სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი (ესპ. San José de las Lajas) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ახლადჩამოყალიბებული მაიაბეკეს პროვინციის დედაქალაქი. ეს უკანასკნელი 2011 წლიდან გამოეყო ლა-ჰაბანის პროვინციას. მდებარეობს პროვინციის ცენტრალურ-ჩრდილოეთ ნაწილში, კვეთს კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალი. დაარსდა 1778 წელს.
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი San José de las Lajas | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | მაიაბეკე |
კოორდინატები | 22°58′04″ ჩ. გ. 82°09′21″ დ. გ. / 22.96778° ჩ. გ. 82.15583° დ. გ. |
დაარსდა | 1778 წ |
ფართობი | 591 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 135 მ |
მოსახლეობა | 69 375 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 117,4 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-47 |
ქალაქში მდებარეობს ჰავანის აგრარული უნივერსიტეტი, ისევე როგორც საქვეყნო მნიშვნელობის აგრარული მეცნიერებების სხვა მრავალი სამეცნიერო დაწესებულება.
დემოგრაფია რედაქტირება
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 69 375 ადამიანს შეადგენდა. საკუთრივ ქალაქში 37 000 ადამიანი სახლობს. [1] 591 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 117,4 ადამიანი კმ²-ზე.[2]
ეკონომიკა რედაქტირება
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი პროვინციის ეკონომიკის მთავარი კვანძია, მნიშვნელოვანი ინდუსტრიებით (მეტალურგია, მექანიკა, ელექტრონიკა, სამშენებლო მასალები, ქიმიკატები, სპირტიანი სასმელები) და კარგად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სექტორით.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.