სენტ-ჯონზი (კანადა)
სენტ-ჯონზი (ინგლ. St. John's) — ქალაქი კანადაში. ქალაქი მდებარეობს ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის შტატში. სენტ-ჯონზი შტატის ადმინისტრაციული ცენტრია და მოსახლეობით პირველი ადგილი უკავია. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 100 646 ადამიანს, ქალაქს მე-20 ადგილი უკავია მოსახლეობის მიხედვით კანადაში, სენტ-ჯონზის აგლომერაციაში ცხოვრობს 151 322 ადამიანი. ქალაქში მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 225,6 ადამიანს. სენტ-ჯონზის ფართობი შეადგენს 446,04 კმ²-ს. ქალაქი გაშენებულია ავალონის ნახევარკუნძულზე, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და, მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი მთელს ამ რეგიონში. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ კანადელები, ინგლისელები და ირლანდიელები. მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ინგლისურ ენაზე, ხოლო აღმსარებლობის მიხედვით სენტ-ჯონზის მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკეა. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს სენტ-ჯონზის საერთაშორისო აეროპორტი. აქ მრავლადაა ისტორიული შენობები და ეკლესიები, მათგან აღსანიშნავია კაბოტის კოშკი. ქალაქის მერია დენისო ო'კიფი.
ქალაქი | |
---|---|
სენტ-ჯონზი St. John's | |
Avancez | |
ქვეყანა | კანადა |
პროვინცია | ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი |
კოორდინატები | 47°35′53″ ჩ. გ. 52°41′51″ დ. გ. / 47.59806° ჩ. გ. 52.69750° დ. გ. |
დაარსდა | 1583 |
ფართობი | 446,04 კმ² |
მოსახლეობა | 100 646 კაცი (2006) |
სიმჭიდროვე | 225,6 კაცი/კმ² |
აგლომერაცია | 151 322 |
სასაათო სარტყელი | UTC-3:30 |
სატელეფონო კოდი | 709 |
საფოსტო ინდექსი | A1A–A1H |
ოფიციალური საიტი | https://stjohns.ca/ |
სენტ-ჯონზი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლებული პუნქტია კანადაში, ქალაქი დაარსდა 1583 წლის 5 აგვისტოს ინგლისის დედოფლის ელისაბედ I-ის ბრძანებით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა თავისი კოლონიური იმპერიის გაფართოება. მოგვიანებით ეს ტერიტორიები ახალი საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა. 1712 წლის უტრეხტის ზავით სენტ-ჯონზი და სრულად კუნძული კვლავ ინგლისს დაუბრუნდა. სენტ-ჯონზის ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი იანვარი და თებერვალი. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ის შეადგენს 1 513,7 მმ-ს.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაკლიმატი
რედაქტირებაწლიური ამინდი — St. John's | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
რეკორდ. მაღალი °C (°F) | 15.2 (59) | 16 (61) | 18.3 (65) | 24.1 (75) | 25.6 (78) | 29.4 (85) | 31.5 (89) | 31 (88) | 29.5 (85) | 24.6 (76) | 19.4 (67) | 16.1 (61) | 31,5 (89) |
საშუალო მაღალი °C (°F) | -0.9 (30) | -1.5 (29) | 1.2 (34) | 5.2 (41) | 10.7 (51) | 15.9 (61) | 20.3 (69) | 19.9 (68) | 15.9 (61) | 10.5 (51) | 5.9 (43) | 1.2 (34) | 8,7 (48) |
საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C (°F) | -8.6 (17) | -9.3 (15) | -6.2 (21) | -2 (28) | 1.5 (35) | 5.9 (43) | 10.5 (51) | 11.1 (52) | 7.7 (46) | 3.3 (38) | -0.7 (31) | -5.5 (22) | 0,6 (33) |
რეკორდ. დაბალი °C (°F) | -23.3 (-10) | -23.8 (-11) | -23.8 (-11) | -14.8 (5) | -6.7 (20) | -3.3 (26) | -1.1 (30) | 0.5 (33) | -1.1 (30) | -5.6 (22) | -13.4 (8) | -19.7 (-3) | −23,8 (−11) |
ნალექი მმ (დუიმი) | 150 (5.9) | 125.2 (4.9) | 130.8 (5.1) | 121.8 (4.8) | 100.9 (4) | 101.9 (4) | 89.4 (3.5) | 108.1 (4.3) | 130.9 (5.2) | 161.9 (6.4) | 144 (5.7) | 148.8 (5.9) | 1 513,7 (59,6) |
წყარო: Environment Canada[1] 2009-12-22 | |||||||||||||
Source #2: Environment Canada[2] 2009-12-22 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- City of St. John's
- Early Newfoundland Settlement Schemes
- Newfoundland and Labrador's Provincial Register of Historic Places დაარქივებული 2007-02-11 საიტზე Wayback Machine.
- St. John's and Area დაარქივებული 2008-08-20 საიტზე Wayback Machine.
- Documentary film Rain, Drizzle, and Fog
- Trail Canada Guide დაარქივებული 2010-04-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Environment Canada—Canadian Climate Normals 1971–2000[მკვდარი ბმული]. Retrieved 22 December 2009.
- ↑ Canadian Climate Normals 1971-2000. Environment Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 22 December 2009.