კუბის პრემიერ-მინისტრი
კუბის პრემიერ-მინისტრი (ესპ. Primer Ministro de Cuba), ოფიციალურად კუბის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი (ესპ. Presidente del Consejo de Ministros de Cuba) — კუბის მთავრობის მეთაური.
კუბის კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად განისაზღვრა 1940 წელს და ქვეყნის პირველი პრემიერი კარლოს სალადრიგას საიასი გახდა, ყოფილი პრეზიდენტის, ალფრედო საიასის დისშვილი. 1976 წლის კუბის ახალი კონსტიტუციით ქვეყნის მთავრობის მეთაურის როლი განისაზღვრა, როგორც მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი და თანამდებობა შეთავსებით სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტს შეეფარდა.