საჭადრაკო ოლიმპიადა 1982
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1982}} |
30 ოქტომბერი - 16 ნოემბერი 1982 ლუცერნი, შვეიცარია
ლუცერნში მონაწილეთა რაოდენობამ ახალ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია - სტარტზე 91 ქვეყნის ნაკრები გუნდი დადგა. გაითვალისწინა რა წინა ორი ოლიმპიადის შედეგები, სერიოზულად მიუგდნენ საქმეს საბჭოთა მოჭადრაკეები. გუნდში ორი დებიუტანტი იყო: ალექსანდრე ბელიავსკი და არტურ იუსუპოვი. წინა ოლიმპიადისაგან განსხვავებით ჩვეულ სპორტულ ფორმაში იყვნენ ლევ პოლუგაევსკი და მიხეილ ტალი. საბჭოთა მოჭადრაკეები თავიდანვე სათავეში ჩაუდგნენ სატურნირო ცხრილს და მეცხრე - მეათე ტურის შემდეგ პრაქტიკულად გადაწყვიტეს ჰამილტონ-რასელის თასის ბედი თავის სასარგებლოდ. წინა ორი ოლიმპიადის გმირები, უნგრელები ამჯერად არ იყვნენ ჩვეულ ფორმაში. ეს განსაკუთრებით ეხებოდა მათ ლიდერს, ლაიოშ პორტიშს. ისინი მხოლოდ საპრიზო ადგილებისათვის იბრძოდნენ და იქაც წარუმატებლად. ტონს კი ამერიკელები, ჩეხები და იუგოსლავიელები იძლეოდნენ. მთელი ტურნირის მანძილზე ლიდერთა შორის იყვნენ ნიდერლანდელები და ინგლისელები.
ბოლო ტურის წინ საპრიზო ადგილებისათვის პრეტენზიას ძირითდად ჩეხოსლოვაკიის (33,5 ქულა), აშშ-ის (33 ქულა) და იუგოსლავიის (32 ქულა) გუნდები აცხადებდნენ. თავისი პრიზიორობის საკითხი პირველებმა ჩეხებმა გადაწყვიტეს. ფტაჩნიკმა მოუგო ნიდერლანდელ რეეს და ჩეხებმა 2,5-1,5 გაიმარჯვეს. ამერიკელებს მეორე ადგილისათვის 3 ქულა სჭირდებოდათ, მაგრამ შვედებთან 2,5 ქულის მოგროვების მეტი ვერც მათ შეძლეს. ამ დროს საპრიზო ადგილის დაკავების შანსი მიეცათ იუგოსლავიელებს. საჭირო იყო 4-0 დასავლეთ გერმანელებთან შეხვედრაში. ძალიან ახლოს იყვნენ იუგოსლავიელები ამ შედეგთან. 3-0 და პარტია გლიგორიჩი - ლობრონი. იუგოსლავიელთა გამოცდილი ლიდერი დიდხანს ეძებდა მოგების გზებს გფრ-ს ახალ ჩემპიონთან, ერთ მომენტში რისკზეც წავიდა და დამარცხდა. მესამე ადგილი ამერიკელებს დარჩათ.
საბჭოთა მოჭადრაკეებმა კი დაამტკიცეს, რომ 1978 და 1980 წლების ოლიმპიადების შედეგები მხოლოდ ეპიზოდი იყო გუნდის ისტორიაში და რომ სამართლიანად ითვლებიან უძლიერეს გუნდად მსოფლიოში.
ტექნიკური შედეგები
რედაქტირებამონაწილეობდა 91 ქვეყნის 92 ნაკრები გუნდი (შვეიცარიელებმა ორი გუნდი გამოიყვანეს). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.
- 1 სსრკ - 42,5
- 2 ჩეხოსლოვაკია - 36
- 3 აშშ - 35,5
- 4 იუგოსლავია - 35
- 5 უნგრეთი - 33,5
- 6 ბულგარეთი - 33,5
- 7 პოლონეთი - 33
- 8 დანია - 32,5
- 9 კუბა - 32,5
- 10 ინგლისი - 32
- 32 ქულა
11. არგენტინა, 12. რუმინეთი, 13. ისრაელი, 14. ავსტრია,
- 31,5 ქულა
15. გერმანია, 16. შვედეთი, 17. ნიდერლანდები, 18. კანადა, 19. ფილიპინები, 20. კოლუმბია,
- 31 ქულა
21. ჩილე,
- 30,5 ქულა
22. ავსტრალია, 23. ისლანდია, 24. ნორვეგია, 25. ფინეთი,
- 30 ქულა
26. შვეიცარია, 27. ინდონეზია, 28. ესპანეთი, 29. საფრანგეთი, 30. უელსი, 31. ირლანდია, შვეიცარია-2,
- 29,5 ქულა
32. შოტლანდია, 33. საბერძნეთი, 34. მონღოლეთი, 35. დომინიკელთა რესპუბლიკა, 36. ვენესუელა,
- 29 ქულა
37. ჩინეთი, 38. ბრაზილია, 39. მექსიკა, 40. ალბანეთი,
- 28,5 ქულა
41. ინდოეთი, 42. იტალია, 43. სინგაპური, 44. ურუგვაი,
- 28 ქულა
45. ახალი ზელანდია, 46. ეგვიპტე, 47. თურქეთი, 48. გვატემალა, 49. შრი-ლანკა,
- 27,5 ქულა
50. ბელგია, 51. პორტუგალია, 52. პარაგვაი, 53. სირია,
- 27 ქულა
54. ტაილანდი, 55. პაკისტანი, 56. ფარერის კუნძულები,
- 26,5 ქულა
57. მალაიზია, 58. ჰონგ-კონგი, 59. ლიბანი,
- 26 ქულა
60. პუერტო-რიკო, 61. იაპონია,
- 25,5 ქულა
62. ტუნისი, 63. ტრინიდადი და ტობაგო, 64. ეკვადორი, 65. ალჟირი, 66. კვიპროსი, 67. ანდორა, 68. ზიმბაბვე, 69. სურინამი, 70. გერნზი, 71. პაპუა-ახალი გვინეა, 72. მალტა, 73. არაბთა გაერთიანებული საამიროები, 74. მონაკო,
- 25 ქულა
75. ნიგერია, 76. ლუქსემბურგი, 77. უგანდა, 78. ზაირი,
- 24,5 ქულა
79. ლიბია,
- 24 ქულა
80. იამაიკა, 81. იორდანია, 82. სენეგალი,
- 23,5 ქულა
83. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, 84. ჰონდურასი, 85. ამერიკის ვირჯინიის კუნძულები, 86. ბაჰრეინი,
- 22 ქულა
- 19,5 ქულა
89. ბერმუდის კუნძულები,
- 14,5 ქულა
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
რედაქტირებაანატოლი კარპოვი 6,5 (+5=3-0), გარი კასპაროვი 8,5 (+6=5-0), ლევ პოლუგაევსკი 6 (+4=4-1), ალექსანდრე ბელიავსკი 7 (+5=4-1), მიხეილ ტალი 6,5 (+5=3-0), არტურ იუსუპოვი 8 (+7=2-1).
ვლასტიმილ ჰორტი 7 (+4=6-3), იან სმეიკალი 10 (+7=6-1), ლუბომირ ფტაჩნიკი 9,5 (+7=5-2), ვლასტიმილ იანსა 37 (+2=2-2), იან პლახეტკა 6 (+5=2-1), იან ამბროჟი 0,5 (+0=1-0).
უოლტერ ბრაუნი 5,5 (+4=3-3), იასერ სეირავანი 8 (+5=6-1), ლევ ალბურტი 3,5 (+2=3-2), ლუბომირ კავალეკი 4,5 (+3=3-2), ჯეიმზ-ედვარდ ტარჯანი 7 (+5=4-0), ლარი კრისტიანსენი 7 (+5=4-4).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
რედაქტირებაპირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ზენონ ფრანკო ოკამპოსი | პარაგვაი | 11,5 | 13 | 84,6 |
ერიკ გაირულტი | მონაკო | 10 | 12 | 83,3 |
ლუბომირ ლუბოევიჩი | იუგოსლავია | 8,5 | 14 | 78,6 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
რიკო მასკარინასი | ფილიპინები | 7,5 | 9 | 83,3 |
პატრიკ სარგოსი | სენეგალი | 11,5 | 14 | 82,1 |
გარი კასპაროვი | სსრკ | 8,5 | 11 | 77,3 |
მიურეი რონერტ ჯეიმისონი | ავსტრალია | 8,5 | 11 | 77,3 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
კკარლოს მატამოროს-ფრანკო | ეკვადორი | 7 | 9 | 77,8 |
სტიუარტ ჩეივაიჩიტი | ტაილანდი | 9 | 12 | 75,0 |
იან ჰებერტი | კანადა | 8,5 | 12 | 70,8 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
სიმენ ოგსტეინი | ნორვეგია | 9 | 11 | 81,8 |
ჯიანგსიან იუე | ჩინეთი | 8,5 | 12 | 70,8 |
ალექსანდრე ბელიავსკი | სსრკ | 7 | 10 | 70,0 |
ანდრეას ჰუსი | შვეიცარია-2 | 7 | 10 | 70,0 |
ნიკოლას გავრილიკასი | საბერძნეთი | 7 | 10 | 70,0 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
დენიელ როოსი | საფრანგეთი | 9 | 11 | 81,8 |
მიხეილ ტალი | სსრკ | 6,5 | 8 | 81,3 |
ჯეინს-ედვარდ ტარჯანი | აშშ | 7 | 9 | 77,8 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
სტიუარტ ფრანსი | პაპუა-ახალი გვინეა | 8 | 9 | 88,9 |
მაიჯაი კავაკული | უგანდა | 6 | 7 | 85,7 |
ამოს მინგუერეზა | ტაილანდი | 8,5 | 10 | 85,0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Б. Туров Пять Шахматных олимпиад. Москва. изд. ,,ФиС’’ 1984
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006