გუანტანამო
გუანტანამო (ესპ. Guantánamo) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში. სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი. მუნიციპალიტეტის ფართობია 741 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 244,603 ადამიანი.[2]
ქალაქი | |
---|---|
გუანტანამო Guantánamo | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | გუანტანამო |
კოორდინატები | 20°08′12″ ჩ. გ. 75°12′50″ დ. გ. / 20.13667° ჩ. გ. 75.21389° დ. გ. |
დაარსდა | 1510 |
ფართობი | 741 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 55 მ |
ოფიციალური ენა | ესპანური ენა |
მოსახლეობა | 244,603 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 330.1 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | 21 |
საფოსტო ინდექსი | 95100 |
განვითარებულია სოფლის მეურნეობა. გუანტანამოს მახლობლად არის შაქრის ლერწმის პლანტაციები, მოჰყავთ აგრეთვე ყავა, რომლებიც შეადგენენ ეკონომიკის ტრადიციულ სფეროს. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი მთაგორიანია, სადაც აღმართულია სიერა-მაესტრას შტოქედები. ქალაქიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს გუანტანამოს უბე, სადაც განლაგებულია აშშ-ის კონტროლირებადი გუანტანამოს დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზა (საიჯაროა 1903 წლიდან). გუანტანამო დაარსდა 1819 წელს.
საავტომობილო გზით უკავშირდება ქალაქ ბარაკოასა და სანტიაგო-დე-კუბას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Statoids. Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-05.
- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-05. (ესპანური)