საჭადრაკო ოლიმპიადა 1966
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1966}} |
25 ნოემბერი - 20 დეკემბერი 1966 ჰავანა, კუბა
ჯერ კიდევ 1963 წელს კუბამ თავისი კანდიდატურა წარადგინა XVII ოლიმპიადის მასპინძლობაზე. მომდვენო წელს ფიდემ თავის კონგრესზე თანხმობა მისცა კუბელებს და მათაც სერიოზული მზადება დაიწყეს. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც თვით ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა. მოჭადრაკეებს საცხოვრებლად 25 სართულიანი სასტუმრო ,,ჰავანა ლიბრე’’ გამოუყვეს. ამავე სასტუმროს ,,ელჩების დარბაზში’’ მიმდინარეობდა საჭადრაკო ბატალიებიც. ტურნირმა ჰავანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ცნობილი რევოლუციონერი ჩე გევარაც კი ესწრებოდა. მონაწილეთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 52-ს მიაღწია. გუნდები ისევ შვიდ ქვეჯგუფად დაყვნენ, საიდანაც ორ-ორი გამარჯვებული გადიოდა ფინალურ ტურნირში. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში იყო ერთი დებიუტანტი, ლევ პოლუგაევსკი. გუნდს მსოფლიოს ჩემპიონი, ტიგრან პეტროსიანი თავკაცობდა. მის გარდა გუნდში იყვნენ მსოფლიოს ჩემპონობის პრეტენდენტი, ბორის სპასკი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მიხეილ ტალი სსრ კავშირის ჩემპიონი ლეონიდ შტეინი და ვიქტორ კორჩნოი. ამერიკელთა გუნდს სათავეში რობერტ ფიშერი ედგა. გუნდის ხელმძღვანელობამ მეორე დაფაზე თამაში სამუელ რეშევსკის შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. კვლავ ძლიერი გუნდები ჰყავდათ იუგოსლავიას, უნგრეთს და ჩეხოსლოვაკიას. სიურპრიზი იყო დასავლეთ გერმანელების, წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორების, არ ჩამოსვლა ჰავანაში.
პირველ ეტაპზე სიურპრიზები არ მომხდარა და ყველა უძლიერესი გავიდა მთავარ ფინალში. ტურნირი კარგად დაიწყეს საბჭოთა და ამერიკელმა მოჭადრაკეებმა. მათ თანდათნ ჩამოიტოვეს დანარჩენი მეტოქეები და დუეტად ლიდერობდნენ ტურნირს. საინტერსო რამ მოხდა მეორე ტურში. ტურის დაწყებამდე სამი საათით ადრე, ამერიკელთა გუნდის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა მსაჯთა კოლეგიას, რათა მათ რელიგიური მიზეზით გადაეწიათ პეტროსიან - ფიშერის პარტიის დაწყების დრო. აღსანიშნავია რომ ამავე თხოვნით, მათ პირველ ტურშიც მიმართეს ორგანიზატორებს, მაგრამ დანიელი ბენტ ლარსენი წინააღმდეგი წავიდა. მაშინ ამერიკელებმა ფიშერი რობერტ ბირნით შეცვალეს. ახლა კი მათ არ სურდათ საბჭოელებთან თავიანითი ლიდერის გარეშე თამაში და მიიღეს რა უარი ორგანიზატორებისაგან ტურნეზე არ გამოცხადდნენ. ერთი საათის ლოდინის შემდეგ მსაჯთა კოლეგიამ საბჭოელებს ოთხივე დაფაზე მოგება ჩაუთვალა. მაშინ საბჭოთა დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალ დღეს ეთამაშათ ეს მატჩი. იგი მოგვიანებით მართლაც გაიმართა და ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა (ტალმა მოუგო ბირნს). დაწყებული მეექვსე ტურიდან სსრ კავშირის ნაკრები ნელ-ნელა ზრდიდა თავის უპირატესობას და ბოლოსწინა ტურში პირველ ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ამერიკელები მეორენი იყვნენ, ხოლო უნგრელებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების (ბერგერის ცხრილით) წყალობით აჯობეს იუგოსლავიელებს.
ტექნიკური შედეგები
რედაქტირებამონაწილეობდა 52 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები შვიდ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-XIV ადგილები). დანარჩენები B, C და D ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XV-XXVIII, XXIX-XLII XLIII-LII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
პირველი ეტაპი
- I ჯგუფი: 1. სსრკ - 24,5 2. ესპანეთი - 20,5 3. შვეიცარია - 18,5 4. შვედეთი - 15,5 5. ფილიპინები - 13,5 6. ურუგვაი - 9 7. მონაკო - 7,5 8. ჰონგ-კონგი - 3
- II ჯგუფი: 1. იუგოსლავია - 21 2. ისლანდია - 13,5 3. ინდონეზია - 12,5 4. ავსტრია - 12 5. თურქეთი - 11 6. მონღოლეთი - 9 7. მექსიკა - 5
- III ჯგუფი: 1. აშშ - 17,5 2. ნორვეგია - 16,5 3. პოლონეთი - 16,5 4. ისრაელი - 15,5 5. ეკვადორი - 7,5 6. პორტუგალია - 6 7. ბოლივია - 4,5
- IV ჯგუფი: 1. არგენტინა - 20,5 2. დანია - 18 3. ინგლისი - 15 4. საფრანგეთი - 9,5 5. ირლანდია - 8 6. ჩილე - 7 7. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 6
- V ჯგუფი: 1. ჩეხოსლოვაკია - 21 2. გდრ - 19 3. კანადა - 18 4. შოტლანდია - 9,5 5. იტალია - 8,5 6. ლუქსემბურგი - 6,5 7. კვიპროსი - 1,5
- VI ჯგუფი: 1. უნგრეთი - 23,5 2. კუბა - 21 3. ნიდერლანდები - 20,5 4. ბელგია - 14,5 5. ვენესუელა - 12,5 6. ტუნისი - 11,5 7. პანამა - 6,5 8. ლიბანი - 2
- VII ჯგუფი: 1. რუმინეთი - 22,5 2. ბულგარეთი - 21,5 3. კოლუმბია - 17 4. ფინეთი - 17 5. საბერძნეთი - 14 6. პუერტო-რიკო - 12 7. მაროკო - 6 8. ნიკარაგუა - 2
მეორე ეტაპი
- XLIII-XLII ადგილები
43. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 28 44. მექსიკა - 24,5 45. ბოლივია - 22 46. მონაკო - 20 47. მაროკო - 19,5 48. ნიკარაგუა - 17 49. პანამა - 16,5 50. ლიბანი - 11 51. კვიპროსი - 11 52. ჰონგ-კონგი - 10,5
- XXIX-XLII ადგილები
29. იტალია - 38 30. მონღოლეთი - 33,5 31. ფილიპინები - 31 32. საბერძნეთი - 29 33. ურუგვაი - 28 34. ტუნისი - 26,5 35. თურქეთი - 25,5 36. ვენესუელა - 25 37. პორტუგალია - 25 38. ჩილე - 23,5 39. ეკვადორი - 23,5 40. ირლანდია - 21 41. პუერტო-რიკო - 18,5 42. ლუქსემბურგი - 16
- XV-XXVIII ადგილები
15. ნიდერლანდები - 37 16. პოლონეთი - 31,5 17. ავსტრია - 30 18. შვეიცარია - 28,5 19. ისრაელი - 28,5 20. ფინეთი - 28 21. ინგლისი - 27,5 22. კოლუმბია - 27,5 23. კანადა - 25,5 24. შვედეთი - 24,5 25. ბელგია - 23 26. საფრანგეთი - 20 27. ინდონეზია - 18 28. შოტლანდია - 15,5
I-XVI ადგილები
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებატიგრან პეტროსიანი 12,5 (+10=3-0), ბორის სპასკი 10 (+5=10-0), მიხეილ ტალი 12 (+11=2-0), ლეონიდ შტეინი 9 (+7=4-1), ვიქტორ კორჩნოი 10,5 (+9=3-1), ლევ პოლუგაევსკი 11 (+8=6-0),
რობერტ ფიშერი 15 (+14=2-1), რობერტ ბირნი 6,5 (+3=7-3), პალ ბენკო 8 (+4=8-0), ლარი ევანზი 10,5 (+6=9-0), უილიამ ადისონი 5 (+5=0-4), ნიკოლას როსოლიმო 7 (+5=4-1).
ლაიოშ პორტიში 11,5 (+8=7-1), ლასლო საბო 11 (+7=8-0), იშტვან ბილეკი 11,5 (+8=7-0), ლევენტ ლენდიელი 4 (+2=4-4), დიოჟე ფორინტოში 8 (+7=2-3), ლასლო ბარცა 11 (+10=2-0)
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ტიგრან პეტროსიანი | სსრკ | 11,5 | 13 | 88,5 |
რობერტ ფიშერი | აშშ | 15 | 17 | 88,2 |
ვოლფგანგ ულმანი | გდრ | 13 | 18 | 72,2 |
კარლ ოჰანენი | ფინეთი | 13 | 18 | 72,2 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ოსკარ პანო | არგენტინა | 14 | 18 | 77,8 |
ლასლო საბო | უნგრეთი | 11 | 15 | 73,3 |
ჰეიკო ვესტერინენი | ფინეთი | 14,5 | 20 | 72,5 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მიხეილ ტალი | სსრკ | 12 | 13 | 92,3 |
როსენდო ბალინასი | ფილიპინები | 15,5 | 20 | 77,5 |
იშტვან ბილეკი | უნგრეთი | 11,5 | 15 | 76,7 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
კრისტიან ლანგევეგი | ნიდერლანდები | 12 | 15 | 80,0 |
ალექსანდრ მატანოვიჩი | იუგოსლავია | 10,5 | 14 | 75,0 |
ლეონიდ შტეინი | სსრკ | 9 | 12 | 75,0 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვიქტორ კორჩნოი | სსრკ | 10,5 | 13 | 80,8 |
მილან მატულოვიჩი | იუგოსლავია | 12 | 15 | 80,0 |
ჰანს რეე | ნიდერლანდები | 11 | 15 | 73,3 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ლასლო ბარცა | უნგრეთი | 11 | 12 | 91,7 |
ლევ პოლუგაევსკი | სსრკ | 11 | 14 | 78,6 |
ისმეთ იბრაგიმოღლუ | თურქეთი | 10 | 13 | 76,9 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006