მიხეილ ტალი (ლატვ. Mihails Tāls; რუს. Михаил Нехемьевич Таль [mʲɪxɐˈiɫ nʲɪˈxʲemʲɪvʲɪtɕ ˈtalʲ]; დ. 9 ნოემბერი, 1936 – გ. 28 ივნისი, 1992) — საბჭოთა ლატვიელი მოჭადრაკე და მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).

მიხეილ ტალი
ქვეყანა (სპორტი) ლატვია ან სსრკ
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1936(1936-11-09)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი რიგა[1]
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1992(1992-06-27)[5] [6] (55 წლის) ან 28 ივნისი, 1992(1992-06-28)[7] [8] (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[9]
წოდება სსრკ-ის სპორტის ოსტატი ჭადრაკში და დიდოსტატი[8]
ჯილდოები და პრემიები world chess champion, ხალხთა მეგობრობის ორდენი[10] , საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი[10]

თავისი გამომგონებლური ნიჭით და კრეატიულობით ფართოდ განიხილება ერთი-ერთ გენიოსად ჭადრაკის მოთმაშეებს შორის. განსაკუთრებით ცნობილია თავისი შემტევი თამაშითა, გამბედავი სვლებით, კომბინაციებზე აგებული სტილით.[11][12] ყველაზე მეტად ტალის თამაშები ცნობილია იმპროვიზაციულობით და არაპროგნოზირებადი სვლებით. ნათქვამია, რომ „მისი ყველა თამაში შეუდარებელი და ფასდაუდებელია, როგორც ლექსი“.[13] მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „მიშა“ („მიხეილის“ კნინობითი ფორმა) და „ჯადოქარი რიგადან“. წიგნებში „მსოფლიოს უდიდესი საჭადრაკო თამაშების დიდი წიგნი“ (The Mammoth Book of the World's Greatest Chess Games) და „თანამედროვე ჭადრაკის ვარსკვლავები“ (Modern Chess Brilliancies) მიხეილ ტალის უფრო მეტი თამაშია თავმოყრილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოჭადრაკის. ასევე, ტალი შესანიშნავ საჭადრაკო მინიატურებს და ამოცანებს ქმნიდა. მან თავის დროზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა ჭადრაკში წაუგებელი თამაშების ყველაზე ხანგრძლივი სერიით – 95 თამაში და არცერთი წაგება (46 მოგება და 49 ფრე). მისი წაუგებელი თამაშების სერია გრძელდებოდა 1973 წლის 23 ოქტომბრიდან 1974 წლის 16 ოქტომბრამდე. შემდგომში ეს რეკორდი დინგ ლირანმა გააუმჯობესა – 2017 წლის 9 აგვისტოდან 2018 წლის 11 ნოემბრამდე (100 თამაში არცერთი წაგებით, 29 მოგება და 71 ფრე).[14][15]

2006 წლიდან მოყოლებული მოსკოვში ტალის პატივსაცემად ტარდება ყოველწლიანი მიხეილ ტალის მემორიალი.

ადრეული წლები

რედაქტირება

ტალი დაიბადა რიგაში, ლატვიის რესპუბლიკის დედაქალაქში, ებრაულ ოჯახში.[16] მისი მეგობრის, გენადი სოსონკოს ცნობით, ტალის ნამდვილი მამა იყო ოჯახის ერთ-ერთი მეგობარი, რომელსაც მიხეილი „ბიძია რობერტად“ იცნობდა.[16] თუმცა, ეს მოსაზრება მკაცრად უარყო ტალის მე-3 ცოლმა, ანჯელინამ.[17]

ტალს ადრეული ასაკიდან აწუხებდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მან კითხვა სამი წლის ასაკში ისწავლა, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ნებართვა კი მაშინ მისცეს, როცა ჯერ კიდევ 15 წლის იყო. 9 წლის ასაკში ისწავლა ჭადრაკის თამაში მამამისის თამაშზე დაკვირვებით, რომელიც ექიმი და სამედიცინო მკვლევარი იყო.

მალევე ტალი ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა პიონერთა საჭადრაკო კლუბს შეუერთდა. თავდაპირველად მისი თამაში არ იყო განსაკუთრებული, მაგრამ ის ბევრს ვარჯიშობდა და თანდათან ხვეწდა თამაშს. 1949 წლიდან მას წვრთნიდა ალექსანდრე კობლენტსი, რომელთანაც ტალმა ჭადრაკის თამაში მყისიერად გააუმჯობესა, 1951 წლისათვის მან კვალიფიკაცია იმდენად აიმაღლა, რომ ის უკვე მზად იყო ლატვიის ჭადრაკის ოლიმპიადაში საასპარეზოდ. 1952 წლის ლატვიის ჩემპიონატში ტალმა წარმატებით იასპარეზა. ლატვიის ჩემპიონატი 1953 წელს მოიგო, და ოსტატობის კანდიდატის ტიტული მიიღო. ის საბჭოთა კავშირის ოსტატი გახდა 1954 წელს, მან თავისი ოპონენტი, ვლადიმირ საიგინი, საკვალიფიკაციო მატჩში დაამარცხა. იმავე წელს მან პირველი გამარჯვება იზეიმა დიდოსტატის,იური ავერბახის წინააღმდეგ, როდესაც ამ უკანასკნელმა საყაიმო პოზიციაში დროში წააგო. ტალმა ლატვიის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, ნაშრომი შეეხებოდა თემას- თეზისები ილფი და პეტროვის სატირულ შრომებზე, ასევე ის 20 წლის ასაკში რიგაში სკოლაშიც მუშაობდა. ის დოგავას სპორტული საზოგადოების წევრიც იყო და ლატვიის გუნდი საბჭოთა ჩემპიონატებშიც წარმოაჩინა. 1959 წელს ტალმა იქორწინა 19 წლის სალი ლანდაუზე, რიგის ალახგაზრდული თეატრის მსახიობზე. ისინი 1970 წელს განქორწინდნენ. 2003 წელს ლანდაუმ რუსეთში გამოაქვეყნა ფიოგრაფიული ნაშრომი თავის ყოფილ ქმარზე.

პიროვნულობა

რედაქტირება

ტალის პირველი ცოლი,სალი ლანდაუ, აღწერს ტალის პიროვნებას:

მიშა მოუმზადებელი იყო ცხოვრებისეული გამოწვევებისათვის... როცა ის ტურნირების გამო მოგზაურობდა, მას თავისი ბარგის ჩალაგებაც კი არ შეეძლო... მან გაზის ჩართვაც კი არ იცოდა, საჭელი რომ მოემზადებინა. თუ თავი მტკიოდა და სახლში მის გარდა არავინ იყო, ის პანიკაში ვარდებოდა: "როგორ შევძლებ ცხელი წყლის დაყენებას?" და როცა საჭესთან ვიჯექი, ის ისე შემომხედავდა, თითქოს სხვა პლანეტიდან ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, თუმცა დიდი ძალისხევის შედეგად, მაგრამ მან შეძლო ესწავლა, როგორ გამკავებოდა ცხოვრებისეულ გამოწვევებს. მაგრამ ის ძალიან მოსაბეზრებელ იყო მისთვის. მას, უბრალოდ საკუთარი თავის მოვლას არ თვლიდა აუცილებლად. ბევრი შენიშნავდა- ტალის რომ მიეხედა საკუთარი ჯანმრთელობისათვის; მას უწესო ცხოვრებთ რომ არ ეცხოვრა...და ასე შემდეგ. მაგრამ საუბრები,- ნეტავ ეს ასე არ მომხდარიყო, ასე არ ყოფილიყო; და მსგავსი,- აბსურდულია, მაშინ ის ადამიანი ტალი კი არა სხვა ინდივიდი იქნებოდა.[18]

საბჭოთა ჩემპიონი

რედაქტირება
 
ტალის საცხოვრებელი სახლი, რიგა

ტალის საბჭოთა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა 1956 წელს, რომელიც მე-5 ადგილით დაასრულა, მომდევნო წელს მან,20 წლის ასაკში, მოიგო აღნიშნული ტურნირი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე მათ შორის, ვისაც ოდესმე მოუგია საბჭოთა ჩემპიონატი. მაშინ ის არ ფლობდა ჭადრაკის დიდოსტატის ტიტულს, ვინაიდან მას შესაბამის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ფიდემ 1957 წელს გამართულ კონგრესზე გადაწყვიტა დაერღვია ყოველგვარი ტრადიცია და სსრკ-ს ჩემპიონატში წარმატების გამო გადაწყვიტა, მისთვის მიენიჭებინათ დიდოსტატის ტიტული. იმ პერიოდში საბჭოთა ჩემპიონატი ყველაზე პრესტიჟული საჭადრაკო ოლიმპიადა იყო და ამ ტურნირზე ტალმა ბევრი ძლიერი მოჭადრაკე დაამარცხა.[19]

ტალმა მოსწავლეთა საჭადრაკო ოლიმპიადაზე სამჯერ იასპარეზა სსრკ-ს სახელით 1956-1958 წლებში, მოიგო სამი ოქროს მედალი გუნდურ შეჯიბრში და სამი ოქროს მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრში. მან მოიგო 19 თამაში, 8 ყაიმით დასრულდა და არცერთი არ წაუგია.[20]

მან საბჭოთა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა 1958 წელს რიგაში, და იმავე წელს, ასევე პირველად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე. მან ასევე სსრკ-ს სახელით მოიპოვა გამარჯვება მიუნხენში გამართულ მორიგ მეოთხე ჭადრაკის ოლიმპიადაზე.

მსოფლიო ჩემპიონი

რედაქტირება
 
ტალი 1959წ.

ტალმა მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი ციურიხში 1959 წელს. იმავე წელს იუგოსლავიაში კანდიდანტთა ტურნირში წარმატებით იასპარეზა ტალმა გამოჩენილ მოჭადრაკეებს შორის. მან საუკეთესო შედეგი აჩვენა-28 შესაძლებლობიდან 20 ქულით,ამ მაჩვენებლით გაუსწრო პოლ კერესს (18.5 ქულით), რეიტინგშ შემდეგ ადგილს იკავებდნენ-ტიგრან პეტროსიანი,ვასილი სმისლოვი, და 16 წლის ბობი ფიშერი.[21] მან კერესის წინააღმდეგ მოიგო ერთი თამაში და 3 წააგო, მან მოიგო ოთხივეინდივიდუალური თამაში ფიშერის წინააღმდეგ, და 4 შესაძლებლობიდან მიიღ 3.5 ქულა ქულა აიღო გლიგორიჩის, ოლაფსონის და ბენკოსთან დაპირისპირებისშედეგად.[22]

1960 წელს,23 წლის ასაკში, ტალმა დაამარცხა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოწინააღმდეგე მიხეილ ბოტვინიკი მსოფლიო პირველობისათვის მოსკოვში გამართულ ჩემპიონატში, ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა 12.5-8.5 ტალის სასარგებლოდ(აქედან 6 მოგება 2 წაგება და 13 ფრე). ამ გამარჯვებით ტალი გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე, მათ შორის ვისაც მოუპოვებია მსოფლიო ჩემპიონის ტიტული(ეს რეკორდი შემდგომში მოხსნა გარი კასპაროვმა, რომელმაც 22 წლის ასაკში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული). ბოტვინიკმა,რომელსაც ტალი მანამდე მსოფლიო პირველობისათვის მატჩის დაუპირისპირდა, განმეორებითი მატჩი მოუგო ტალის 1962 წელს, რომელიც ასევე მოსკოვში გაიმართა. ბოტვინიკმა ზედმიწევნით გააანალიზა და შეისწავლა ტალის სტილი და განმეორებითი მატჩების უმეტესობა შედარებით მშვიდად მიმდინარე ბრძოლით მთავრდებოდა ჭადრაკის ენაზე, ედშპილამდე მიდიოდა თამაში, ვიდრე მწვავე გართულებულ ტაქტიკურ თამაშში, რომელიც ტალის სტილი იყო.[23]

ტალის თირკმლების ქრონიკულმა დაავადებამ ხელი შეუწყო ტალის დამარცხებას, თავისი რიგელი ექიმი ურჩევდა, რომ მას უნდა გადაედო მატჩი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. იური ავერბახი შენიშნავდა რომ ბოტვინიკი მატჩის გადადების წინააღმდეგი არ იქნებოდა, ნეტავ მოსკოველ ექიმებს არ დაერთოთ ნება ტალისათვის, მაშინ ის იმ თამაშს არ გამართავდა.[24] თავისი მცირე მონაკვეთიანმა მეფობამ საჭადრაკო მსოფლიოში ტალი გახადა ერთ-ერთი იმ ე.წ ზამთრის მეფეებს" შორის, რომეთაც ხელი შეაფერხეს ბოტვინიკის ზეობა 1948 დან 1963 წლამდე(მეორე "ზამთრის მეფე" იყო ვასილი სმისლოვი, მსოფლიო ჩემიპიონი 1957-58 წლებში).

მისი უმაღლესი რეიტიგი იყო 2799, რომელსაც 1960 წლის სექტემბერში მიაღწია.

გვიანდელი პერიოდის მიღწევები

რედაქტირება
 
ტალი 1968 წელს

ბოტვინიკთან კოტრთამაშის წაგებიდან ძალიან მალე, ტალმა მოიგო 1961 წელს გამართული მნიშვნელოვანი ტურნირი, მან დაამარცხა ისეთი მოჭადრაკეები როგორებიცაა- ტიგრან პეტროსიანი, კერესი, გლიგორიჩი,ეფიმ გელერი, მიგელ ნაიდორფი და სხვა. 19 შესაძლებლობიდან 14.5 ქულით გადაასწრო ფიშერს და მოიპოვა პირველი ადგილი.

ტალმა მონაწილეობა მიიღო კანდიდატთა 6 კაციან ჩემპიონატში, მაგრამ მან ვერცერთხელ ვერ მოიპოვა შანსი მსოფლიო ჩემპიონს დაპირისპირებულიყო მსოფლიო პირველობისათვის მატჩში. 1962 წელს კურაჩაოში, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მთავარი ოპერაცია ტურნირის წინ ჩაუტარდა, ამის გამო ის იძულებული გახდა 3 მეოთხედფინალი გამოეტოვებინა, მან მხოლოდ 7 ქულა მიიღო 21 შესაძლებლობიდნ. მან პირველი ადგილი მოიპოვა 1964 წელს ავსტრიაში გამართულ ინტერზონალურ ჩემპიონატში. მოგვიანებით,1965 წელს, ის დამარცხდა ფინალურ მატჩში ბორის სპასკის წინააღმდეგ, ლაჯოს პეტრიშისა და ბენტ ლარსენის დამარცხების შემდეგ. ინტერზონალური ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ის 1968წელს გლიგორიჩთან გამარვების შემდეგ, ნახევარფინალში დამარცხდა ვიქტორ კორჩნოის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში.

ჯანმრთელობის პრობლემებმა ხელი შეუშალა ტალის და ერთგვარად, დაეცა მისი თამაშის დონე 1968-დან 1969 წლის შუალედში,მაგრამ მან ძალები აღინგინა მას შემდეგ, რაც თირკმელი მოიცილა.მან 1979 წელს მოიგო რიგის ინტერზონალური ჩემპიონატი წაუგებელი სერიით და მოიპოვა 14 ქულა 17 შესაძლებლობიდან, მაგრამ მომდევნო წელს ის მეოთხედფინალში დამარცხდა ლევ პოლუგაევსკთან. მან მონაწილეობა მიიღო ასევე 1985 წლის კანდიდატთა ტურნირში მონპელიეში და round-robin-ში 16 პრეტენდენტით, და დაასრულა მეოთხე და მეხუთე ადგილებით.

1972 წლის ივლისიდან 1973 წლის აპრილამდე, ტალმა თავის მომდევნო 86 მატჩში წაუგებელი სერიით (47 მოგება და 39 ფრე) რეკორდი დაამყარა. 1973 წლის 23 ოქტომბრიდან 1974 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, თავისი მორიგი 95 მატჩი წაგების გარეშე დაასრულა(46 მოგება და 49 ფრე), და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ეს იყო 2 ყველაზე დიდი წაუგებელი სერია ჭადრაკის ისტორიაში მომდევნო 40 წლის განმავლობაში,[14] 2018 წლამდე, როდესაც დინგ ლირანმა დაამყარა ახალი რეკორდი 100 წაუგებელი მატჩით, თუმცა გაცილებით მცირე მოგებით, ვიდრე ტალს ჰქონდა(29 მოგება და 71 ფრე).

მიუხედავად მისი წლოვანებისა ტალი მაინც საშიშ მეტოქედ რჩებოდა მოჭადრაკეებისათვის.

ტალის კარიერაში ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა 1979 წელს მონრეალში გამართული „ვარსკვლავთა ჩემპიონატი“, სადაც ტალმა პირველი ადგილი დაიკავა კარპოვთან ერთად (კარპოვმა არაერთ ტურნირში დაამარცხა ტალი და უწევდა მეორე ადგილს დასჯერებულიყო), მას ამ ტურნირში არცერთი თამაში არ წაუგია და გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ეს შედეგი დადო აღნიშნულ წელს, სხვა დროს მსგავსი შედეგი აჩვენეს ისეთმა მოჭადრაკეებმა, როგორებიცაა-სპასკი, პორტიში,ვლასტიმილ ჰორტი, რობერტ ჰუბნერი, ლუბომირ ლუბოევიჩი, ლუბომირ კაკალეკი, იან ტიმანი, და ლარსენმა.

ტალმა 21 წლის განმავლობაში საბჭოთა ოლიმპიადა[25] 6-ჯერ მოიგო(1957, 1958, 1967,1972,1974, 1978). ის ასევე ტალინში, ესტონეთში გამართული საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადის 5 გზის ჩემპიონია 1971, 1973, 1977, 1981 და 1983 წლებში.

ტალის წარმატებული იყო აგრეთვე ბლიც ჭადრაკში. 1970 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე ფიშერი გავიდა 22 შესაძლებლობიდან 19 ქულით, აღნიშნული ტურნირი იუგოსლავიაში ჰერცეგ-ნოვში შედგა. 1988 წელს, 51 წლის ასაკში, ტალმა მოიგო მეორე მსოფლიო ბლიც საჭადრაკო ოლიმპიადა(პირველში კასპაროვმა გაიმარჯვა ერთი წლით ადრე ბრიუსელში) სენტ-ჯონზში, მან გაუსწრო ისეთ მოჭადრაკეებს, როგორებიცაა კასპაროვი(მაგ დროს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო) და კარპოვი (ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი). ფინალში მან დაამარცხა რაფაელ ვაგანიანი 3.5-0.5.

1992 წლის 28 მაისს მოსკოვის ბლიც ტურნირში (რომლის გამოც მას საავაადმყოფოს დატოვება მოუწია) მან დაამარცხა კასპაროვი. ის გარდაიცვალა ამ ტურნირიდან ერთ თვეში.

გუნდური ტურნირები

რედაქტირება

საოლიმპიადო თამაშებში, ტალი 8ჯერ იყო საბჭოთა ნაკრების წევრი, თითოეულ მათგანში გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა(1958, 1960, 1962, 1966, 1972, 1974, 1980, და 1982), 65 მოგებით, 34 ფრით და მხოლოდ 2 წაგებით (81.2%). ინდივიდუალურად, ტალმა ოლიმპიადაზე 7-ჯერ მიიღო მედალი, 5 ოქრო (1958, 1962, 1966, 1972, 1974) და 2 ვერცხლი (1960, 1982).[20]

ტალმა საბჭოთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატშიც იასპარეზა (1957, 1961, 1970, 1973, 1977, 1980), გუნდმა ყველა მათგანში ოქროს მედალი მოიპოვა და 3 ოქრო ინდივიდუალურად (1957, 1970 და 1977 წლებში).მან 14 ჯერ გაიმარჯვა, 20 მატჩი ფრედ დაასრულა, და 3 წააგო.[20] ტალმა საბჭოთა გუნდში იასპარეზა 1970 წელს ბელგრადში გამართულ მსოფლიო საგუნდო ტურნირში, პირველ მატჩის შედეგიდ, 4 შესაძლებლობიდან 2 ქულით, მეცხრე ადგილი დაიკავა მოჭადრაკეებს შორის. 1984 წელს ლონდონში გამართული მსოფლიო საგუნდო ოლიმპიადაში 3 შესაძლებლობიდან 2 ქულით მე-7 ადგილზე იყო. საბჭოთა ნაკრებმა ყველა საგუნდო მატჩი მოიგო. ის ჭადრაკის დიდოსტატად აღიარეს.[26]

1950 წლიდან (როდესაც მან მოიგო ლატვიის ახალგაზრდული ოლიმპიადა) 1991 წლამდე ტალმა პირველი ადგილი მოიპოვა 68 ტურნირში (იხ. ცხრილი ქემოთ). თავისი 41 წლიანი კარიერის განმავლობაში მან ჩაატარა დაახლოებით 2700 ოფიციალური მატჩში და მოიგო მათი 65%-ზე მეტი.

ტურნირები და მოგებული მატჩები

რედაქტირება
წელი ტურნირი / ჩემპიონატი მატჩი / გუნდური ჩემპიონატი
1950 რიგა – ლატვიის ახალგაზრდული ჩემპიონატი,[27] 1st
1953 რიგა – მე-10 ლატვიის ჩემპიონატი, 1ლი (14½/19) ლენინგრადი, საბჭოთა გუნდური ოლიმპიადა ფინალი, 1-ლი- მე-2 ადგილი(4½/7)
1954 მატჩი ვლადიმი საიგინის წინააღმდეგ საბჭოთა ოსტატის ტიტულის მოსაპოვებლად (+4−2=8)
1955 რიგა – 23-ე საბჭოთა ჩემპიონატი ნახევარფინალი, 1ლი ადგილი (12½/18)
1956 უპსალა – მსოფლიო მოსწავლეთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი, გუნდი 3 (6/7)
1957 მოსკოვი – 24-ე საბჭ. ჩემპ., 1ლი ადგილი (14/21) რეიკიავიკი – მსოფლ. გუნდური მოსჭავლეთა ჩემპიონატი, გუნდი 1(8½/10)
ბადენი, ავსტრალია ევროპის საგუნდო ოლიმპიადა, გუნდი 4, 1ლი- მე-2 ადგილი (3/5)
1958 რიგა – 25-ე საბჭოთა ჩემპიონატი, 1-ლი ადგილი (12/19)
Portorož Interzonal, 1-ლი ადგილი (13½/20)
ვარნა – საყმაწვილო მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი (8½/10)
მიუნხენი 1958ოლიმპიადა, ბორდი 5 (13½/15)
1959 რიგა – ლატვიის ოლიმპიადა, 1-ლი ადგილი(7/7)
ციურიხი, 1-ლი ადგილი (11½/15)
ბლედი-ზაგრები-ბელგრადი – კანდიდატთა ტურნირი, 1-ლი ადგილი (20/28)
1960 მოსკოვი – მატჩი მსოფლიო პირველობისათვის მიხეილ ბოტვინიკთან (+6−2=13)
ჰამბურგი – დასავლეთ გერმანია vs სსრკ, 1-ლი ადგილი (7½/8)
ლაიფციგის 1960 ოლიმპიადა, ბორდი 1, ვერცხლის მედაალი (11/15)
1960/61 სტოკჰოლმი, 1-ლი ადგილი (9½/11)
1961 ბლედი, 1-ლი ადგილი (14½/19)
1962 ვარნა 1962, ოლიმპიადა, ბორდი 6 (10/13)
1963 მიშკოლცი- ტურნირი, 1-ლი ადგილი (12½/15) მოსკოვი, სსრკ სპარტაკიადა, ბორდი 1, 1-ლი ადგილი(6/9)
1963/64 ჰასტინგსი მთავარი ტურნირი (პრემიერ ლიგა), 1-ლი ადგილი (7/9)
1964 რეიკიავიკი, 1-ლი ადგილი (12½/13)
ამსტერდამი ინტერზონა, 1-4 ადგილი (17/23)
კისლოვოდსკი, 1-ლი ადგილი (7½/10)
მოსკოვი, სსრკ-ს საკლუბო გუნდური ჩემპიონატი, ბორდი 1, 1-ლი ადგილი (4½/6)
1965 რიგა, ლატვიის ჩემპიონატი, 1-ლი ადგილი (10/13) ბლედი – მეოთხედფინალი კანდიდატთა მატჩი ლაჯოს პორტიშის წინააღმდეგ: (+4−1=3)
ბლედი –ნახევარფინალი, კანდიდატთა ტურნირი ბენტ ლარსენის წიააღმდეგ (+3−2=5)
წელი ტურნირი / ჩემპიონობა მატჩი/ გუნდური შეჯიბრება
1966 სარაევო, 1-ლი–მე-2 (11/15)
პალმა დე მალორკა, 1-ლი ადგილი (12/15)
ჰავანა 1966 ოლიმპიადა, ბორდი3 (12/13)
1967 ხარკოვი – 35-ე საბჭოთა ოლიმპიადა, 1-ლი ადგილი (12/15) მოსკოვი, სსრკს სპარტაკიადა, ფინალი ბ, 1-ლი ადგილი (6/9)
1968 გორი ტურნირი, 1-ლი ადგილი (7½/10) ბელგრადი – მეოთხედფინალი კადტიდატთა მატჩი სვეტოზარ გლიგორიჩის წინააღმდეგ (+3−1=5)
1969/70 თბილისი – გოგლიძეს სახელობის ტურნირი, 1-ლი–მე-2 (10½/15)
1970 ფოთი – საქართველოს ღია ჩემპიონატი, 1-ლი ადგილი (11/14)
Sochi – მსოფლიო დიდოსტატები ახალგაზრდა ოსტატების წინააღმდეგ, 1-ლი ადგილი (10½/14)
ბელგრადი – მსოფლიო სსრკ-ს წინააღმდეგ, ბორდი 9 მატჩი მიგელ ნაიდორფის წინააღმდეგ (+1−1=2)
კაპფენბერგი, ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ბორდი 6 (5/6)
1971 ტალინი ტურნირი, 1-ლი მე-2 ადგილი (11½/15) როსტოვ-ონ-დონი, სსრკ-ს საკლუბო გუნდური ჩემპიონატი, ბორდი 1, 1-ლი ადგილი (4½/6)
1972 სოხუმი ტურნირი, 1-ლი ადგილიt (11/15)
ბაქო – მე-40 საბჭოთა ჩემპიონატი, 1-ლი ადგილი (15/21)
სკოპიე 1972 ოლიმპიადა, ბორდი 4 (14/16)
1973 ვიჯკ ან ზი ტურნირი, 1-ლი ადგილი (10½/15)
ტალინის ჩემპიონატი, 1-ლი ადგილი (12/15)
სოჭიმიხეილ ჩიგორინის მემორიალი, 1-ლი ადგილი (11/15)
დუბნა, ტურნირი, 1-ლი მე-2 (10/15)
ბესი, ევროპის სანაკრებო ოლიმპიადა, ბორდი 6, ვერცხლის მედალი (4/6)
1973/74 ჰასტინგსის ტურნირი, 1-ლი მე-4 ადგილი (10/15)
1974 ლუბლინი ტურნირი, 1-ლი ადგილი (12½/15)
ჰალე ტურნირი, 1-ლი ადგილი (11½/15)
ნოვი-სადი ტურნირი, 1-ლი ადგილი (11½/15)
ლენინგრადი – 42-ე საბჭოთა შემპიონატი, 1-ლი ადგილი (9½/15)
ნიცა 1974 ოლიმპიადა, ბორდი 5 (11½/15)
მოსკოვი, საბჭოთა კლუბური საგუნდო ოლიმპიადა, ბორდი 1, 1-ლი ადგილი (6½/9)
1976 სტოკჰოლმი, მატჩიალფ ანდერსონის წინააღმდეგ (+1=7)
1977 ტალინი – კერესის მემორიალი, 1-ლი ადგილი (11½/17)
ლენინგრადი მე-60 October Rev., 1-ლი–მე-2 (11½/17)
სოჭი – ჩიგორინის მემორიალ, 1-ლი ადგილი (11/15)
მოსკოვი, ევროპის საგუნდო ოლიმპიადა, ბორდი 4 (4½/6)
წელი ტურნირი / ჩემპიონატი
1978 თბილისი – 46-ე საბჭოთა ჩემპიონატი, 1-ლი ადგილი (11/17)
1979 მონრეალი ტურნირი, 1-ლი– მე-2 ადგილი (12/18)
რიგა ინტერზონა, 1-ლი ადგილი (14/17)
1981 ტალინი – კერესის მემორიალი, 1-ლი ადგილი (12½/15)
მალაგა ტურნირი, 1-ლი ადგილი (7/11)
მოსკოვი, საბჭოთ საგუნდო ოლიმპიადა, ბორდი 1, 1-ლი ადგილი (7/9)
ტურნირი რიგაში, 1-ლი ადგილი (11/15)
ლვივი, ტურნირი, 1-ლი მე-2 ადგილი (9/13)
1981/82 ტურნირი პორზიშიPorz , 1-ლი ადგილი (9/11)
1982 ტურნირი მოსკოვში, 1-ლი ადგილი (9/13)
ერევანი , ტურნირი, 1-ლი ადგილი (10/15)
სოჭი – ჩიგორინის მემორიალი, 1-ლი ადგილი (10/15)
პფორცჰაიმი, ტურნირი, 1-ლი ადგილი (9/11)
1983 ტალინი – კერესის მემორიალი, 1-ლი ადგილი (10/15)
1984 ალბენა , ტურნირი, 1-ლი მე-2 ადგილი (7/11)
1985 იურმალა, ტურნირი, 1-ლი ადგილი (9/13)
1986 დასავლეთ ბერლინის გახსნა, 1ლი მე-2 ადგილი (7½/9)
თბილისი – გოგლიძის მემორიალი, 1-ლი მე-2 ადგილი (9/13)
1987 ტერმას დე რიო ჰონდო (არგენტინა), 1-ლი ადგილი (8/11)
იურმალას ჩემპიონატი, 1-ლი– მე-4 ადგილი (7½/13)
1988 ჩიკაგო – ღია ეროვნული, 1-ლი– მე-6 ადგილი (5½/6)
სენტ ჯონიმსოფლიო ჩემპიონატი ბლიცში: 1-ლი ადგილი
1991 ბუენოს აირესინაიდორფის მემორიალი, 1-ლი მე-3 ადგილი (8½/13)

შედეგები მსოფლოს მთავარ დიდოსტატებთან ორთაბრძოლაში

რედაქტირება

მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ოფიციალური თამაშები და ტურნირები. '+' აღნიშნავს ტალის გამარჯვებას, '−' მის წაგებას და '=' ფრეს. მოგებული თმაშები გამუქებულია.

ჯანმრთელობის პრობლემები და სიკვდილი

რედაქტირება
ფაილი:Mikhailtalgrave.jpg
ტალის საფლავის ქვა, გვიჩვენებს ტალის გარდაცვალების თარიღს (1992 წელი 27 ივნისი)

ბუნებრივად არტისტული, ჭკვიანი და იმპულსური, ტალი ჭადრაკის თამაშის ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე მწეველი ჯაჭვური მწეველი. თავისი სუსტი ჯანმრთელობის გამო, ის ხანსგრძლივი ტკივილები აწუხებდა და დროის დიდ ნაწილს სავაადმყოფოში ატარებდა, 1969 წლის თირკმლის ოპერაციის ჩათვლით.[28] ის ასევე ძალიან დამოკიდებული იყო მორფზე, მწვავე ტკივილების გამო.[29]

1992 წლის 28 ივნისს ტალი გარდაიცვალა მოსკოვის სავაადმყოფოში, საყლაპავ მილში სისხლჩაქცევის შედეგად. მაგრამ მისი მეგობარი და ახალგაზრდა საბჭოთა დიდოსტატი ჯენა სოსონკომ აღნიშნა რომ "რეალურად, მისმა ყველა ორგანომ შეწყვიტა ფუქციონირება"[30]

ტალის მარჯვენა ხელში ჰქონდა ექტროდაქტილიის თანდაყოლილი სიმახინჯე (შესამჩნევია ზოგიერთ ფოტოსურათში). თუმცა ის აგრეთვე შესანიშნავად უკრავდა პიანინოზე.[16]

თამაშის სტილი

რედაქტირება

ტალს მოსწონდა თამაში თავისთავად და ამბობდა "ჭადრაკი, პირველ რიგში, ესაა ხელოვნება". ის ცნობილია თავისი უამრავი ბლიცებით, რომელსაც ის თამაშობდა უცნობ და შედარებით სუსტ მოჭადრაკეებთან უბრალოდ თამაშით სიამოვნების მიზნით.

 
ტალი 1961 წელს

ტალს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ჯადოქრი რიგადან“, ტალი შემთევი მოთამაშის არქეტიპი იყო, მას განვითარებული ჰქონდა თამაშის ძლიერი და ღრმა ფანტაზიური სტილი. ის ძალიან პრაგმატული იყო თამაშისას, ამ მხრივ ის იმანუელ ლასკერის ერთ-ერთი მემკვიდრეთაგანია. ის ხშირად სწირავდა ფიკურას ინიციატივის მოსაპოვებლად, მასში იგულისმება მუდმივი მუქარები წამოწყების უნარი, რომელსაც ოპონენტმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს. მსგავსი ინტუიტიური შეწირვებით ის თამაშს ართულებდა, კომპლექსურს ხდიდა, მრავალი დიდოსტატი შეუძლებლად მიიჩნევდა ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტას, რომელსაც ტალი ქმნიდა დაფაზე, თუმცა, თამაშის შემდეგ, ღრმა ანალიზის შედეგად შეგვეძლო აღმოგვეჩინა ხარვეზების მის თამასში. ამ მხრივ აღსანიშნავია ტალის მე-6 თამაში ბოტვინიკის წინააღმდეგ თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატში: ტალმა შესწირა მხედარი მცირე ინიციატივის სანაცვლოდ, მაგრამ სრული უპირატესობა მოიპოვა თამაშში, როდესაც ბოტვინიკმა ზუსტი სვლებით არ უპასუხა ტალის მუქარებს. ტალის თამაშის სტილი იმდენად საშიში იყო, რომ ჯეიმზ ედმა ის ერთ-ერთ მოჭადრაკედ დაასხელა იმ სამს შორის, რომლებსაც უფრთხოდნენ მსოფლიო დიდოსტატები (მეორე და მესამე იყვნენ კაპაბლანკა და ფიშერი). თუკი კაპაბლანკასა და ფიშერს აშინებთად თავიანთი უჩვეულო ტექნიკური უნარები, ტალს აშინებდა ის, რომ მყისიერი წარმატება და პიპულარობა ხელს შეუშლიდა განვითარებაში. თუმცა ტალის შეწირვები საშიში იყო, ზოგიერთი კარგი მოჭადრაკე ზუსტად პასუხობდა და ხშირშემთხვევაში საკუთარი უპირატესობით ასრულებდნენ. მათ რიცხვს განეკუთნებოდნენ-სპასკი, პეტროსიანი, პოლუგაევსკი, კორჩნოი, კერესი, სმისლოვი და სტეინი. (ტალმა 1959 წლის კანდიდატთა ტურნირში დაამარცხა ფიშერი, როდესაც ეს უკანასკნელი 16 წლის იყო, მაგრამ შემდგომ თამაშებში მან ვერასდროს დაამარცხა ფიშერი).

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ვასილი სმისლოვი დიდ შეფასებას არ აძლევდა ტალის თამაშის სტილს და მას უბრალო "ეშმაკური ფანდებით სასვსედ" მოიხსენიებდა, ტალი ძალზედ დამაჯერებლად ამარცხებდა გამოჩენილ დიდოსტატებს. ტალის შემტევი სტილის გამო, მასთან თამაშში დომინირება პრფესიანალიმზე მეტყველებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისმა თამაშმა შემდგომ წლებში უფრო მშვიდი და პოზიციური სტილი მიიღო. ჭადრაკის მრავალი მოყვარულისთვის ტალის სტილის მწვერვალი შეესაბამება იმ პერიოდს (დაახლოებით 1971 წლიდან 1979 წლამდე), როდესაც მან შეძლო კლასიკური ჭადრაკის სიმყარის ინტეგრირება ახალგაზრდობის ფანტაზიასთან.[31]

ამჟამინდელი უმაღლესი დონის მოთამაშეებიდან ლატვიელ ალექსეი შიროვს ყველაზე ხშირად ადარებენ ტალს. სინამდვილეში, ის ახალგაზრდობაში სწავლობდა ტალთან. ბევრმა ლატვიელმა დიდოსტატმა და ოსტატმა, მაგალითად ალექსანდრე შაბალოვი და ალვის ვიტოლინს, მსგავსი თამაში ითამაშა, რამაც ხალხი ლატვიის საჭადრაკო სკოლაზე აალაპარაკა.[32] ტალმა მცირე წვლილი შეიტანა დებიუტის თეორიის შესწავლაში, მიუხედავად იმისა, რომ ტალს მრავალი სისტემა ღრმად ჰქონდა შესწავლილი, მაინც განსაკუთრებულად ჰქონდა დამუშავებული სიცილიური და რეი ლოპესის დაცვა. მაგრამ თანამედროვე ბენონი-ს სისტემის აგრესიულმა გამოყენებამ, განსაკუთრებით ადრეულ წლებში, გამოიწვია ამ ვარიაციის სრული გადაფასება. ნიმცო-ინდური დაცვის ვარიაცია ატარებს მის სახელს.

ცნობილი პარტიები

რედაქტირება

საჭადრაკო ნამუშევრები

რედაქტირება

ტალი ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა სამწერლობო ჭადრაკის სფეროში, ის არაერთი მნიშვნელოვანი საჭადრაკო წიგნის ავტორია, ამასთანავე 1960-დან 1970 წლამდე ლატვიური საჭადრაკო ჟურნალის, Šahs-ის, რედაქტორი იყო. მისი წიგნები ცნობილია პარტიის დეტალრი აღწერილობით. ამერიკელმა დიდოსტატმა ენდრიუ სოლტისმა მსოფლიო ჩემპიონატზე ტალის წიგნი განიხილა, როგორც "პრეტენდენტის მიერ დაწერილი საუკეთესო წიგნი მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ვინაიდან ის იყო შესანიშნავი მწერალი, რომელმაც მსოფლიო პირველობა მოიპოვა". 1997 წელს გამოცემულ წიგნის, "მიხეილ ტალის ცხოვრება და თამაშები" , შესავალში ახალ ზელანდიელი დიდოსტატი მიურეი ჩენდლერი წერს: საუკეთესო საჭადრაკო წიგნი რაც კი ოდესმე დაწერილა.

ტალის ავტობიოგრაფიიდან ხშირად ხშირად ციტირებადი ანეკდოტი წარმოადგენს დიალოგს ტალსა და ჟურნალისტს შორის (იხსენებენ ერთ-ერთ სახალისო შემთხვევას, რომელიც ტალისა და ჟურნალისტს შორის საუბარში შედგა (სინამდვილეში თანაავტორი იაკოვ დამსკი). ტალი მოკრძალებულად აფიქსირებს თავის მოსაზრებას იმ ფართოდ გავრცელებული აზრის შესახებ, რომ ტალი თამაშისას სვლების გაანგარიშებაში უშეცდომოა:

ჟურნალისტი: შეიძლება მოუხერხებელი იყოს ჩვენი ღრმა დისკუსიის შეწყვეტა და თემის ოდნავ შეცვლა, მაგრამ მინდა ვიცოდე, თამაშისას,თუნდაც წამიერად, ხომ არ ფიქრობთ რამე აბსტრაქტულზე?

ტალი: დიახ. მაგალითად, მე ვერასოდეს დავივიწყებ მატჩს დიდოსტატ ვასიუკოვის წინააღმდეგ საბჭოთა ჩემპიონობისთვის გამართულ მატჩში.[41] ჩვენს სთული პოზიცია მივიღეთ, სადაც მე მხედრის შეწირვაზე ვფიქრობდი. შესაძლოა მოწინააღდეგისათვის ეს არ ყოფილიყო თამაშის ლოგიკური გაგრძელება; სვლის უამრავი ვარიანტი არსებობდა; მაგრამ ღრმა ანალიზის შედეგად მივედი იმ დასკვნამდე, რომ შეწირვა არაფერს მომცემდა. იდეები ერთმანეთის მიყოლებით მომდიოდა თავში. ნატიფი სვლით უნდა მეპასუხა მოწინააღმდეგისათვის, რომელიც ერთ შემთხვევაში, სწორი იქნებოდა, მაგრამ სხვა შემთხვევაში შესაძლოა უსარგებლო ყოფილიყო. თავში მომდიოდა ქაოტური სვების წყება და სამარცხვინო „ვარიანტების ხე“,რომლისგანაც ტრენერების რჩევით უნდა მოიჭრას უსარგებლო ტოტები, ამ შემთხვევაში დაუჯერებლად სწრაფად გავრცელდა.
და მაშინ მოულოდნელად, არსაიდან მომაგონდა მონაკვეთი კორნეი ივანოვიჩ ჩუკოვსკის ლექსიდან: „ოხ, რა რთული სამუშაო იყო. ჭაობიან ბეჰემოთის ამოთრევა“.[42]

არ ვიცი რა ასოციაცია მქონდა მაშინ, რამ მომაგონა ბეჰემოტი, მაგრამ ალბათ მაშინ მაყურებლები ფიქრობდნენ, რომ მე პოზიციის ანალიზში ვიყავი ჩართული, მაშინ როდესაც ჩემს თავს ვეკითხებოდი: მართლა როგორ ამოიყვანდი ბეჰემოთს ჭაობიდან? მახსოვს გავიფიქრე კაუჭებით-მეთქი, ასევე ბერკეტებით, თვითმფრინავით და თოკის კიბითაც კი-მეთქი.
გრძელი ფიქრის შემდეგ, როგორც ინჟინერმა, დამარცხება ვაღიარე ჩემთვის გავიფიქრე: „კარგი, ჩაიძიროს!“ და უცბად ბეჰემოთი გაუჩინარდა. ისევე გაქრა, როგორც მოვიდა  ... თავისით! და ახლა უკვე პოზიცია წინანდებურად რთულად არ მეჩვენა. ახლა ვხვდები, რომ მაშინ შეუძლებელი იყო ჩემთვის ყველა ვარიანტის გაანალიზება, და რომ მხედრის შეწირვა იყო სწორი, არამედ ყოველივე ეს ბუნებრივად, წმინდად ინტუიტიურად მოხდა. და რამდენადაც საინტერესო თამაშს დავპირდი, თავი ვერ შევიკავე მისგან.

კმაყოფილი ვიყავი, როდესაც მეორე დღეს წავიკითხე კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთა ტალმა აბსოლუტურად სწორი სვლა (მხედრის შეწირვა) 40 წუთანი ანალიზის შემდეგ.

-მიხეილ ტალი მიხეილ ტალის ცხოვრება და თამაშები.

  • მიხაელ, ტალი (2001). Tal–ბოტვინიკი, 1960. Russell Enterprises. ISBN 1-888690-08-9. 
  • მიხაელ, ტალი (1973). მსოფლიო ჩემპიონატი: პეტროსიანი-სპასკი 1966. Chess Digest. 
  • მიხაელ, ტალი (2003). „მიხაელ ტალი, ქულა არაფერის ნიშნავს, გამარჯვებული თამაშის ბოლოს ვლინდება“, ვისწავლოთ დიდოსტატებისგან. Batsford, გვ. 5–16. ISBN 0713481382. 
  • მიხაელ, ტალი (1997). მიახაელ ტალის ცხოვრება და თამაშები. Everyman Chess. ISBN 1-85744-202-4. 
  • (2013) ვისწავლოთ ჭადრაკი მიხაელთან ერთად. Batsford. ISBN 1849941092. 
  • (1979) ტალის საჭადრაკო კომბინაციები: მომგებიანი საჭადრაკო კომბინაციების საიდუმლო აღწერილია რუსი მოჭადრაკის, მიხაელ ტალის, მიერ. სიმონი და შუსტერი. ISBN 0671242628. 
  • მიხაელ, ტალი, ალექსანდრ როშელი და ვ. ჩეპიჟნი (1980). მონრეალი 1979: ვარსკვლავების ტურნირი. Pergamon Press. ISBN 0080241328. 
  • (1981) საჭადრაკო სკანდალები: 1978 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა. Pergamon Press. ISBN 008024145X. 
  • მიხაელ, ტალი (1988). „ჭადრაკის კალკულატორის აღიარება“, მსოფლიო ჩემპიონები ასწავლიან ჭადრაკს. A & C Black, გვ. 102–112. ISBN 0713655968. 
  • მიხაელ ტალი, იაკოვ დამსკი და კენ ნიტი (1994). მიხაელ ტალის შეტევა. Everyman Chess. ISBN 1-85744-043-9. 

ბიბლიოგრაფია

  • Sosonko, G. (2009) Russian Silhouettes, New in Chess, 3rd ed., ISBN 9056912933

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
  • Chernev, Irving (1995). Twelve Great Chess Players and Their Best Games. New York: Dover, გვ. 76–91. ISBN 0-486-28674-6. 
  • Gallagher, Joe (2001). The Magic of Mikhail Tal. Everyman Chess. ISBN 1-85744-266-0.  This covers Tal's career post 1975, and can therefore be seen as a sort of sequel to Tal's own autobiography and games collection, which covers his career up to that point.
  • Kasparov, Garry (2003). „My Great Predecessors, part II“. Everyman Chess. ISBN 1-85744-342-X. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  • Kirillov, Valentin (2017). Team Tal: An Inside Story. Moscow: Elk and Ruby Publishing House. ISBN 5-950-04330-8. 
  • Landau, Sally (2019). Checkmate! The Love Story of Mikhail Tal and Sally Landau. Moscow: Elk and Ruby Publishing House. ISBN 5-604-17696-6. 
  • Tal, Mikhail (1997). The Life and Games of Mikhail Tal, 2nd revised, Everyman. ISBN 0-486-28674-6. 
  • (1981) რედ. Winter, Edward G.: World chess champions. Pergamon. ISBN 0-08-024094-1. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Таль Михаил Нехемьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Encyclopædia Britannica
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. საფლავი
  6. Find a Grave — 1996.
  7. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  8. 8.0 8.1 Felice G. D. Chess International Titleholders, 1950–2016McFarland & Company, 2017. — 369 p. — ISBN 978-1-4766-7132-1
  9. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა — 1537.
  10. 10.0 10.1 LiveJournal — 1999.
  11. Zubok, V. M. (2011) Zhivago's children: the last Russian intelligentsia, Harvard University Press, ISBN 0674062329
  12. Clarke, P. H. (1969) Tal's Best Games of Chess, Bell, ISBN 0713502045
  13. Zubok, Vladislav. Zhivago’s Children. Harvard University Press, 2009. p. 179 ISBN 9780674033443
  14. 14.0 14.1 Soltis, Andrew (2002) Chess Lists Second Edition, 2nd ed., McFarland & Company, Jefferson, North Carolina and London, pp. 43–44, ISBN 0786412968.
  15. Official FIDE Ding, Liren (CHN) Individual Calculations full report.
  16. 16.0 16.1 16.2 Sosonko, p. 24
  17. ВДОВА ВОСЬМОГО ЧЕМПИОНА ėМИХАИЛА ТАЛЯ АНГЕЛИНА: "ДО МЕНЯ СО ВСЕМИ СВОИМИ ЖЕНЩИНАМИ МИША ЖИЛ НЕ БОЛЬШЕ ДВУХ ЛЕТ, А СО МНОЙ – 22 ГОДА. НАВЕРНОЕ, ПОТОМУ, ЧТО Я НЕ СТЕРВА". დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2009.
  18. "Even Now, He Will Not Leave Me..." Interview with Salli Landau, Copyright 2003–04 by Chess Today and Grandmaster Square
  19. Clarke, Peter H. (1991). Mikhail Tal – Master of Sacrifice. B.T.Batsford Ltd, გვ. 4. ISBN 0-7134-6899-8. 
  20. 20.0 20.1 20.2 Tal, Mikhail. olimpbase. Retrieved on 24 October 2013.
  21. Horowitz, Al (1973). „The World Chess Championship, A History“. Macmillan: 188. LCCN 72080175. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  22. 1959 Yugoslavia Candidates Tournament. mark-weeks.com.
  23. McFadden, R.D. (29 June 1992). „Mikhail Tal, a Chess Grandmaster Known for His Daring, Dies at 55“. New York Times.
  24. Kingston, T.. (2002)Yuri Averbakh: An Interview with History – Part 2 (PDF). The Chess Cafe.
  25. Including the 1983 final when Tal had to withdraw after five games
  26. The Life and Games of Mikhail Tal, revised and updated edition, by Mikhail Tal, 1997, London, Everyman Chess.
  27. Alexander Khalifman et al, "Mikhail Tal – 8th World Champion" (PC-CD); "Complete Games of Mikhail Tal 1936–1959", p. 5
  28. Sosonko, p. 23
  29. Sosonko, p. 25
  30. Sosonko, p. 30
  31. Kramnik, V.. (2005)Kramnik Interview: From Steinitz to Kasparov. Vladimir Kramnik. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2020.
  32. Watson, J.. (1 August 2007) Shabalov Enters Elite Company With Fourth U.S. Championship Title. US Chess Federation. Section "The Champion Speaks" – interview with Alexander Shabalov
  33. Mikhail Tal vs. Alexander Tolush, USSR Championship, Moscow 1957.
  34. Boris Spassky vs. Mikhail Tal, USSR Championship, Riga 1958.
  35. Mikhail Tal vs. Vasily Smyslov, Yugoslavia Candidates' Tournament 1959.
  36. Robert James Fischer vs. Mikhail Tal, Belgrade, Candidates' Tournament 1959.
  37. Mikhail Botvinnik vs. Mikhail Tal, World Championship Match, Moscow 1960.
  38. István Bilek vs. Mikhail Tal, Moscow 1967.
  39. Boris Spassky vs. Mikhail Tal, Tallinn 1973.
  40. Mikhail Tal vs. Tigran Petrosian, 8th Soviet Team Cup, Moscow 1974.
  41. Mikhail Tal vs. Evgeni Vasiukov, USSR Championship, Kiev 1964.
  42. Alternative translation: Oh, what a task so harsh/ To drag a hippo from a marsh