მაიაბეკეს პროვინცია

მაიაბეკეს პროვინცია (ესპ. Provincia de Mayabeque) — კუბის ერთ-ერთი ახალი პროვინცია, რომელიც 2010 წლის 1 აგვისტოს, კუბის ეროვნული ასამბლეის დადგენილებით შეიქმნა ლა-ჰაბანის პროვინციისგან გამოყოფის შედეგად.[1] [2] მაიაბეკე აღმოსავლეთ ლა-ჰაბანის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს, დედაქალაქია სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი. პროვინციამ სახელი მდინარე მაიაბეკესა და სამხრეთ სანაპიროზე არსებული პლაჟისგან მიიღო, სადაც სავარაუდოდ 1514 წელს დაარსდა ჰავანის თავდაპირველი დასახლება.[3]

პროვინცია
მაიაბეკეს პროვინცია
Provincia de Mayabeque
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
ადმ. ცენტრი სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი
კოორდინატები 22°58′00″ ჩ. გ. 82°09′00″ დ. გ. / 22.96667° ჩ. გ. 82.15000° დ. გ. / 22.96667; -82.15000
დაარსდა 1 იანვარი, 2011
ფართობი 3 732,73 კმ²
მოსახლეობა 381 446 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 102,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-47

მაიაბეკე კუბის ყველაზე პატარა პროვინციაა, როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის მხრივ. ახალმა პროვინციამ არსებობა 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.

პროვინციის ეკონომიკა მიწათმოქმედებასა და შინაური საქონლის მოშენებას (მერძევეობის მიზნით) ემყარება. ასევე გააჩნია შესაბამისი ინდუსტრიული სექტორი, ძირითდად სან-ხოსე-დე-ლას-ლახასსა და სანტა-კრუს-დელ-ნორტეში. აწარმოებენ სამშენებლო მასალებს, ელექტრო-კაბელებს, რეზინს, მინას და კერამიკას, საკვებს, ქაღალდს, შაქარს, ფარმაცევტულ პროდუქტებს, თევზის პროდუქტებს და ა. შ. მნიშვნელოვანია სამეცნიერო ინსტიტუციები, ასევე არსებობს აგრარული უნივერსიტეტი.

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება
 
პროვინციის რუკა
 
პროვინციის საგზაო რუკა
მუნიციპალიტეტი კმ² მოსახლეობა ად./კმ²
ბეხუკალი 116,36 26 966 231,7
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი 592,67 74 186 125,2
ხარუკო 275,9 25 135 91,1
სანტა-კრუს-დელ-ნორტე 379,38 34 216 90,2
მადრუგა 459,58 29 805 64,9
ნუევა-პასი 522,8 25 471 48,7
სან-ნიკოლას-დე-ბარი 228,86 20 695 90,4
გუინესი 433,09 67 919 156,8
მელენა-დელ-სური 233,56 20 646 88,4
ბატაბანო 263,43 26 944 102,3
კივიკანი 227,1 29 463 129,7
სულ 3 732,73 381 446 102,2

წყარო: Oficina Nacional de Estadísticas e Instituto de Planificación Física/2010 [4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება