კუბის პროვინციები

ადმინისტრაციულად, კუბა იყოფა 15 პროვინციად და ერთ სპეციალურ მუნიციპალიტეტად, რომელიც არც ერთ პროვინციას არ მიეკუთვნება. ბოლო ცვლილებები მიღებულ იქნა 2010 წლის აგვისტოში (კუბის ეროვნული ასამბლეის მიერ), როდესაც ჰავანის პროვინცია ორ ახალ პროვინციად გაიყო: არტემისა და მაიაბეკე. ახალმა პროვინციებმა არსებობა 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ქალაქ ჰავანის პროვინციამ (Ciudad de La Habana) თავის თავდაპირველი სახელი — ლა-ჰაბანა (La Habana) დაიბრუნა.

პროვინციების სია

რედაქტირება

 


დასავლეთიდან აღმოსავლეთით, კუბის პროვინციებია:

  1. პინარ-დელ-რიო
  2. არტემისა
  3. ლა-ჰაბანა
  4. მაიაბეკე
  5. მატანსასი
  6. სიენფუეგოსი
  7. ვილია-კლარა
  8. სანკტი-სპირიტუსი
  9. სიეგო-დე-ავილა
  10. კამაგუეი
  11. ლას-ტუნასი
  12. გრანმა
  13. ოლგინი
  14. სანტიაგო-დე-კუბა
  15. გუანტანამო

 


1976 წლამდე, კუბა შემდეგ პროვინციებად იყოფოდა (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ):

  1. პინარ-დელ-რიო
  2. ლა-ჰაბანა, მოიცავდა ქალაქ ჰავანას, მაიაბეკეს და დღევანდელი არტემისის პროვინციის ზოგიერთ მუნიციპალიტეტს.
  3. მატანსასი
  4. ლას-ვილასი (1940 წლამდე სანტა-კლარა), შედგებოდა დღევანდელი კონფუეგოსის, ვილია-კლარასა და სანკტი-სპირიტუსის პროვინციებისაგან.
  5. კამაგუეი (1899 წლამდე პუერტო-პრინსიპე), შედგებოდა დღევანდელი კამაგუეის და სიეგო-ავილის პროვინციებისგან, ისევე როგორც დღევანდელი ლას-ტუნასის პროვინციის ზოგიერთი მუნიციპალიტეტისგან.
  6. ორიენტე (1905 წლამდე სანტიაგო-დე-კუბა), შედგებოდა დღევანდელი ლას-ტუნასის, გრანმის, ოლგინის, სანტიაგო-დე-კუბისა და გუანტანამოს პროვინციებისაგან.

დემოგრაფია

რედაქტირება

კუბის პროვინციები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:[1]

პროვინცია დედაქალაქი მოსახლეობა (2005) მოსახლეობა(%) ფართობი(კმ²) ფართობი(%) სიმჭიდროვე
კამაგუეი კამაგუეი &0000000000784178.000000784 178 7.02 &0000000000014134.00000014 134 13.2 50.22
სიეგო-დე-ავილა სიეგო-დე-ავილა &0000000000411766.000000411 766 3.68 &0000000000005962.0000005 962 5.6 60.70
სიენფუეგოსი სიენფუეგოსი &0000000000395183.000000395 183 3.54 &0000000000004149.0000004 149 3.9 94.54
ლა-ჰაბანა ჰავანა &0000000002328000.0000002 328 000 19.70 740 0.7 &0000000000003053.4900003 053,49
გრანმა ბაიამო &0000000000822452.000000822 452 7.36 &0000000000008452.0000008 452 7.9 98.20
გუანტანამო გუანტანამო &0000000000507118.000000507 118 4.54 &0000000000006366.0000006 366 6.0 82.22
ოლგინი ოლგინი &0000000001021321.0000001 021 321 9.14 &0000000000009105.0000009 105 8.5 109.90
ხუვენტუდი ნუევა-ხერონა &0000000000086559.00000086 559 0.77 &0000000000002199.0000002 199 2.1 35.78
არტემისა არტემისა &0000000000502392.000000502 392 4.49 &0000000000004004.0000004 004 3.75 125.5
ლას-ტუნასი ვიქტორია-დე-ლას-ტუნასი &0000000000525485.000000525 485 4.70 &0000000000006373.0000006 373 6.0 79.77
მატანსასი მატანსასი &0000000000670427.000000670 427 6.00 &0000000000011669.00000011 669 10.0 56.80
მაიაბეკე სან-ხესე-დე-ლას-ლიახასი &0000000000381446.000000381 446 3.41 &0000000000003733.0000003 733 3.49 102.2
პინარ-დელ-რიო პინარ-დელ-რიო &0000000000594560.000000594 560 5.32 &0000000000008884.0000008 884 8.32 67.00
სანკტი-სპირიტუსი სანკტი-სპირიტუსი &0000000000460328.000000460 328 4.12 &0000000000006737.0000006 737 6.3 68.33
სანტიაგო-დე-კუბა სანტიაგო-დე-კუბა &0000000001036281.0000001 036 281 9.27 &0000000000006343.0000006 343 5.9 168.32
ვილია-კლარა სანტა-კლარა &0000000000817395.000000817 395 7.31 &0000000000008069.0000008 069 7.6 97.17
კუბა ჰავანა &0000000011177743.00000011 177 743 &0000000000106827.000000106 827 101.72

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება