კამაგუეის პროვინცია
კამაგუეის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, უდიდესი ქვეყნის სხვა პროვინციებს შორის. დედაქალაქია კამაგუეი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები — ფლორიდა და ნუევიტასი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
კამაგუეის პროვინცია Provincia de Camagüey | |||
| |||
ქვეყანა | კუბა | ||
ადმ. ცენტრი | კამაგუეი | ||
კოორდინატები | 22°00′00″ ჩ. გ. 78°00′00″ დ. გ. / 22.00000° ჩ. გ. 78.00000° დ. გ. | ||
ფართობი | 15 615 კმ² | ||
მოსახლეობა | 786 657 კაცი (2004) | ||
სიმჭიდროვე | 50,37 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | +53-32 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.camaguey.cu/ | ||
გეოგრაფია
რედაქტირებაკამაგუეის რელიეფი ძირითადად დაბლობია, მის ტერიტორიას არ კვეთს მნიშვნელოვანო გორაკები და მთის მასივები. სამხრეთი სანაპირო ხასიათდება მრავალი პატარა კუნძულით (კაი), ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ კი მდებარეობს ხარდინეს-დელ-რეისა და საბანა-კამაგუეის არქიპელაგები.
ორივე სანაპირო მდიდარია ქვიშიანი პლაჟებით. მიუხედავად დიდი ტურისტული პოტენციალისა, იგი საკმაოდ სუსტადაა განვითარებული, გარდა ჩრდილოეთით მდებარე სანტა-ლუსიას პლაჟისა.
ეკონომიკა
რედაქტირებაკამაგუეის ეკონომიკა ძირითადად მესაქონლეობასა და შაქრის ლერწამს ეფუძნება. პროვინცია ცნობილია მისი კოვბოის კულტურითა და ხშირი როდეოებით. მოყავთ ბრინჯი და მისდევენ მექათემობასაც, ასევე არსებობს ციტრუსების ინდუსტრია. დედაქალაქში მდებარეობს კუნძულზე არსებული სულ რამდენიმე ლუდსახარშების მნიშვნელოვანი ნაწილი.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებაპროვინცია შედგება 13 მუნიციპალიტეტისაგან:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ესპანური) კამაგუეის პორტალი დაარქივებული 2007-03-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.