ანტონიო ნუნიეს ხიმენესი

კუბელი მეცნიერი, გეოგრაფი და ისტორიკოსი

ანტონიო ნუნიეს ხიმენესი (ესპ. Antonio Núñez Jiménez; დ. 20 აპრილი 1923, ალკისარი, ჰავანის პროვინცია — გ. 13 სექტემბერი 1998) — კუბელი მეცნიერი, გეოგრაფი და ისტორიკოსი. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. რევოლუციონერი, დიპლომატი.

ანტონიო ნუნიეს ხიმენესი
ესპ. Antonio Núñez Jiménez
დაბ. თარიღი 20 აპრილი, 1923(1923-04-20)[1] [2]
დაბ. ადგილი ალკისარი[1]
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი, 1998(1998-09-13)[2] (75 წლის)
გარდ. ადგილი ჰავანა
მოქალაქეობა  კუბა
საქმიანობა ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, გეოგრაფი[2] , პოლიტიკოსი[2] და ფოტოგრაფი[2]
ალმა-მატერი ჰავანის უნივერსიტეტი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და Grand Cross of the Order of the Sun of Peru‎

დაიბადა გლეხის ოჯახში. 1950 წელს დაამთავრა ჰავანის უნივერსიტეტი ისტორიისა და გეოგრაფიის სპეციალობით. 1940-1950 წლებში მის მიერვე დაარსებული კუბის სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი; 1955-1957 წლებში ქალაქ სანტა-კლარას ცენტრალური უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი; 1957 წლიდან მონაწილეობდა ბატისტას დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1959-1961 წლებში აგრარული რეფორმის ეროვნული ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი,

1962-1972 წლებში კუბის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 1972-1977 წლებში ელჩი პერუში, 1978 წლიდან კუბის კულტურის მინისტრის მოადგილე.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (honoris causa; 1960). სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1963). კუბის ეროვნული ატლასის (ჰავანა, 1970) შექმნაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1973).

თხზულებები

რედაქტირება
  • Аграрная реформа на Кубе. Краткий исторический очерк. М., 1960;
  • Республика Куба. Исторический очерк, М., 1963.

ლიტერატურა

რედაქტირება