ჰავანის უნივერსიტეტი

ჰავანის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de La Habana) — სახელმწიფო უნივერსიტეტი კუბაში, ქალაქ ჰავანაში. დაარსდა 1728 წელს როგორც კათოლიკური უნივერსიტეტი. წარმოადგენს კუბის უძველეს უმაღლეს სასწავლებელს. უნივერსიტეტს დღეისათვის გააჩნია 15 ფაკულტეტი, სადაც 60 ათასი სტუდენტი სწავლობს. თავდაპირველად უნივერსიტეტს ეწოდებოდა რეალ-ი-პონტიფიკია-უნივერსიდად-დე-სან-იერონიმო-დე-ლა-ჰაბანა, რაც ესპანურიდან ითარგმნება როგორც წმინდა იერონიმის სამეფო და საპაპო უნივერსიტეტი. იგი გაიხსნა ფილიპე V-ისა და ინოკენტი XIII-ის განკარგულებით. 1842 წელს უნივერსიტეტმა შეიცვალა სტატუსი და მოსწავლე სტუდენტებისთვის დაწესდა საერო განათლება. რამდენიმეჯერ გადაკეთდა, პირველად შეიქმნა ძველ ჰავანაში, სახელწოდებით სან-ხუან-დე-ლეტრანი, ხელმეორედ გადაკეთდა 1902 წლის 1 მაისს და იგი გადაიტანეს ჰავანის რაიონ ვედადოში. შენობის ინტერიერი მორთულია არამანდო მენოკალის მიერ, სადაც 7 ფრესკაზე სიმბოლურად არის გამოსახული მედიცინის, ხელოვნების, აზროვნების, ლიტერატურის, სამართლისა და სხვ. დარგები.

ჰავანის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 5 იანვარი, 1728 (1728-01-05) (296 წლის)
დამფუძნებელი (-ები) ინოკენტი XIII
ტიპი საჯარო
რექტორი გუსტავო კობრეირო სუარესი
სტუდენტი 60 000
მდებარეობა ჰავანა
ქალაქი ჰავანა
ქვეყანა კუბა
კავშირები ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1] და Consejo Superior Universitario Centroamericano[2]
ჰავანის უნივერსიტეტი — კუბა
ჰავანის უნივერსიტეტი
uh.cu

უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან არის ალმა-მატერის ბრონზის სტატუა, რომელიც შექმნა მარიო კორბელმა 1919 წელს.

ჰავანის უნივერსიტეტში არის 15 ფაკულტეტი და 14 სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ეკონომიკის, ბუნებისმეტყველების, სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებში.

ცნობილი სტუდენტები

რედაქტირება

ჰავანის უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ:

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
  2. https://csuca.org/es/universidades-miembros/