საჭადრაკო ოლიმპიადა 1960
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1960}} |
16 ოქტომბერი - 9 დეკემბერი 1960 ლაიფციგი, გერმანია
ლაიფციგის ოლიმპიადაზე მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა შეიკრიბა. აღმოსავლეთ გერმანიის ამ ქალაქში 40 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩამოვიდა. საბჭოთა ნაკრებს მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, მიხეილ ტალი თავკაცობდა. მეოთხე დაფაზე დებიუტი ჰქონდა ვიქტორ კორჩნოის. ამერიკელთა გუნდის პირველ დაფაზე რობერტ ფიშერი თამაშობდა, სამაგიეროდ არ იყო სამუელ რეშევსკი. ჩეხოსლოვაკიის გუნდში დებიუტი ჰქონდა ვლასტიმილ ჰორტს. ოლიმპიადაზე იყო ერთი ქალბატონიც. მონაკოს გუნდში თამაშობდა ანა-მარია რენუა-შევრიე. ტურნირს მიეძღვნა დიდი გამოფენა სახელით ,,ჭადრაკი საუკუნეების გავლით’’, რომელშიც მსოფლიოს 140-ზე მეტი ბიბლიოთეკა და მუზეუმი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. თავად შეჯიბრება ჩატარდა ,,რინგმესჰაუზის’’ ვეებერთელა დარბაზში, სადაც ჩვეულებრივად ტარდებოდა ხოლმე ლაიფციგის ცნობილი ბაზრობები.
პირველ ეტაპზე დიდი ბრძოლები არ გამართულა. ფავორიტებმა უპრობლემოდ მოიპოვეს მთავარი ფინალის საგზურები. ფინალი საბჭოელებმა ბულგარელთა განადგურებით დაიწყეს (4-0). უკვე მეორე ტურში კი ძველ მეტოქეებს, იუგოსლავიელებს შეხვდნენ. პერტოსიანმა მეოთხე დაფაზე გამატჯვება მოუტანა გუნდს. მეხუთე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა სსრ კავშირის და აშშ-ს ნაკრები გუნდების მატჩი, ამ დროისათვის ამერიკელები მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ ლიდერს და გამარჯვების შემთხვევაში თავად ჩუდგებოდნენ სატურნირო ცხრილს სათვეში. მატჩის ბედი აქაც მეოთხე დაფაზე გადაწყდა. სმისლოვმა გაიმარჯვა და საბჭოთა გუნდმაც მატჩი მოიგო. ამის შემდეგ საბჭოელები სულ უფრო და უფრო ზრდიდნენ თავის უპირატესობას და უკვე ბოლოსწინა ტურში გაინაღდეს ჩემპიონობა. ბოლო ტურში ამერიკელებმა 3,5-0,5 მოუგეს გდრ-ს გუნდს და მეორე ადგილი გაინაღდეს. მესამე იყო იუგოსლავიის გუნდი. ბოლო ტურში საბჭოთა ნაკრები ინგლისელებს ხვდებოდა. მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მაგრამ იყო ერთი გარემოება, რომელიც გარკვეულ ინტრიგას მატებდა მატჩს. თუ საბჭოელები მატჩს მოიგებდნენ ისე რომ არცერთ პარტიას არ წააგებდნენ, მაშინ ისინი ყველა მატჩის მოგებით და პარტია წაუგებელი დაამთავრებდნენ ტურნირს. კერესმა, კორჩნოიმ და პეტროსიანმა მოიგეს, მაგრამ მარცხი მოუვიდა ტალს, რომელმაც დამარცხება განიცადა პერსონთან. ასე რომ რეკორდი არ შედგა, თუმცა საბჭოელების გამარჯვებისათვის ამას რაღა თქმა უნდა ჩრდილი არ მიუყენებია.
ტექნიკური შედეგები
რედაქტირებამონაწილეობდა 40 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XL ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით, მხოლოდ მესამე ფინალური ტურნირი, რათა არ დარღვეულიყო შეჯიბრების საერთო ვადები, ჩატარდა შვეიცარიული სისტემით.
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1. ბულგარეთი - 27 2. იუგოსლავია - 26 3. გდრ - 25 4. ნორვეგია - 20,5 5. ფინეთი - 19,5 6. ისრაელი - 19 7. ინდონეზია - 18,5 8. საფრანგეთი - 11 9. ალბანეთი - 10,5 10. მალტა - 3
- II ჯგუფი: 1. სსრკ - 32 2. არგენტინა - 25 3. ნიდერლანდები - 23,5 4. პოლონეთი - 21,5 5. ავსტრია - 19 6. ინდოეთი - 15,5 7. პორტუგალია - 14,5 8. ფილიპინები - 13,5 9. იტალია - 12 10. მონაკო - 3,5
- III ჯგუფი: 1. ინგლისი - 28 2. ჩეხოსლოვაკია - 28 3. უნგრეთი - 27 4. შვედეთი - 23 5. დანია - 16,5 6. ისლანდია - 16 7. მონღოლეთი - 15,5 8. ტუნისი - 14 9. საბერძნეთი - 7 10. ბოლივია - 5
- IV ჯგუფი: 1. აშშ - 29 2. გერმანია - 25,5 3. რუმინეთი - 24 4. ესპანეთი - 23,5 5. ჩილე - 22 6. კუბა - 19 7. ბელგია - 17 8. ეკვადორი - 12 9. ირლანდია - 6 10. ლიბანი - 2
მეორე ეტაპი
- XXV-XL ადგილები (შვეიცარიული სისტემით)
25. ფილიპინები - 28,5 26. ინდონეზია - 27,5 27. მონღოლეთი - 27,5 28. ალბანეთი - 26,5 29. ეკვადორი - 26 30. პორტუგალია - 25 31. საფრანგეთი - 25 32. იტალია - 24 33. ბელგია - 23,5 34. ტუნისი - 21,5 35. საბერძნეთი - 20,5 36. ბოლივია - 19,5 37. მონაკო - 17,5 38. ირლანდია - 17 39. მალტა - 14 40. ლიბანი - 8,5
- XIII-XXIV ადგილები
13. შვედეთი - 27,5 14. ისრაელი - 26,5 15. ავსტრია - 24,5 16. დანია - 23,5 17. ფინეთი - 23,5 18. კუბა - 23 19. ნორვეგია - 23 20. ესპანეთი - 22,5 21. პოლონეთი - 22 22. ჩილე- 19,5 23. ისლანდია - 16,5 24. ინდოეთი- 12
I-XII ადგილები
- 1. სსრკ - 34
- 2. აშშ - 29
- 3. იუგოსლავია - 27
- 4. უნგრეთი - 22,5
- 5. ჩეხოსლოვაკია - 21,5
- 6. ბულგარეთი - 21
- 7. არგენტინა - 20,5
- 8. გერმანია - 19,5
- 9. გდრ - 19
- 10. ნიდერლანდები - 17
- 11. რუმინეთი - 16,5
- 12. ინგლისი - 16,5
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებამიხეილ ტალი 11 (+8=6-1), მიხეილ ბოტვინიკი 10,5 (+8=5-0), პაულ კერესი 10,5 (+8=5-0), ვიქტორ კორჩნოი 10,5 (+8=5-0), ვასილი სმისლოვი 11,5 (+10+3-0), ტიგრან პეტროსიანი 12 (+11=2-0)
რობერტ ჯეიმზ ფიშერი 13 (+10=6-2), უილიამ ჯეიმზ ლომბარდი 11,5 (+8=7-2), რობერტ ბირნი 12 (+9=6-0), არტურ ბერნარდ ბისჰაიერი 11,5 (+9=5-2), ნიკოლას როსოლიმო 3,5 (+2=3-1), რაიმონდ ვაინშტეინი 6,5(+6=1-1)
სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+7=10-0), ალექსანდრ მატანოვიჩი 10,5 (+6=9-2), ბორისლავ ივკოვი 12 (+9=6-1), მარიო ბერტოკი 7,5 (+5=5-3), მატო დამიანოვიჩი 7 (+6=2-2), მილან ვუკჩევიჩი 4 (+2=4-1).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
კარლ რაბაჩი | ავსტრია | 13,5 | 16 | 84,4 |
მიხეილ ტალი | სსრკ | 11 | 15 | 73,3 |
რობერტ ჯეიმზ ფიშერი | აშშ | 13 | 18 | 72,2 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მიხეილ ბოტვინიკი | სსრკ | 10,5 | 13 | 80,8 |
არნბიორნ გუდმუნდსონი | ისლანდია | 11,5 | 16 | 71,9 |
არტურო სალამანკა პომარი | ესპანეთი | 8,5 | 12 | 70,8 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
პაულ კერესი | სსრკ | 10,5 | 13 | 80,8 |
რობერტ ბირნი | აშშ | 12 | 15 | 80,0 |
ბორისლავ ივკოვი | იუგოსლავია | 12 | 16 | 75,0 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ლამსურენ მიაგმარსურენი | მონღოლეთი | 16,5 | 20 | 82,5 |
ტანგ ლინგ ანი | ინდონეზია | 16,5 | 20 | 82,5 |
ვიქტორ კორჩნოი | შვედეთი | 10,5 | 13 | 80,8 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვასილი სმისლოვი | სსრკ | 11,5 | 13 | 88,5 |
მატო დამიანოვიჩი | იუგოსლავია | 7 | 10 | 70,0 |
სამუელ შვებერი | არგენტინა | 7 | 10 | 70,0 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ტიგრან პეტროსიანი | სსრკ | 12 | 13 | 92,3 |
ემანუელ გიუტი | ისრაელი | 9 | 13 | 69,2 |
დიულა კლიუგერი | უნგრეთი | 6,5 | 10 | 65,0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006