სანტა-კრუს-დელ-ნორტე

სანტა-კრუს-დელ-ნორტე — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, მაიაბეკეს პროვინციაში. 2011 წლამდე მიეკუთვნებოდა ლა-ჰაბანის პროვინციას. მდებარეობს ჩრდილოეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰავანასა და მატანსასს შორის, მდინარე სანტა-კრუსის შესართავთან.

მუნიციპალიტეტი
სანტა-კრუს-დელ-ნორტე
Santa Cruz del Norte

სანტა-კრუს-დელ-ნორტეს ერთ-ერთი ქუჩა
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია მაიაბეკე
კოორდინატები 23°09′20″ ჩ. გ. 81°55′36″ დ. გ. / 23.15556° ჩ. გ. 81.92667° დ. გ. / 23.15556; -81.92667
დაარსდა 1800 წ
ფართობი 376 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 32 576 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 86,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-47
სანტა-კრუს-დელ-ნორტე — კუბა
სანტა-კრუს-დელ-ნორტე
Havana Club-ის საწარმო

ქალაქი 1800 წელს დაარსდა და იმ დროისთვის წარმოადგენდა მეთევზეთა საზოგადოებას, მუნიციპალიტეტის სტატუსი 1931 წელს მიიღო.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს რომის ბრენდის „Havana Club“-ის საწარმო. მრეწველობის სხვა დარგებს შორისაა ენერგის წარმოება, ნავთობმოპოვება და მეთევზეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 32 576 ადამიანს შეადგენდა.[1] 376 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 86,6 ადამიანი კმ²-ზე.[2]

მუნიციპალიტეტი იყოფა ათ რაიონად (barrio).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.