ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსი (ესპ. Fidel Alejandro Castro Ruz; დ. 13 აგვისტო, 1926, ბირანი, კუბა — გ. 25 ნოემბერი, 2016) — კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და პრეზიდენტი 1976—2008 წლებში, რომელიც მართავდა კუბას 47 წლის განმავლობაში, როგორც პრემიერ-მინისტრი 1959-1976 და შემდეგ როგორც პრეზიდენტი 1976-2006 (დე იურე 2008 წლამდე). კუბელი მარქსისტ-ლენინისტი. ასევე იყო კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, 1961 წლიდან 2011 წლამდე. მისი მმართველობის დროს კუბა გახდა ერთპარტიული ქვეყანა, ინდუსტრიამ და ბიზნესმა განიცადა ნაციონალიზაცია.

ფიდელ კასტრო
ფიდელ კასტრო
კუბის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი, 1976 – 24 თებერვალი, 2008
ვიცე-პრეზიდენტი  რაულ კასტრო
წინამორბედიოსვალდო დორტიკოს ტორადო
მემკვიდრერაულ კასტრო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 თებერვალი, 1959 – 2 დეკემბერი, 1976
წინამორბედიხოსე მირო კარდონა
მემკვიდრერაულ კასტრო

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივნისი, 1961 – 19 აპრილი, 2011
წინამორბედიბლას როკა
მემკვიდრერაულ კასტრო

დაბადებული13 აგვისტო, 1926
ბირანი, ოლგინის პროვინცია, კუბა
გარდაცვლილი25 ნოემბერი, 2016 (90 წლის)
ეროვნებაკუბელი
პოლიტიკური პარტიაკუბის კომუნისტური პარტია
მეუღლე(1) მირტა დიას-ბალარტი (1948–55)
(2) დელია სოტო დელ ვალე (1980–2016)
შვილებიფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტი
ალინა ფერნანდესი
ალექსის კასტრო-სოტო
ალეხანდრო კასტრო-სოტო
ანტონიო კასტრო-სოტო
ანხელ კასტრო-სოტო
ალან კასტრო-სოტო
ხორხე ანხელ კასტრო[1]
ფრანცისკა პუპო[1]
პროფესიაადვოკატი
რელიგიაკათოლიციზმი
ხელმოწერა

ჰავანის უნივერსიტეტში, სწავლის დროს კასტრო გაიტაცა მემარცხენე ანტი-იმპერიალისტურმა შეხედულებებმა. მას შემდეგ, რაც მიიღო მონაწილეობა აჯანყებებში, დომინიკის რესპუბლიკასა და კოლუმბიაში, მემარჯვენე მმართველების წინააღმდეგ, მან დაგეგმა კუბის პრეზიდენტის ფულხენსიო ბატისტას მმართველობის დამხობა. 1953 წლის 23 მაისს განხორციელდა თავდასხმა მონკადას ყაზარმაზე, რომელმაც სათავე დაუდო კუბის რევოლუციას, ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ ფიდელ კასტრო მექსიკაშ აყალიბებს რევოლუციურ დაჯგუფებას, თავის ძმასთან რაულ კასტროსთან და ჩე გევარასთან ერთად, სახელად უწოდებს 26 ივლისის მოძრაობას. ბრუნდება კუბაში, სადაც თამაშობს გადამწყვეტ როლს კუბის რევოლუციის წარმატებასა და ფულხენსიო ბატისტას წინააღმდეგ მიმართულ პარტიზანულ ომში. 1959 წელს ფულხენსიოს მთავრობის დამხობის შემდეგ კასტრომ ხელში ჩაიგდო კუბის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა და გახდა მისი პრემიერ-მინისტრი. შეერთებული შტატები შეეცადა კასტროს ჩამოცილებას კუბის ლიდერის თანამდებობიდან ამისთვის მათ სცადეს მისი მკვლელობა, ეკონომიკური ბლოკადა და კონტრ-რევოლუცია[2]. ამ მოვლენების საპირისპიროდ კასტრომ საბჭოთა კავშირთან გააღრმავა ურთიერთობები, კუბა გახდა საბჭოთა კავშირის მთავარი პარტნიორი დასავლეთში. შეერთებული შტატების მიერ თურქეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შემდეგ, კასტრომ დართო ნება საბჭოთა კავშირს განეთავსებინა ბირთვული ქვობინები კუბის ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია კარიბის კრიზისი და უკიდურესად დაძაბა ვითარება საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ცივი ომის მიმდინარეობისას.

მარქსიზმ-ლენინიზმის გავლენით კასტრომ კუბა გახადა ერთ-პარტიული, სოციალისტური ქვეყანა, კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ, ერთადერთი დასავლეთ ნახევარსფეროში. საზღვარგარეთ, ფიდელ კასტრო ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ანტი-იმპერიალისტურ, რევოლუციურ ჯგუფებს ჩილეში, ნიკარაგუასა და გრენადაში, ასევე ეხმარებოდა საკუთარ მოკავშირეებს ცოცხალი ძალით იომ-ქიფურის, ოგადენისა და ანგოლის სამოქალაქო ომში. ამ მოქმედებების შემდეგ კუბის პრესტიჟი მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა. 2006 წლიდან ფიდელ კასტრომ ძალაუფლება გადასცა საკუთარ ძმას რაულ კასტროს, თუმცა ოფიციალურად პრეზიდენტი ის 2008 წელს გახდა.

ფიდელ კასტროს პიროვნება იწვევს უთანხმოებასა და კამათს ადამიანებში. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის ჯილდო (საბჭოთა კავშირი, იამაკა, პოლონეთი)[3]. მისი მხარდამჭერები მოიხსენიებენ მას, როგორც დიად სოციალისტს და ანტი-იმპერიალისტს, რომელის რეჟიმმაც დაიცვა კუბა ამერიკული იმპერიალიზმისგან. თუმცა, მისი მოწინააღმდეგეები კასტროს აღიქვამენ, როგორც დიქტატორს, რომელიც პერმანენტულად არღვევდა ადამიანის უფლებებს, რომელმაც გააღატაკა კუბის ეკონომიკა. მისმა პოლიტიკურმა ხედვამ და შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა პიროვნებასა და ჯგუფზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება