ნუევა-ხერონა (ესპ. Nueva Gerona) — კუნძულ ხუვენტუდის მთავარი ქალაქი. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 22 მ სიმაღლეზე, მდინარე ლას-კასასის მარცხენა სანაპიროზე. დაარსდა 1830 წელს კუბელი გუბერნატორის ფრანსისკო დიონისიო ვივესის მიერ. თანადროულ დროში ქალაქში შემორჩენილია ამერიკული სასაფლაო.

ქალაქი
ნუევა-ხერონა
Nueva Gerona
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
კოორდინატები 21°53′00″ ჩ. გ. 82°48′00″ დ. გ. / 21.88333° ჩ. გ. 82.80000° დ. გ. / 21.88333; -82.80000
დაარსდა 1830
ცენტრის სიმაღლე 22
მოსახლეობა 37 000 კაცი
სასაათო სარტყელი UTC-5
საფოსტო ინდექსი 25100
ოფიციალური საიტი http://www.gerona.inf.cu/
ნუევა-ხერონა — კუბა
ნუევა-ხერონა

საზღვაო პორტი. არის რაფაელ-კაბრერას საერთაშორისო აეროპორტი. მოჰყავთ ციტრუსები. მიმდინარეობს თევზის გადამუშავება, განვითარებულია კვების მრეწველობა. მიდამოებში მოიპოვება მარმარილო და კაოლინი. 2003 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 37 000 ადამიანს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება