კუბელები
კუბელები — კუბის რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობა.
- მოსახლეობის საერთო რაოდენობა — 11,451,652 ადამიანი. აშშ-ში ცხოვრობს 1 მილიონი კუბელი, კანადაში 10 ათასი, ესპანეთში 20 ათასი.
- რელიგია — უმრავლესობა კათოლიკეები, იშვიათია პროტესტანტები და აფრიკული რელიგიური სინკრეტიზმის მიმდევრები.
- ენა — ესპანური ენის კუბური ვარიანტი.
კუბელები | |
---|---|
I რიგი: ფიდელ კასტრო, რაულ კასტრო, ხოსე მარტი, ალმეიდა ბოსკე ხუანი | |
საერთო მოსახლეობა | |
±12,500,000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
კუბა | 11 451 652 |
აშშ | 1 მილიონი |
ესპანეთი | 20,000 |
კანადა | 10,000 |
ენები | ესპანური და ადგილობრივი ენები |
რელიგიები | ძირითადად კათოლიციზმი, ასევე სხვა მცირე რელიგიური ჯგუფები. |
ეთნოგენეზი
რედაქტირებაკუბელები — მრავალეთნიკური ერია. ესპანელების გამოჩენის მომენტში , კუბაზე ცხოვრობდნენ არავაკის ტომის ინდიელები და ჰაიტიდან ჩამოსახლებული ინდიელები. ესპანური კოლონიზაციის შედეგად ინდიელთა უმრავლესობა ამოწყდა. შემდეგ აქ ჩამოიყვანეს მონები აფრიკიდან. მათი შთამომავლები შეადგენენ კუბის მოსახლეობის 40 პროცენტს. გარდა ამისა, ერი ჩამოაყალიბეს მულატებმა, მეტისებმა და ევროპელებმა. ესპანეთიდან კუბაში ჩამოვიდნენ ძირითადად გალისიელები, კასტილიელები, ნავარელები, კატალონიელები. მათ ყველას ერთად „გალეგოს“ ეძახიან. XVIII საუკუნის ბოლოდან აქ ჩამოვიდა ასევე ფრანგების (ჰაიტიდან და ლუიზიანიდან), იტალიელების, ჩინელების და ინდიელების (მექსიკიდან) დიდი ნაკადი.
2002 წლის მოსახლეობის აღწერა კუბაში
რედაქტირებაკუბაში მოსახლეობის ოფიციალური აღწერა ჩატარდა 2002 წელს.
- მოსახლეობა რეგიონებში
მოსახლეობა რაოდენობა რეგიონის ფართობის მიხედვით | |||||
---|---|---|---|---|---|
პროვინცია | ფართობი(კმ²) | ფართობი (%) | მოსახლეობა | მოსახლეობა (%) | სიმჭიდროვე |
კუბელების საერთო რაოდენობა | 109,886.19 | 100 | 11,177,743 | 100 | 101.72 |
პინარ-დელ-რიო | 10,904.03 | 9.92 | 726,574 | 6.50 | 66.63 |
არტემისა | 5,791.59 | 5.22 | 711,066 | 6.36 | 124.06 |
ჰავანა | 721.01 | 0.66 | 2,201,610 | 19.70 | 3053.49 |
მატანსასი | 11,802.72 | 10.74 | 670,427 | 6.00 | 56.80 |
ვილია-კლარა | 8,412.41 | 7.06 | 817,395 | 7.31 | 97.17 |
სიენფუეგოსი | 4,180.02 | 3.80 | 395,183 | 3.54 | 94.54 |
სანკტი-სპირიტუსი | 6,736.51 | 6.13 | 460,328 | 4.12 | 68.33 |
სეგო-დე-ავილა | 6,783.13 | 6.17 | 411,766 | 3.68 | 60.70 |
კამეგუეი | 15,615.02 | 14.21 | 784,178 | 7.02 | 50.22 |
ლას-ტუნასი | 6,587.75 | 6.00 | 525,485 | 4.70 | 79.77 |
ოლგინი | 9,292.83 | 8.46 | 1,021,321 | 9.14 | 109.90 |
გრანმა | 8,375.49 | 7.62 | 822,452 | 7.36 | 98,20 |
სანტიაგო-დე-კუბა | 6,156.44 | 5.60 | 1,036,281 | 9.27 | 168.32 |
გუანტანამო | 6,167.97 | 5.61 | 507,118 | 4.54 | 82.22 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუბის სტატისტიკა დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- CIA The World Fact Book Cuba დაარქივებული 2016-02-10 საიტზე Wayback Machine.
- Oficina Nacional de Estadísticas.Cuba დაარქივებული 2011-02-26 საიტზე Wayback Machine.