არტემისა (ესპ. Artemisa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში. 2010 წლის აგვისტოში ქალაქი არტემისა გახდა ახლად დაარსებული არტემისის პროვინციის დედაქალაქი, რომლის შემადგენლობაშია აგრეთვე ყოფილი ჰავანის პროვინციის 8 მუნიციპალიტეტი და პინარ-დელ-რიოს 3 მუნიციპალიტეტი. არტემისის მუნიციპალიტეტის ფართობია 690 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 81 209 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე 117,7 ადამიანი კმ²-ზე.

ქალაქი
არტემისა
Artemisa

ეკლესია ქალაქ არტემისაში
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია არტემისა
კოორდინატები 22°48′49″ ჩ. გ. 82°45′48″ დ. გ. / 22.81361° ჩ. გ. 82.76333° დ. გ. / 22.81361; -82.76333
დაარსდა 1818
ფართობი 690 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 81 209 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 117,7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 7
არტემისა — კუბა
არტემისა

წარმოადგენს რეგიონის კომერციულ ცენტრს. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, თამბაქო, ანანასი და სხვ. ქალაქში მიმდინარეობს სპირტისა და საპნის წარმოება, ქალაქის სიახლოვესაა შაქრის ქარხნები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-07.
  2. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)