არკადი დვორკოვიჩი

რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არკადი დვორკოვიჩი (რუს. Арка́дий Влади́мирович Дворко́вич; დ. 26 მარტი, 1972, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. ფიდეს პრეზიდენტი,[1] „РЖД“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, „Россельхозбанк“-ის სადამკვირვებლო საბჭოს წევრი.

არკადი დვორკოვიჩი

რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე (2012 წლის 21 მაისიდან), რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარე (2008 წლის 13 მაისიდან 2012 წლის 21 მაისამდე). აირჩიეს ფიდეს ახალ პრეზიდენტად 2018 წლის 3 ოქტომბერს. ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა კირსან ილუმჟანოვი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1972 წლის 26 მარტს, ქალაქ მოსკოვში. მამამისი, ვლადიმერ დვორკოვიჩი (1937-2005) იყო საერთაშორისო საჭადრაკო არბიტრი და მსოფლიოს ჩემპიონის, გარი კასპაროვის მეგობარი. არკადის ჰყავს ძმა, მიხეილი.[2]

დაამთავრა მოსკოვის №444 სკოლა, მათემატიკის გაღრმავებული სწავლებით. შემდეგ სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე და დიუკის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ).[3] მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ბიზნესმენ ზიავუდინ მაგომედოვთან ერთად,[4]

მუშაობა ექსპერტად

რედაქტირება

1994 წლიდან არის „ეკონომიკური საექსპერტო ჯგუფის“ კონსულტანტი, უფროსი ექსპერტი, გენერალური დირექტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.[5]

2000 წლიდან არის „სტრატეგიული დამუშავების ცენტრში“ (ЦСР) ექსპერტი გერმან გრეფის ხელმძღვანელობის ქვეშ.[6] „ЦСР“-ში დაკავებული იყო საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკით. 2000 წლის მარტში იყო „XXI საუკუნეში პირველ ათწლეულში რუსეთის ეკონომიკური სტრატეგიის“ თანაავტორი.

საჯარო სამსახური

რედაქტირება

2000 წლის აგვისტოდან იყო ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის მინისტრის გერმან გრეფის მრჩეველი.

2001 წლის 26 მარტს, 29-ე დაბადების დღეზე, პრემიერ-მინისტრ მიხეილ კასიანოვის ბრძანებით დაინიშნა ეკონომიკური განვითარების და ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ. მინისტრის მოადგილის რანგში, იყო საგადასახადო რეფორმის ერთ-ერთ ავტორი.[7]

2004 წლის 2 სექტემბერს გახდა „იპოთეკური კრედიტირების სააგენტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2004 წლის აპრილს დაინიშნა პრეზიდენტის საექსპერტო სამართველოს უფროსად.

2008 წლის 13 მაისს გახდა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის დამხმარე.

2010 წლიდან არის ფონდ „სკოლკოვოს“ სამეურვეო საბჭოს წევრი.[8]

2011 წლის სექტემბერში ნეგატიურად შეაფასა პუტინის გადაწყვეტილება, კენჭი ეყარა პრეზიდენტობაზე.[9][10] ერთი წლით ადრე მიცემულ ინტერვიუში, დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ „მედვედევს სურს მეორე ვადაზე დარჩენა“.[9][11]

2012 წლის 21 მაისს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო იმავე წლის 4 ივლისს სასურსათო ბაზრების მონიტორინგის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარედ.[12]

2018 წლის 24 იანვარს Bloomberg-ის ეთერში განაცხადა: „არ ვთვლი, რომ ჩვენ გვყავს ოლიგარქები, ეს 1990-იანების კონცეფციაა. ახლა გვყავს კარგი, მუშა და სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესმენები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყანაზე და საპასუხისმგებლო ბიზნესით შოულობენ ფულს“.[13]

2018 წლის 25 იანვარს, [დავოსი|დავოსში]] ჩატარებულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთს საბანკო სისტემა SWIFT-ის გარეშეც შეეძლო ყოფნა: „მუშაობა SWIFT-ის გარეშეც შეიძლება. იყო დრო, როცა SWIFT-ი საერთოდ არ არსებობდა. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ნაკლებად ეფექტური და უფრო ნელია, მაგრამ მუშაობა შეიძლება“.[14]

თანამდებობები სხვა ორგანიზაციებში

რედაქტირება

2006 წლიდან არის რუსეთის საფეხბურთო კავშირის მმართველობის წევრი, ხელმძღვანელობს რუსული ფეხბურთის განვითარების პროგრამებს.

2007 წელს გახდა რუსეთის საჭადრაკო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; კურირებდა ბავშვთა ჭადრაკის განვითარებას და რუსეთში ჭადრაკის დაფინანსებისა და პროპაგანდირების საკითხებს. 2009 წელს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მედვედევმა გააკრიტიკა სახელმწიფო თანამდებობების და სპორტულ ფედერაციებში დაკავებული პოსტების შეთავსება, დატოვა ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტი.[15] 2010 წელს აირჩიეს ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.[16]

2015 წლის ივლისიდან არის რუსული ეკონომიკური სკოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.[17]

2018 წლის 18 მაისს, ვიცე-პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, აირჩიეს ფონდ „სკოლკოვოს“ თანათავმჯდომარედ.[18]

აირჩიეს ფიდეს პრეზიდენტად 2018 წლის 3 ოქტომბერს.[1]

საკუთრება და შემოსავალი

რედაქტირება

ოფიციალური მონაცემების თანახმად, დვორკოვიჩის შემოსავალი 2011 წელს იყო 4 მილიონი რუბლი, ხოლო მისი მეუღლის 42 მილიონი. მეუღლესთან ერთად, დვორკოვიჩს ეკუთვნის 2 მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ სახლი, ორი ბინა, გარაჟი და Lexus-ის მარკის ორი ავტომობილი.[19]

მოძრაობის წესების დარღვევა

რედაქტირება

2012 წლის 15 იანვარს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩინოვნიკის სპეცავტომობილი უხეშად არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს მოსკოვის ცენტრში. დვორკოვიჩმა აღიარა, რომ ეს მისი ავტომობილი იყო. სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა: „მივდიოდი ძალიან სწრაფად. მძღოლმა ახსნა-განმარტება დაწერა. დასკვნები გამოვიტანეთ“.[20]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 „Аркадий Дворкович избран новым президентом ФИДЕ“.
  2. „С Днём Рождения, Ультралорд!“: Михаил Дворкович задержан за несанкционированное поздравление Путина. NEWSru (7 ოქტომბერი, 2013). ციტირების თარიღი: 2013-12-04.
  3. Биография на официальном сайте президента России
  4. Как связаны новые члены правительства и частный бизнес
  5. «Власть Семей-2011. Президент и его круг», Дворкович Аркадий Владимирович
  6. Настоящий подарок. Коммерсантъ, 27 марта 2001
  7. «Сначала выбрали три самых плохих налога»
  8. Сколково. Люди в проекте. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-22. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
  9. 9.0 9.1 Тандемократия может и не сохраниться при президенте Путине
  10. Помощник президента Дворкович о возвращении Путина в Кремль: нет поводов для радости
  11. Дворкович: Дмитрий Медведев хочет пойти на второй срок
  12. Скорлыгина Н. «Роснефть» интересуется «Зарубежнефтью» // Коммерсантъ-Online. — 2012. — 31 мая.
  13. Дворкович заявил, что в России больше нет олигархов
  14. Дворкович прокомментировал возможность отключения российских банков от SWIFT
  15. Тихонов, Д.. (24 ноября 2009) Чиновники больше не президенты. Газета.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2012-09-09.
  16. Дворкович возглавил Наблюдательный совет федерации шахмат страны. РИА Новости (20 февраля 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2012-09-09.
  17. Дворкович возглавил совет директоров переживающей трудности РЭШ
  18. РБК — Дворкович стал сопредседателем фонда «Сколково»
  19. Сведения о доходах, об имуществе и обязательствах имущественного характера федеральных государственных служащих Администрации президента и аппарата Совета Безопасности России, а также их супругов и несовершеннолетних детей за период с 1 января 2011 г. по 31 декабря 2011 г.. Президент России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-25. ციტირების თარიღი: 2012-12-25.
  20. Автомобиль с мигалкой разогнался в Москве до 180 км/ч — Газета. Ru | Автомобили