მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ადამიანთა სწრაფვამ პირველობისაკენ უკვე მეცხრამეტე საუკუნის 30-ან წლებში მიიყვანა მოჭადრაკეები ჩაეტარებინათ მატჩები მსოფლიოში უძლიერესის გამოსავლენად. 1834 წელს ლონდონში გაიმართა პირველი ასეთი მატჩი ინგლისელ ალექსანდრ მაკდონელსა და ფრანგ ლუი ლაბურდონეს შორის. რა თქმა უნდა, მაშინ არავითარი შესარჩევი სისტემა არ არსებობდა და ლონდონში შეხვდნენ ის მოჭადრაკეები რომლებიც საერთო აზრით ითვლებოდნენ უძლიერესებად. ლონდონის მატჩი ლაბურდონემ მოიგო და ის გახდა კიდეც მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონი.

შემდგომში კიდევ ოთხი ასეთი არაოფიციალური მატჩი გაიმრთა და მხოლოდ 1886 წლის მატჩით ვილჰელმ სტეინიცსა და იოჰან ცუკერტორტს შორის დაიწყო მსოფლიოს ოფიციალური პირველობის გათამაშება.

მეორე მსოფლიოს ომამდე მიუხედავად იმისა, რომ ფიდე 1924 წელს შეიქმნა, მსოფლიოს პირველობაზე მატჩების გამართვა მაინც მოჭადრაკეების პრორეგატივა იყო. მსოფლიოს ჩემპიონი თავად ირჩევდა მეტოქეებს, ან თავისთვის არასასურველ მეტოქეს ისეთ ფინანსურ პირობებს უყენებდა რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ შეასრულებდა. ამიტომაც ვერ ითამაშეს მატჩები მსოფლიოს პირველობაზე თავისი დროის ისეთმა მოჭადრაკეებმა, როგორებიც იყვნენ აარონ ნიმცოვიჩი, აკიბა რუბინშტეინი და სხვები.

1946 წელს როდესაც გარდაიცვალა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ალექსანდრე ალიოხინი, ფიდემ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობის გათამაშება. 1948 წელს ფიდემ ჩატარა მატჩ-ტურნირი მსოფლიოს ხუთი (ამერიკელმა ფაინმა უარი განაცხადა) უძლიერესი მოჭადრაკის მონაწილეობით რომლის გამარჯვებულსაც ოფიციალურად მიენიჭა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. ამავე დროს შემოიღო სამწლიანი ციკლი, რომელიც იწყებოდა ზონალური ტურნირებით, შემდეგ გრძელდებოდა პრეტენდენტთა ტურნირით და მთავრდებოდა მატჩით პრეტენდენტსა და მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონს შორის (შემდგომში ზონალურ და პრეტენდენტთა ტურნირებს შორის ჩაჯდა საზონათაშორისო ტურნირი, ხოლო პრეტენდენტთა ტურნირი შეცვალა პრეტენდენტთა მატჩებმა). 1960 - 1963 წლების ციკლამდე მატჩში დამარცხებულ მსოფლიოს ჩემპიონს ჰქონდა მატჩ-რევანშის უფლება, რომელიც ორჯერ წარმატებით გამოიყენა მიხეილ ბოტვინიკმა. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ჩემპიონი ყოველთვის ინარჩუნებდა თავის ტიტულს.

არაოფიციალური მატჩები მსოფლიოს პირველობაზე

რედაქტირება
# წელი ჩატარების ადგილი გამარჯვებული დამარცხებული ანგარიში
1 1834 ლონდონი ლუი ლაბურდონე,   საფრანგეთი ალექსანდრ მაკდონელი,   დიდი ბრიტანეთი 51,5 - 33,5 (+45=13-27)*
2 1843 პარიზი ჰოვარდ სტაუტონი,   დიდი ბრიტანეთი პიერ სენტ-ამანი,   საფრანგეთი 13 - 8 (+11=4-5)
3 1846 ლონდონი ჰოვარდ სტაუტონი,   დიდი ბრიტანეთი ბერნარდ გოროვიცი,   პრუსია 15,5 - 8,5 (+14=3-7)
4 1858 ლონდონი პოლ მორფი,   აშშ ადოლფ ანდერსენი,   პრუსია 8 - 3 (+7=2-2)
5 1866 ლონდონი ვილჰელმ სტეინიცი,   ავსტრია ადოლფ ანდერსენი,   პრუსია 8 - 6 (+8=0-6)

შენიშვნა: ეს შეჯიბრება შედგებოდა 6 მატჩისაგან, რომელთა შედეგები ცალ-ცალკე ასეთია: ლაბურდონე - მაკდონელი

  • I მატჩი 18-7 (+16=4-5)
  • II მატჩი 4-5 (+4=0-5)
  • III მატჩი 6,5-5,5 (+6=1-5)
  • IV მატჩი 11,5-6,5 (+8=7-3)
  • V მატჩი 7,5-4,5 (+7=1-5)
  • VI მატჩი 4-5 (+4=0-5)

მატჩები მსოფლიოს პირველობაზე

რედაქტირება
# წელი ჩატარების ადგილი მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტი ანგარიში
1 1888 ნიუ-იორკი, სენტ-ლუისი, ახალი ორლეანი ვილჰელ სტეინიცი,   ავსტრია იოჰან ცუკერტორტი,   გერმანია 12,5 - 7,5 (+10=5-5)
2 1889 ჰავანა ვილჰელ სტეინიცი,   აშშ მიხეილ ჩიგორინი,   რუსეთი 10,5 - 6,5 (+10=1-6)
3 1890/1991 ნიუ-იორკი ვილჰელ სტეინიცი,   აშშ ისიდორ გუნსბერგი,   დიდი ბრიტანეთი 10,5 - 8,5 (+6=9-4)
4 1892 ჰავანა ვილჰელ სტეინიცი,   აშშ მიხეილ ჩიგორინი,   რუსეთი 12,5 - 10,5 (+10=5-8)
5 1894 ნიუ-იორკი, ფილადელფია, მონრეალი ვილჰელ სტეინიცი,  აშშ ემანუილ ლასკერი,  გერმანია 12 - 7 (+5=4-10)
6 1896/1897 მოსკოვი ემანუილ ლასკერი,  გერმანია ვილჰელ სტეინიცი,  აშშ 12,5 - 4,5 (+10=5-2)
7 1907 აშშ - ს ქალაქები ემანუილ ლასკერი,  გერმანია ფრენკ ჯეიმზ მარშალი,  აშშ 11,5 - 3,5 (+8=7-0)
8 1908 დიუსელდორფი, მიუნხენი ემანუილ ლასკერი,  გერმანია ზიგბერტ ტარაში,  გერმანია 10,5 - 5,5 (+8=5-3)
9 1909* პარიზი ემანუილ ლასკერი,  გერმანია დავიდ იანოვსკი,  რუსეთი 8 - 2 (+7=2-1)
10 1910 ვენა, ბერლინი ემანუილ ლასკერი,  გერმანია კარლ შლეხტერი,  ავსტრია 5 - 5 (+1=8-1)
11 1910 ბერლინი ემანუილ ლასკერი,  გერმანია დავიდ იანოვსკი,  რუსეთი 9,5 - 1,5 (+8=3-0)
12 1921 ჰავანა ემანუილ ლასკერი,  გერმანია ხოსე რაულ კაპაბლანკა,  კუბა 5 - 9 (+0=10-4)
13 1927 ბუენოს-აირესი ხოსე რაულ კაპაბლანკა,  კუბა ალექსანდრე ალიოხინი,  საფრანგეთი 15,5 - 18,5 (+3=25-6)
14 1929 გერმანიის და ჰოლანდიის ქალაქები ალექსანდრე ალიოხინი,  საფრანგეთი ეფიმ ბოგოლუბოვი,  გერმანია 15,5 - 9,5 (+11=9-5)
15 1934 გერმანიის ქალაქები ალექსანდრე ალიოხინი,  საფრანგეთი ეფიმ ბოგოლუბოვი,  გერმანია 15,5 - 10,5 (+8=15-3)
16 1935 ჰოლანდიის ქალაქები ალექსანდრე ალიოხინი,  საფრანგეთი მაქს ეივე,   ნიდერლანდები 14,5 - 15,5 (+8=13-9)
17 1937 ჰოლანდიის ქალაქები მაქს ეივე,  ნიდერლანდები ალექსანდრე ალიოხინი,  საფრანგეთი 9,5 - 15,5 (+4=11-10)

მატჩ-ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე

რედაქტირება

18.1948 ჰააგა, მოსკოვი

მოჭადრაკე 1 2 3 4 5
1 მიხეილ ბოტვინიკი   =; =; 1; =; = 1; 1; 1; 1; 0 1; =; 0; 1; 1 1; =; 1; =; = 14
2 ვასილი სმისლოვი =; =; 0; =; =   0; 0; =; 1; = =; =; 1; =; = 1; 1; 0; 1; 1 11
3 პაულ კერესი 0; 0; 0; 0; 1 1; 1; =; 0; =   0; =; 1; 0; = 1; =; 1; 1; 1 10,5
4 სამუელ რეშევსკი 0; =; 1; 0; 0 =; =; 0; =; = 1; =; 0; 1; =   1; =; =; 1; 1 10,5
5 მაქს ეივე 0; =; 0; =; = 0; 0; 1; 0; 0 0; =; 0; 0; 0 0; =; =; 0; 0   4

მატჩები მსოფლიოს პირველობაზე

რედაქტირება
# წელი ჩატარების ადგილი მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტი ანგარიში
19 1951 მოსკოვი მიხეილ ბოტვინიკი,   სსრკ დავით ბრონშტეინი,   სსრკ 12 - 12 (+5=14-5)
20 1954 მოსკოვი მიხეილ ბოტვინიკი,   სსრკ ვასილი სმისლოვი,   სსრკ 12 - 12 (+7=10-7)
21 1957 მოსკოვი მიხეილ ბოტვინიკი,   სსრკ ვასილი სმისლოვი,   სსრკ 9,5 - 12,5 (+3=13-6)
22 1958 მოსკოვი ვასილი სმისლოვი,   სსრკ მიხეილ ბოტვინიკი,   სსრკ 10,5 - 12,5 (+5=11-7)
23 1960 მოსკოვი მიხეილ ბოტვინიკი,   სსრკ მიხეილ ტალი,   სსრკ 8,5 - 12,5 (+2=13-6)
24 1961 მოსკოვი მიხეილ ტალი,   სსრკ მიხეილ ბოტვინიკი,   სსრკ 8 - 13 (+5=6-10)
25 1963 მოსკოვი მიხეილ ბოტვინიკი,   სსრკ ტიგრან პეტროსიანი,   სსრკ 9,5 - 12,5 (+2=15-5)
26 1966 მოსკოვი ტიგრან პეტროსიანი,   სსრკ ბორის სპასკი,   სსრკ 12,5 - 11,5 (+4=17-3)
27 1969 მოსკოვი ტიგრან პეტროსიანი,   სსრკ ბორის სპასკი,   სსრკ 10,5 - 12,5 (+4=13-6)
28 1972 რეიკიავიკი ბორის სპასკი,   სსრკ რობერტ ჯეიმზ ფიშერი,   აშშ 8,5 - 12,5 (+3=11-7)
29 1975 რობერტ ჯეიმზ ფიშერი,   აშშ ანატოლი კარპოვი,   სსრკ არ შედგა
30 1978 ბაგიო ანატოლი კარპოვი,   სსრკ ვიქტორ კორჩნოი,   შვეიცარია 16,5 - 15,5 (+6=21-5)
31 1981 მერანო ანატოლი კარპოვი,   სსრკ ვიქტორ კორჩნოი,   შვეიცარია 11 - 7 (+6=10-2)
32 1984/1985 მოსკოვი ანატოლი კარპოვი,   სსრკ გარი კასპაროვი,   სსრკ 25 - 23 (+5=40-3)
33 1985 მოსკოვი ანატოლი კარპოვი,   სსრკ გარი კასპაროვი,   სსრკ 11 - 13 (+3=16-5)
34 1986 ლონდონი, ლენინგრადი გარი კასპაროვი,   სსრკ ანატოლი კარპოვი,   სსრკ 12,5 - 11,5 (+5=15-4)
35 1987 სევილია გარი კასპაროვი,   სსრკ ანატოლი კარპოვი,   სსრკ 12 - 12 (+4=16-4)
36 1990 ნიუ-იორკი, ლიონი გარი კასპაროვი,   სსრკ ანატოლი კარპოვი,   სსრკ 12,5 - 11,5 (+4=17-3)

მატჩები მსოფლიოს პირველობაზე პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ვერსიით

რედაქტირება

1993 წელს ფიდეს პოლიტიკით უკმაყოფილო გარი კასპაროვმა და ნაიჯელ შორტმა (მან გაიმარჯვა პრეტენდენტთა ტურნირში ) უარი განაცხადეს ეთამაშათ მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ფიდეს ეგიდით და თავისი მატჩი ითმაშეს ახლად ჩამოყალიბებული პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ეგიდით. ეს ორგანიზაცია ამ ორი მოჭადრაკის თოსნობით 1993 წელს შეიქმნა. მომდევნო მატჩი კასპაროვს ალექსეი შიროვთნ უნდა ეთმაშა, მაგრამ მატჩი არ შედგა. არ გამართულა არც განმეორებითი მატჩი ანანდთან. 1996 წელს ასოციააციამ სპონსორები ვერ იშოვა და მალევე დაიშლა. კასპაროვმა გადაწყვიტა დაეცვა თავისი ტიტული თავისი შეხედულებით ღირსეულ მეტოქესთნ, რომელიც ფინანსურ პრობლემებსაც მოაგვარებდა. ასეთი მეტოქე მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა, ეს იყო კრამნიკი.

# წელი ჩატარების ადგილი მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტი ანგარიში
1 1993 ლონდონი გარი კასპაროვი,   რუსეთი ნაიჯელ შორტი,   ინგლისი 12,5 - 7,5 (+6=13-1)
2 1995 ნიუ-იორკი გარი კასპაროვი,   რუსეთი ვისვანათან ანანდი,   ინდოეთი 10,5 - 7,5 (+4=13-1)
3 2000 ლონდონი გარი კასპაროვი,   რუსეთი ვლადიმირ კრამნიკი,   რუსეთი 6,5 - 8,5 (+0=13-2)
4 2004 ბრისაგო ვლადიმირ კრამნიკი,   რუსეთი პეტერ ლეკო,   უნგრეთი 7 - 7 (+2=10-2)

მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ფიდეს ვერსიით

რედაქტირება

იმავე წლებში ფიდე თავის ჩემპიონებს ავლენდა. როდესაც კასპაროვმა და შორტმა უარი თქვეს ფიდეს ეგიდით მატჩის გამართვაზე, მაშინ ფიდემ ანატოლი კაპროვსა და იან ტიმანს შორის ჩაატარა თავისი მატჩი (მაშინ ამ მოჭდრაკეებს უმაღლესი ელო ჰქონდათ კასპაროვისა და შორტის შემდეგ). 1999 წლიდან ფიდემ ჩემპიონატის ნოკაუტ-სისტემით ჩატარება დაიწყო. ამან მრავალი მოჭადრაკის უკმაყოფილება გამოიწვია (განსაკუთრებით უმაღლესი ელოს მქონე მოჭადრაკეთა შორის), ვინაიდან აქ შემთხვევითობებს მეტი ადგილი ჰქონდა. პირველ ასეთ ტურნირში კაპროვი, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი, პირდაპირ ფილაში დაუშვეს. მეორე ტურნირიდან კი მსოფლიოს ჩემპიონს არავითრი პრივილეგია არ ჰქონდა. ამის გამო ანატოლი კაპროვმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თავის თავს ისევ მსოფლიოს ჩემპიონად თვლიდა. პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის დაშლის შემდეგ ფიდემ ისევ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობების ჩატარება. 2005 წელს ფიდემ ორწრიანი ტურნირი ჩაატარა, მაგრამ კასპაროვმა და კაპროვმა ისევ უარი თქვეს თამაშზე. საჭადრაკო სამყაროში შექმნილი ქაოსის გამო კასპაროვი საერთოდ წავიდა ჭადრაკიდან. ამის შემდეგ ფიდეს ტურნირის გამარჯვებული, ვესელინ ტოპალოვი ფიდეს ჩემპიონის რანგში 2006 წელს ე.წ. გამაერთიანებელ მატჩში შეხვდა პროფესიონალთა ჩემპიონს ვლადიმერ კრამნიკს.

# წელი ჩატარების ადგილი მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტი ანგარიში
1 1993 ჰოლანდია, ინდონეზია ანატოლი კარპოვი,   რუსეთი იან ტიმანი,   ნიდერლანდები 12,5 - 8,5 (+6=13-2)
2 1996 ელისტა ანატოლი კარპოვი,   რუსეთი გატა კამსკი,   აშშ 10,5 - 7,5 (+6=9-3)
3 1998 ლოზანა ანატოლი კარპოვი,   რუსეთი ვისვანათან ანანდი,   ინდოეთი 5 - 3 (+4=2-2, ტაი-ბრეიკი +2=0-0 )
4 1999 ლას-ვეგასი ალექსადრე ხალიფმანი,   რუსეთი ვლადიმერ აკოფიანი,   სომხეთი 3,5 - 2,5 (+2=3-1)
5 2000 თეირანი ვისვანათან ანანდი,   ინდოეთი ალექსეი შიროვი,   ესპანეთი 3,5 - 0,5 (+3=1-0)
6 2002 მოსკოვი რუსლან პონომარიოვი,   უკრაინა ვასილი ივანჩუკი,   უკრაინა 4,5 - 2,5 (+2=5-0)
7 2004 ტრიპოლი რუსტამ კასიმჯანოვი,   უზბეკეთი მაიკლ ადამსი,   ინგლისი 4,5 - 3,5 (+3=3-2)

8 2005 სან-ლუისი

მოჭადრაკე 1 2 3 4 5 6 7 8
1 ვესელინ ტოპალოვი   1; = =; = 1; = 1; = 1; = 1; = 1; = 10
2 პიოტრ სვიდლერი 0; =   =; = 1; 1 1; = =; = =; = 1; = 8,5
3 ვისვანათან ანანდი =; = =; =   0; = =; 1 0, 1 1; = 1; 1 8,5
4 ალექსანდრე მოროზევიჩი 0; = 0; 0 1; =   =; 1 =; 1 =; = =; = 7
5 პეტერ ლეკო 0; = 0; = =; 0 =; 0   =; 1 1; = 1; = 6,5
6 რუსტამ კასიმჯანოვი 0; = =; = 1; 0 =; 0 =; 0   =; = 0; 1 5,5
7 მაიკლ ადამსი 0; = =; = 0; = =; = 0; = =; =   =; = 5,5
8 იუდით პოლგარი 0; = 0; = 0; 0 =; = 0; = 1; 0 =; =   4,5

გამაერთიანებელი მატჩი

რედაქტირება
# წელი ჩატარების ადგილი მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტი ანგარიში
1 2006 ელისტა ვლადიმერ კრამნიკი,   რუსეთი ვესელინ ტოპალოვი,   ბულგარეთი 8,5 - 7,5 (+5=7-4, ტაი-ბრეიკი: +2=1-1)

გაერთიანების შემდეგ

რედაქტირება

1. 2007 მეხიკო

მოჭადრაკე 1 2 3 4 5 6 7 8
1 ვისვანათან ანანდი   =; = =; = =; = =; 1 =; 1 1; = 1; = 9
2 ვლადიმირ კრამნიკი =; =   =; = =; 1 =; = 1; 0 =; 1 =; = 8
3 ბორის გელფანდი =; = =; =   =; = =; = 1; = 1; 1 =; 0 8
4 პეტერ ლეკო =; = =; 0 =; =   =; = =; 1 0; = =; 1 7
5 პიოტრ სვიდლერი 0; = =; = =; = =; =   0; = =; = =; = 6,5
6 ალექსანდრე მოროზევიჩი =; 0 0; 1 0; = =; 0 1; =   =; = 0; 1 6
7 ლევონ არონიანი 0; = =; 0 0; 0 1; = =; = =; =   =; 1 6
8 ალექსეი გრიშუკი 0; = =; = =; 1 =; 0 =; 0 1; 0 =; 0   5,5
# წელი ჩატარების ადგილი მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტი ანგარიში
2 2007 ბონი ვისვანათან ანანდი,   ინდოეთი ვლადიმერ კრამნიკი,   რუსეთი 6,5 - 4,5 (+3=7-1)
3 2009 სოფია ვისვანათან ანანდი,   ინდოეთი ვესელინ ტოპალოვი,   ბულგარეთი 6,5 – 5,5 (+3=7–2)
4 2012 მოსკოვი ვისვანათან ანანდი,   ინდოეთი ბორის გელფანდი,   ისრაელი 6 – 6 (+1=10–1), 2,5 - 1,5 (+1=3-0 ტაი-ბრეიქი)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990