ალკისარი
ალკისარი (ესპ. Alquízar) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში. მუნიციპალიტეტის ფართობია 193 კმ².[1] ქალაქი მდებარეობს ალკისარის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გაწოლილია სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსის სამხრეთ-დასავლეთით და გუირა-დე-მელენის დასავლეთით. აქაურ ტერიტორიებზე გაშენებული იყო ყავის პლანტაციები, რომელიც ეკუთვნოდა სანჩო დე ალკისარს, რომელმაც ტერიტორიას ალკისარი უწოდა. პირველი დასახლება გაჩნდა 1616 წელს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ალკისარი Alquízar | |||
| |||
ქვეყანა | კუბა | ||
პროვინცია | არტემისა | ||
კოორდინატები | 22°48′24″ ჩ. გ. 82°34′58″ დ. გ. / 22.80667° ჩ. გ. 82.58278° დ. გ. | ||
დაარსდა | 1879 | ||
ფართობი | 193 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 25 მ | ||
მოსახლეობა | 29.616 კაცი (2004) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | 7 | ||
1826 წელს ალკისარში განლაგებული იყო სამხედრო გარნიზონები,[2] ხოლო 1879 წელს დასახლებას მიენიჭა ოფიციალური სტატუსი. 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენდა 29.616 ადამიანს.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კუბის მუნიციპალიტეტები
- ↑ Guije.com. Alquízar. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)