მატანსასი (ესპ. Matanzas) — ქალაქი და პროვინცია კუბაში. განთქმულია თავისი კულტურით, პოეტებითა და აფრო-კუბური ფოლკლორით. მდებარეობს კუბის ჩრდილოეთ ნაწილში, მატანსასის ყურის სანაპიროზე.

ქალაქი
მატანსასი
Matanzas

თეატრი
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია მატანსასი
კოორდინატები 23°03′04″ ჩ. გ. 81°34′31″ დ. გ. / 23.05111° ჩ. გ. 81.57528° დ. გ. / 23.05111; -81.57528
დაარსდა 1693
ფართობი 317 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20
მოსახლეობა 143,706 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 453.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 52
საფოსტო ინდექსი 40100
ოფიციალური საიტი [საიტი საიტი]
მატანსასი — კუბა
მატანსასი

ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან აღმოსავლეთით დაშორებულია 90 კილომეტრით, ხოლო ვარადეროდან დასავლეთით 32 კილომეტრით. ქალაქს კვეთს სამი ძირითადი მდინარე, სადაც გაწოლილია 17 ხიდი, რის გამოც მატანსასს „ხიდების ქალაქი“ ეწოდება. სწორედ ამის გამო ქალაქი ცნობილია როგორც კუბის ვენეცია. მატანსასს ეწოდება აგრეთვე ლა-ატენას-დე-კუბა.

მატანსასი დაარსდა 1693 წელს სან-კარლოს-ი-სან-სევერინო-დე მატანსასის სახელწოდებით.[1] ქალაქი შაქრის წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი იყო. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში აქ ჩამოჰყავდათ აფრიკელი მონები, რომლებიც შაქრის ლერწმის პლანტაციებში მუშაობდნენ. მაგალითად 1792 წელს მატანსასში იყო 1900 მონა, რაც ქალაქის მოსახლეობის 30% შეადგენდა. 1817 წელს მონათა რაოდენობა გაიზარდა 10,773 კაცამდე, რაც შეადგენდა ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს. 1841 წელს ქალაქის მოსახლეობის 62,7%-ს მონები შეადგენდნენ.[2] 1859 წლის აღწერის მონაცემებით მატანსასში ცხოვრობდა 104,519 მონა.[2]

არის ორი რკინიგზის სადგური და მატანსასის უნივერსიტეტი. მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მატანსასიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს აეროპორტი.

2004 წლის აღწერის მონაცემებით მატანსასის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 143,706 ადამიანი.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 453,3 ადამიანს კმ²-ზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Guije.com. მატანსასი. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
  2. 2.0 2.1 Bergad, Laird W. Cuban Rural Society in the Nineteenth Century: The Social and Economic History of Monoculture in Matanzas. Princeton University Press, 1990.
  3. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)