პრეზიდენტები, გენერალური მდივანი, ხაზინადარი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ბიუროს 8 წევრი, ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები და მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები. ცენტრალური კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ. იგი ამზადებს გენერალური ასამბლეის ჩატარებას და იმ წელს, როდესაც არ ტარდება ასამბლეა კომიტეტი წყვეტს ფიდეს წინაშე მდგარ გადაუდებელ საკითხებს.

გარდა ხელმძღვანელი ორგანოებისა, ფიდეში არის სამუშო კომისიებიც.

  • საკვალიფიკაციო კომისია
  • წესების კომისია
  • განვითრებადი ქვეყნებისადმი დახმარების კომისია
  • მუდმივი ფონდის ადმინისტრაცია
  • საჭადრაკო კომპოზიციის კომისია
  • ქალთა ჭადრაკის კომისია
  • ბავშვთა ჭადრაკის კომისია
  • ბეჭდვითი საქმის და ინფორმაციის კომისია

საქმიანობის გასამარტივებლად შექმნილია კონტინენტალური საჭადრაკო ფედერაციებიც:

  • ევროპის საჭადრაკო კავშირი
  • აზიის ჭადრაკის ფედერაცია (აქ შედის ავსტრალიაც)
  • ამერიკის ჭადრაკის კონფედერაცია
  • აფრიკის საჭადრაკო კავშირი

გარდა ამ მთავარი კონტინენტალური საჭადრაკო ორგანიზაციებისა შექმნილია სხვა რეგიონალური საჭადრაკო კავშირებიც:

  • თანამეგობრობის ჭადრაკის ასოციაცია
  • არაბული ქვეყნების ჭადრაკის ფედერაცია
  • ასეან-ის ჭადრაკის ასოციაცია
  • შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჭადრაკის ასოციაცია
  • ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ჭადრაკის ასოციაცია
  • იბერო-ამერიკული ჭადრაკის ფედერაცია
  • პატარა ხალხების ჭადრაკის ასოციაცია
  • სასკოლო ჭადრაკის საერთაშორისო ასოციაცია

ფიდეს ეგიდით ტარდება შემდეგი (ძირითადი) ტურნირები:

გარდა ამ ტურნირებისა ტარდება სხვადასხვა რეგიონალური გუნდური ტურნირები როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე.

გარდა ფიდე-ს მიერ ორგანიზებული ტურნირებისა ტარდება მრავალი საერთაშორისო ტურნირი, რომლებსაც ცალკეული ფედერაციები, ქალაქების მერიები, მსხვილი კომპანიები და შეძლებული მეცენატები ატარებენ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის.

ფიდეს პრეზიდენტები

სახელი გვარი ქვეყანა წლები
ალექსანდრე რიუბი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1924-1949
ფოლკე როგარდი ინგლისის დროშა ინგლისი 1949-1970
მაქს ეივე ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1970-1978
ფრიდრიკ ოლაფსონი ისლანდიის დროშა ისლანდია 1978-1982
ფლორენსიო კამპომანესი ფილიპინების დროშა ფილიპინები 1982-1995
კირსან ილიუმჟანოვი დროშა: რუსეთი რუსეთი 1995-2018
არკადი დვორკოვიჩი დროშა: რუსეთი რუსეთი 2018-დან

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნები რედაქტირება

  ავსტრალია   ავსტრია   აზერბაიჯანი   ავღანეთი   ალბანეთი
  ალჟირი   ამერიკის ვირჯინიის კუნძულები   აშშ   ანდორა   ანგოლა
  არაბთა გაერთიანებული საამიროები   არგენტინა   არუბა   ახალი ზელანდია   ბანგლადეში
  ბარბადოსი   ბაჰამის კუნძულები   ბაჰრეინი   ბელგია   ბელიზი
  ბერმუდის კუნძულები   ბელარუსი   ბოლივია   ბოსნია და ჰერცეგოვინა   ბოტსვანა
  ბრაზილია   ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები   ბრუნეი   ბულგარეთი   ბურუნდი
  განა   გერმანია   გერნსი   გვატემალა   დანია
  დომინიკანელთა რესპუბლიკა   ეგვიპტე   ეთიოპია   ეკვადორი   ესპანეთი
  ესტონეთი   ვენესუელა   ვიეტნამი   ზამბია   ზიმბაბვე
  იამაიკა   იაპონია   იემენი   ინგლისი   ინდოეთი
  ინდონეზია   იორდანია   ირანი   ირლანდია   ისლანდია
  ისრაელი   იტალია   თურქეთი   თურქმენეთი   კამბოჯა
  კანადა   კენია   კვიპროსი   კოლუმბია   სამხრეთი კორეა
  კოსტა-რიკა   კოტ-დ’ივუარი   კუბა   ლაოსი   ლატვია
  ლიეტუვა   ლიხტენშტაინი   ლუქსემბურგი   მადაგასკარი   მაკაო
  ჩრდილოეთი მაკედონია   მალავი   მალაიზია   მალტა   მაროკო
  მავრიკი   მექსიკა   მიანმარი   მოზამბიკი   მოლდოვა
  მონაკო   მონღოლეთი   ნამიბია   ნეპალი   ნიგერია
  ნიკარაგუა   ნორვეგია   პაკისტანი   პალაუ   პალესტინა
  პანამა   პაპუა-ახალი გვინეა   პარაგვაი   პერუ   პოლონეთი
  პორტუგალია   პუერტო-რიკო   რუანდა   რუმინეთი   რუსეთი
  საბერძნეთი   სალვადორი   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა   სან-მარინო   საფრანგეთი
  საქართველო   სერბეთი   სოლომონის კუნძულები   სიერა-ლეონე   სინგაპური
  სირია   სლოვენია   სლოვაკეთი   სომალი   სომხეთი
  სუდანი   სურინამი   ჩინეთის ტაიბეი   ტაილანდი   ტაჯიკეთი
  ტრინიდადი და ტობაგო   ტუნისი   უგანდა   უელსი   უზბეკეთი
  უკრაინა   უნგრეთი   ურუგვაი   ფარერის კუნძულები   ფილიპინები
  ფინეთი   ფიჯი   ქუვეითი   ყაზახეთი   კატარი
  ყირგიზეთი   შვედეთი   შვეიცარია   შოტლანდია   შრი-ლანკა
  ჩეხეთი   ჩილე   ჩინეთი   ხორვატია   ჯერზი
  ჰაიტი   ჰონდურასი   ჰონგ-კონგი

ლიტერატურა რედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრკის მატიანე. თბილისი. განათლება. 1995.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. FIDE : Actividad • lichess.org
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფიდე&oldid=4449671“-დან