პრეტენდენტთა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ვაჟთა შორის

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფიდეს მიერ 1950 წელს შემოღებული მსოფლიოს პირველობის გათამაშების ციკლის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც ასახელებდა მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონთან მატჩის პრეტენდენტ მონაწილეს. სულ 1950-1962 წლებში და 1985 წელს ჩატარდა ექვსი ასეთი ტურნირი.

პირველმა ხუთმა ტურნირმა პირდაპირ დაასახელა პრეტენდენტი, ხოლო მეექვსე ტურნირის გამარჯვებულებმა კიდევ გააგრძელეს ბრძოლა პრეტენდენტთა მატჩებში. 1965 წლიდან ეს ტურნირები ფიდეს გადაწყვეტილებით შეიცვალა პრეტენდენტთა მატჩებით.

2013 წელს პრეტენდენტთა ტურნირი აღდგა და ლონდონში გაიმართა პრეტენდენტთა VII ტურნირი.

# წელი ჩატარდა გამარჯვებული
I 1950 ბუდაპეშტი, დროშა: უნგრეთი უნგრეთი დავით ბრონშტეინი, დროშა: სსრკ სსრკ
II 1953 ნოიჰაუზენი, ციურიხი, დროშა: შვეიცარია შვეიცარია ვასილი სმისლოვი, დროშა: სსრკ სსრკ
III 1956 ამსტერდამი, დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდები ვასილი სმისლოვი, დროშა: სსრკ სსრკ
IV 1959 ბლედი, ზაგრები, ბელგრადი, დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია მიხეილ ტალი, დროშა: სსრკ სსრკ
V 1962 ვილემსტადი, კიურასაოს დროშა კიურასაო ტიგრან პეტროსიანი, დროშა: სსრკ სსრკ
VI 1985 მონპელიე, დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი რაფაელ ვაჰანიანი, არტურ იუსუპოვი, ანდრეი სოკოლოვი - ყველა დროშა: სსრკ სსრკ
VII 2013 ლონდონი, დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო მაგნუს კარლსენი დროშა: ნორვეგია ნორვეგია