ლას-ტუნასი

(გადამისამართდა გვერდიდან ვიქტორია-დე-ლას-ტუნასი)

ვიქტორია-დე-ლას-ტუნასი ან უბრალოდ ლას-ტუნასი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ლას-ტუნასის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს პროვინციის ცენტრში, ჰავანიდან 512 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, კამაგუეისა და ოლგინის პროვინციებს შორის. კვეთს კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალი.

მუნიციპალიტეტი
ლას-ტუნასი
Las Tunas
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია ლას-ტუნასი
კოორდინატები 20°57′35″ ჩ. გ. 76°57′16″ დ. გ. / 20.95972° ჩ. გ. 76.95444° დ. გ. / 20.95972; -76.95444
დაარსდა 1759
ფართობი 891 კმ²
ცენტრის სიმაღლე 90
მოსახლეობა 187 438 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 210,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-31
ოფიციალური საიტი [საიტი საიტი]
ლას-ტუნასი — კუბა
ლას-ტუნასი

ქალაქი დაარსდა 1759 წელს.

ეკონომიკა

რედაქტირება

ლას-ტუნასის ეკონომიკა სოფლის მეურნეობას, ძირითადად კი შაქრის ლერწამს ეყრდნობა. მნიშვნელოვანია მესაქონლეობაც, აწარმოებენ რძესა და ხორცს. ბოლო დროს იზრდება საერთაშორისო ტურიზმის როლი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 187 438 ადამიანს შეადგენდა.[1] 891 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 210,4 ადამიანი კმ²-ზე.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.